1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა. 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.
გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს
Comments
Post a Comment