Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2024

Очерки Революционного Движения В Гурии - მებრძოლი ძალების მობილიზაცია, სისტემატური აგიტაციის და პროპაგანდის პერიოდი (თავი 4)

   4. მებრძოლი ძალების მობილიზაცია, სისტემატური აგიტაციის და პროპაგანდის პერიოდი     ხელისუფლების ფიზიონიმია საკმარისად ნათელი გახდა მოსახლეობისთვის . მისი საუკეთესო ნაწილი გამოთქმული სიმართლისთვის მთავრობამ ციხეში გამოკეტა, ხალხის სამართლიან მოთხოვნებს მათრახებით, ეგზეკუციებითა და ციხეებით უპასუხა. სამნახევარი თვის განმავლობაში ხუთი სოფელი გადაივსო ჯარისკაცებით. ყველას, ვინც შპიონობით არ იყო დაკავებული, ეჭვის თვალით უცქერდნენ და უმნიშვნელო საბაბი იყო საკმარისი მათ ციხეში აღმოსაჩენად. ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს ყველგან რევოლუციონერები ეჩვენებოდა. არ გავიდოდა კვირა, რომ კანცელარიაში მთავრობის რომელიმე ჩინოვნიკს არ მოეხმო კრება და თვითნებობის მთელი სიმძიმე არ ეგრძნობინებინა ხალხისთვის.      მოსავლის აღების დროს გლეხებს მუდმივად დასდევდნენ სტრაჟნიკები და ძალით იღებდნენ იმას, რასაც მემამულე იჯარით გაცემული მიწის სანაცვლოდ ითხოვდა. ამ ღია ძარცვისადმი გლეხის ყველანაირ წინააღმდეგობას მოჰყვებოდა დაპატიმრება. სასამართლოზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა....

Очерки Революционного Движения В Гурии - პოლიტიკური აღზრდის გაკვეთილები (თავი 3)

პოლიტიკური აღზრდის გაკვეთილები      მოძრაობა იზრდებოდა გამაოგნებელი სისწრაფით და ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიეღო ზომები. „ბუნტს“ ჯერ არ მოეცვა ყველა სოფელი, მაგრამ ეს ახლო მომავლის საქმე იყო.       საჭიროა შევნიშნოთ, რომ აგიტატორები დასაწყისში ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ საკითხის პოლიტიკურ მხარეს და მხოლოდ იშვიათად, გაკვრით ცდილობდნენ აეხსნათ გლეხობის სიღარიბის და უუფლებობის კავშირი რუსეთის საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან. ხალხის ფართო მასებისთვის ეს კავშირი ჯერ კიდევ სავსებით ნათელი არ იყო, მათი ყურადღება ძირითადად მემამულეებისა და სამღვდელოებისადმი იყო მიმართული. ხალხი ფიქრობდა რომ კი, ხელისუფლებისგან დახმარებას არ შეიძლება ელოდო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის არც ჩაერევა ამ ბრძოლაში. ადგილობრივი მმართველობის ძალადობას ისინი მიაწერდნენ მათ პირად გარყვნილებას. არცთუ იშვიათად გაიგონებდით ხალხში „სტუდენტები მეფის გამოგზავნილი ხალხია, რომელთაც დავალება აქვთ მიცემული - წადით, ააბუნტეთ ხალხი მემამულეთა წინააღმდეგო“ ასე გულუბრყვილოდ და უბრალოდ ფიქრობდა საწყ...

Очерки Революционного Движения В Гурии - მღელვარება ბათუმში და 1901 წლის მოუსავლიანობა, მოძრაობის დასაწყისი (თავი 2)

2. მღელვარება ბათუმში და 1901 წლის მოუსავლიანობა, მოძრაობის დასაწყისი        1 902 წელი უდიდესი მნიშვნელობის იყო ქუთაისის გუბერნიისთვის. მან ბევრგან  დაარღვია ადრინდელი სამარისებური მდუმარება. მანამდე მოკრძალებული და მშვიდობიანი მცხოვრები გადაიქცა სიმართლისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის დაუღალავ, მამაც და შეურიგებელ მებრძოლად. ვინ იფიქრებდა, რომ გუშინდელი უსიტყვო მონა დღეს განაცხადებდა საკუთარი სამოქალაქო უფლებების შესახებ და მოითხოვდა საკუთარ წილს ცხოვრების ნადიმზე.      1902 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში ბათუმში დაიწყო გრანდიოზული გაფიცვები. გაფიცვის მიზეზები, სხვათა შორის, იყო ფაბრიკებიდან 366 „არაკეთილსაიმედო“ პირის  დათხოვა. მუშების მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. პირიქით, ხელისუფლება ჩაერია ამ დავაში და ერთ ღამეში დააპატიმრა 60-მდე მუშა, როგორც „ბუნტის“ თავი. ამან კიდევ უფრო გაასასტიკა მუშები, 8 მარტს ისინი დაიძრნენ ციხე-სიმაგრისკენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. დაკავებული ამხანაგების გათავისუფლების მცდელობა განმეორდა 9 მ...

Очерки Революционного Движения В Гурии - გლეხობის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა (თავი 1)

1. გლეხობის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა როგორ ცხოვრობდა გურული გლეხი აქამდე? ვისაც თუნდაც ერთხელ გაუვლია გურიის სოფელში და დაკვირვებია გურულების ცხოვრებას, მარტივად უნდა შეემჩნია, როგორი მძიმე და აუტანელი გაჭირვებაა გამეფებული მათ შორის. მუშაობენ დღედაღამ, ნახევრად მშივრები და ამის ანაზღაურებაა უქონლობა, გამოუვალი სიღარიბე. მიდით გლეხთა კრებაზე , თქვენ დაინახავთ პირქუშ, უიმედო სახეებს, მათზე დაღადაა დასმული ღრმა ტანჯვა, შეამჩნევთ, რომ ყველა დამსწრე ღრმა გაჭირვებაშია, რომ ცხოვრება მათ ყელში სწვდა მისი უხეში ხელით და ყოველწუთს ემუქრება დაღრჩობით. საზრუნავი, თუ ხვალ რით გამოკვებოს ოჯახი, რა გადაუხადოს კართან მომდგარ ჩინოვნიკს, მღვდელს, მევახშეს, არ აძლევს მოსვენებას გლეხს. სძინავს თუ ფხიზელია, დგას თუ დადის - ყველგან და ყოველთვის დგას მის წინაშე გაჭირვების აჩრდილი. შეხედეთ გვერდიდან მის საცხოვრებელს , იფიქრებთ რომ სოფელი ჯერ კიდევ ბოლომდე განადგურებული არ არის. მაგრამ შედით უშუალოდ შენობაში. მთელი იქაური მოწყობილობა მოწმობს უკიდურეს სიღარიბეს. დააკვირდით, რით იკვებებიან გლ...

გურიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები - Очерки Революционного Движения В Гурии

 ვის არ გაუგია მიწის, თავისუფლებისა და მშრომელთა უფლებებისთვის გურიის გლეხობის სტოიკუ რი ბრძოლის შესახებ?      ცნობები გურიის [1] მოძრაობის შესახებ აღწევდა რუსეთამდე, რუს ერამდე, მაგრამ ისინი იძლეოდა მხოლოდ სუსტ წარმოდგენას ამ მოძრაობის ნამდვილ ბუნებაზე, მასშტაბსა და სიღრმეზე.      მის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს ქალაქის პროლეტარიატთან მჭიდრო კავშირი არა მხოლოდ პირადი - გურული ქალაქის მუშების მეშვეობით - არამედ შინაგანი - ბრძოლის და ორგანიზების ფორმის გაზიარებით. გურიის გლეხთა მოძრაობის სათავეში დასაწყისიდანვე იდგა პროლეტარიატის პარტია - სოციალ-დემოკრატიული პარტია - რომელმაც აქ იპოვა კარგად მომზადებული ნიადაგი არამხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების და ბრძოლის იდეის პროპაგანდისთვის, არამედ სოციალიზმის სწავლებისთვისაც.      გურული გლეხების უზარმაზარი უმრავლესობა არაა დამოუკიდებელი მეურნე, არამედ ნახევარპროლეტარი, ან სულაც ნამდვილი პროლეტარი. მათი სამიწათმოქმედო მეურნეობა, იმ სასოფლო ურთიერთობების პირობებში, რაც წარმოიშვა ბატონყმობის გაუქმე...

ბახვის გლეხების მოთხოვნები

ბახვის საზოგადოება II-23     სულთან კრიმ-გირეის სიტყვის წაკითხვის შემდეგ, ხალხი გავიდა ცალკე, მოილაპარაკა ერთმანეთში და აირჩიეს თორმეტი წარმომადგენელი. საზოგადოების მოთხოვნილებით ყრილობას მოშორდნენ მამასახლისი, მწერალი და მღვდლები.       წარმომადგენლებმა ყოვლის უწინარეს ყურადღება მიაქციეს გადასახადებს. მრავალი გადასახადი აწევს გლეხს კისერზე, ყველაფერს გლეხი იხდის და საშუალება კი არ მოეპოვება. დაგვეცემა „ბორჩიკი“ და ქვიდან უნდა გამოვაძვრინოთ რამე, თორემ მჭადს წაგვართმევს, ძროხას გაგვიყიდის, ხარს, თოხს, ქვაბს. ამასაც არ დაგვაჯერებენ, გვცემენ, დაგვატუსაღებენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ცოლის ნამზითვი ფარდაგი გაუტანიათ, ქალს წინააღმდეგობა დაუწყია, მაგრამ წაუქცევიათ და გაულახავთ. „მე თვითონ ვიყავი ბორჩიკი (ამბობს ერთი დეპუტატი) და უკანასკნელი კვირის საჭმელი ფქვილი წამირთმევია გლეხისთვის. რას ვიზამდი მამასახლისი მახრჩობდა.“      სხვა გადასახადებიც არის, მაგალითად, დრამა. ნათვლის, ზიარების, ქორწილის - ყველაფრის ცალკე უნდა გადავიხადოთ. კაცი...