Skip to main content

Posts

ოზურგეთის დამარხული მდინარეები

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე გურამ დოჩანაშვილი როცა შენს ხალხს არ აძლევ საშუალებას, თავის მდინარესთან მივიდეს, რას იღებ შედეგად? ჯეკ კერუაკი წარვედ წყლისა პირს სვდიანი ფიქრთ-გასართველად,  მუნ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად ყველამ იცის ვინც ოზურგეთში ორი დამარხული მდინარეა. ორივე ცოცხლად დამარხეს,  ამიტომ მათი სულები ვერ ისვენებენ და დღემდე ქალაქში დაბორიალებენ. ოზურგეთში რამდენიმე დამარხული მდინარეა: ბაზრისწყალი (ნაბჟუარა), შკვარა-შკურა, სკურჩა და კიდევ ერთი, ყველაზე პატარა, ნაბჟუარას მარცხენა უსახელო შენაკადი.  ეს მდინარეები დღეს დამარხულია, თუმცა არა სრულებით. ისტორიულად კი კარგად ქალაქის ურბანულ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მცირე მდინარეები ოზურგეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში, ქალაქის განაშენიანების პირველი ეტაპის დროს, 1930-40-იან წლებში მდინარეები ქალაქის ელემენტებად დარჩა. ახალი ქუჩების, შენობებისა და უბნების გაშენებას მდინარეებ...

აპოლონ წულაძე გურიის რესპუბლიკის შესახებ

გურიის ამბები (15-დან 30 ოქტომბრამდე) (საკუთარის კორესპონდენტისაგან)      შაბათს, 16 ოქტომბერს, მთელს გურიაში გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. არც ერთი დუქანი დაუკეტავი არ დარჩენილა, როგორ დაბა-ქალაქებში, ისე სოფლებშიაც. შეწყდა ეტლთა მსვლელობაც. ყოველსავე ამას მოჰყვა ათასგვარი ხმების გავრცელება; ვის რაც ეხასიათებოდა, ისეთ ჭორს ავრცელებდა. გავრცელდა ხმა, ვითომც ტფილისში საერთო შეტაკება დაწყებულიყოს, ბათომში კაზაკებს სროლაზე უარი განეცხადებინოთ და რა ვიცი, კიდევ, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. ერთის სიტყვით, გურულებმა შეადგინეს უტყუარი წარმოდგენა, რომ მთელ რუსეთში საერთო განმათავისუფლებელი მოძრაობა დაწყებულიყოს. ყოველივე ამის შემდეგ, რასაკვირველია, არც გურულები ჩამორჩებოდნენ საერთო მოძრაობას. 16 ოქტომბერს, კვირა დილით, ჩოხატაურში შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა ბოქაულის სადგომს და მოსთხოვა სტრაჟნიკებს, დაეყარათ იარაღი, მაგრამ იმათ ეს არ შეასრულეს და ორივ მხრივ სროლა ასტყდა.      ცხარე სროლის შემდეგ მოკლულ იქმნა ერთი სტრაჟნიკი და ერთიც მძიმედ დაჭრილი აღმოჩნდა. იგივე რა...

გურიის გლეხობა ბატონყმობის დროს

ბატონყმობის გაუქმებამდე ოზურგეთის მაზრაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნე გლეხები: *მებატონეთა გლეხები 61% *სახაზინო გლეხები 17% *საეკლესიო გლეხები 4% სხვა წოდებები: თავაზნაურობა - 9%, მოქალაქეები 4%, სამღვდელოება 3%. ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა ორ-სამ და ზოგჯერ ოთხ ბატონს. გავრცელებული იყო გლეხებით ვაჭრობა. ყმებით ვაჭრობა 1809 წელს აზნაურმა მამულაიშვილმა 87 მანეთად იყიდა ხუთი წლის ივანიკა ჭანუყვაძე. იმავე წელს ჩოხატაურელმა კიკოლა ბერიძემ ვალი ვერ გადაუხადა გიორგი მემარნიშვილს და შვილი მარიანა მიჰყიდა მოახლედ. 1839 წელს ლაზარე ჯორბენაძემ, მისმა შვილმა მიტომ და მისმა ძმამ გრიგოლმა მახარობელ ხალთიშვილს მიჰყიდეს ყმა თინათინ ჩიგულიშვილი. ნოე ჟორდნია საკუთარი ბავშვობიდან იგონებს ფაქტს, რომ მისი ბებიის, თავადის ქალ აფაქიძის ვალი ჰქონია გურიანთელ ბოლქვაძეს. ბებიამ ნიკოლოზ ჟორდანია, ნოეს მამა გაგზვნა გურიანთაში ვალის ასაღებად. ბოლქვაძეს ფული არ ჰქონებია და 10 წლის ქალიშვილი გაუტანებია ნიკოლოზისთვის ვალში. ჟორდანია იხსენებს, ბებია მდიდარი თავადის...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ძველი პრესა გურიის შესახებ

1868 დროება N10, 8 მარტი ცნობა ოზურგეთში გამართული წარმოდგენის შესახებ 1875 წელი დროება N34, 21 მარტი დღიური      ჩვენ შევიტყეთ, რომ თ. ანტონ ნაკაშიძის მეცადინეობით, ამ მოკლე ხანში გურიაში შვიდი სასოფლო შკოლა გახსნილა; თითო მასწავლებელს სამას-სამას მანეთს აძლევენ წელიწადშიო. ამასთანავე გვწერენ, რომ თ. ანტ. ნაკაშიძეს ამ სასარგებლო მოქმედებისათვის უფ. ქუთაისის გუბერნატორისაგან მადლობა მიუღია. კი არის სწორეთ მადლობის ღირსი, და არა მარტო ადმინისტრაციის მხრით      გურიიდამვე გვწერენ, რომ აქ სასოფლო ბანკებზე ბევრი ლაპარაკი არისო; მაგრამ კაცი არ ამოჩნდა, რომელმაც ამ საქმეში მოთაობა იკისროს და დაიწყოსო      იქიდამვე გვატყობინებენ, რომ ოზურგეთის ქალაქის ფული სადღაც გაჰქრა, კაცმა არ იცისო დროების კორესპონდენცია ოზურგეთი, მარტის 12-ს      დროების მეოცდა ექვსე ნომრის „დღიურში“ გამოცხადებული ორიოდე ამბავი, გურიის სასოფლო შკოლებზე, მაიძულებს უფრო დაწვრილებით მოგწეროთ ამ საგანზე.      გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზედ და მე ვგონე...