ჟაკ ფრანსუა გამბა იყო ფრანგი მოგზაური, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში ფაზისის ხელმარცხნივ, დაახლოებით ერთ ვერსზე, განლაგებულია გურია; მას განაგებს რუსეთის ქვეშევრდომი, ან უფრო ზუსტად მისი მოხარკე მთავარი. ქვეყანა გამოირჩევა ნაყოფიერი მიწებითა და მდიდარი მცენარეულობით; მაგრამ ეს მხარე, ისევე როგორც სამეგრელო და იმერეთი, მთლიანად ტყითაა დაფარული; მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ვნახავთ საუცხოო საძოვრებს და დამუშავებული მიწების პატარ-პატარა ნაკვეთებს. თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დგას შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც შემოგარენი ხელისგულივით მოჩანს. ჰავა აქ უფრო ჯანსაღია, ვიდრე დაბლობში. მე უკვე ვთქვი, რომ გურიის სანაპიროზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე რუსებმა 1820 წლიდან მიატოვეს. ახალციხელი თურქების თავდასხმებისაგან თავის დასაცავად მათ ამ სამთავროში ორი სხვა გამაგრებული ადგილი უჭირავთ. გურიის სუვერენი ძალიან ცდილობს ევროპული ზნე-ჩვეულებების შეთვისებას. მას მოსწონს და სურვილიც აქვს შეიძინოს ევროპის მანუფაქტურული პროდუქცია. ეჭვგარეშეა...