Skip to main content

მახარაძის რაიონის ინფრასტრუქტურა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ინფასტრუქტურის და კომუნალური სერვისების შესახებ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი 1977 წლის მდგომარებით 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით

გზები
რაიონის ტერიტორიაზე გზების საერთო სიგრძე შეადგენდა 516 კმ-ს. აქედან:
  • სახელმწიფო მნიშვნელობის 25 კმ. (4,8%) 
  • რესპუბლიკური მნიშვნელობის 33 კმ. (6,4%)
  • ადგილობრივი მნიშვნელობის 458 კმ. (88,8%)
გზების სიხშირე 10 ათას მცხოვრებზე 63 კმ აღემატებოდა სსრკ-ის (56,4 კმ.) და საქ. სსრ-ის მაჩვენებლებს (44,6 კმ.)

ტრანსპორტი
1977 წელს დაფიქსირდა 355,6 ათასი მგზავრთგადაყვანა. მოქმედებდა 17 საქალაქო და 57 რაიონული მარშრუტი, რომლებსაც ემსახურებოდა 70 ავტობუსი. ავტობუსების მარშრუტები არ ფარავდა ზვანსა და სერს

რაიონის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის საერთო სიგრძე იყო 38 კმ. 

1970 წელს რაიონში ირიცხებოდა 2507 კერძო ავტომობილი, ხოლო 1977 წელს 3661  კერძო ავტომობილი.

წყალმომარაგება
1977 წლისთვის ქალაქის წყალსადენის სიგრძე შეადგენდა 54,4 ათასი გრძივ მეტრს. უნდა მოწყობილიყო ახალი წყალსადენი შემოქმედიდან, მდინარე კალუადან.

კანალიზაცია
საკანალიზაციო ქსელით დაფარული იყო ქალაქის 20-30%, არსებულის ნახევარზე მეტი მოძველებული და შესაცვლელი იყო. არ მოქმედებდა წყლის გამწმენდი ნაგებობები და არ ხდებოდა მდინარეში ჩამდინარე წყლების გაწმენდა.

საცხოვრისი
რაიონის საბინაო ფონდის 89% კერძო სახლებზე მოდიოდა. ქალაქში 4500 კერძო სახლი იდგა. 800-ზე მეტი ოჯახი ითვლებოდა უბინაოდ.

გარეგანათება
ქალაქის 158 ქუჩიდან გარეგანათების ქსელი მოწყობილი იყო 56-ზე

სკოლამდელი აღზრდა
რაიონში მოქმედებდა 52 საბავშვო ბაღი და 69 სეზონური საბავშვო ბაღი. მათში ირიცხებოდა სულ 5411 აღსაზრდელი. ითვლებოდა რომ, საბავშვო ბაღების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ დონეს რადგან 1000 მოსახლეზე 70 ადგილი უნდა ყოფილიყო, რასაც მახარაძის რაიონი ჩამორჩებოდა 33 ადგილით

მოქმედებდა სამი საშუალო სასწავლებელი: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი ლაითურში, კვების მრეწველობის ტექნიკუმი ოზურგეთში და სამედიცინო სასწავლებელი ოზურგეთში.

ქალაქის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ერთი სკოლა ლაშეს უბანში

ბიბლიოთეკები
რაიონში მოქმედებდა 69 ბიბლიოთეკა, 354 ათასიანი წიგნადი ფონდით, აქედან ქალაქის ტერიტორიაზე 17 ბიბლიოთეკა წგინადი  ფონდი145 856

კურორტები
ძირითადი კურორტი იყო ურეკი. გენგეგმის მიხედვით 2000 წლისთვის ურეკს უნდა მოეცვა 2000 ჰექტარი ტერიტორია მდინარეებიდან სუფსიდან ნატანებამდე, ზღვას და სარკინიგზო ხაზს შორის. მას უნდა მიეღო ერთდროულად 20 ათასი დამსვენებელი, დაიყოფოდა სამ ნაწილად (6, 4 და 10 ათას დამსვენებელზე). წყალსადენი უნდა მოწყობილიყო ზვანის უბნიდან მდინარე ბჟუჟიდან

იგეგმებოდა გომისმთის ელექტრიფიკაცია და ოზურგეთი-გომისმთის საავტობუსო მარშრუტის დანიშვნა

იგეგმებოდა ძიმითის მინერალური სამკურნალო წყლის მიყვანა კურორტ ნასაკირალამდე.


Comments

Popular posts from this blog

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...