გურიის ამბები შემოქმედი II-22 გურიის დღევანდელ მდგომარეობის გამოსაკვლევად გამოგზავნილი ნ. ა. სულთან კრიმ-გირეი 18 თებერვალს ჩამოვიდა ნატანებში, აქედან ავიდა ქობულეთში ზოგიერთ ცნობების შესაკრებად და 20 მოვიდა ოზურგეთს, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან კერძო საუბრების დროს გაიგო ბევრი რამ გლეხების გაჭირვების და ადგილობრივ ადმინისტრაციის უკანონო მოქმედების შესახებ. ოზურგეთის ინტელიგენციას უნდა წარუდგინოს თავისი მოხსენება გურიის დღევანდელ მოძრაობის შესახებ. სამშაბათს, 22 თებერვალს, სულთან კრიმ-გირეი გაემგზავრა შემოქმედის საზოგადოების (ს. შემოქმედის, კვირიკეთის, წითელმთის, გოგიეთის, გომის, ფატარის, მაკვანეთის, გორისფერდის) გლეხებთან მოსალაპარაკებლად, რომელნიც შეიკრიბნენ შემოქმედში. ბ-ნ კრიმ-გირეის პოლიციისაგან არავინ არ ახლავს. არც უნდა მიჰმართოს მას რაიმე დახმარებისათვის და ყრილობასაც თვითონ გლეხების შემწეობით მოიწვევს. შემოქმედში სულთან კრიმ-გირეიმ გლეხებს შემდეგის სიტყვით მიჰმართა: „მოგესალმებით,...