Skip to main content

მახარაძის რაიონის ეკონომიკა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი 1977 წელს 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით

ფასები ლარში მიღებულია საიტის http://www.historicalstatistics.org/Currencyconverter.html მეშვეობით შესაბამისი წლის მანეთის კონვერტირებით 2015 წლის აშშ დოლარში, ოქროს ფასის მიხედვით და შემდეგ ლარში (2015 წლის წლიური საშუალო კურსით 2.335)

დასაქმების სტრუქტურა

1977 წლის მონაცემებით მახარაძის რაიონში 48,2 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 53,7%) ითვლებოდა შრომით რესურსად. დასაქმებულების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყო ასეთი: 
  • სოფლის მეურნეობა 54,8%
  • მრეწველობა 11,5%
  • განათლება/კულტურა/ხელოვნება/მეცნიერება 8,0%
  • ჯანდაცვა და სპორტი 4,8%
  • მშენებლობა 3,2%
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 3,1%
  • საყოფაცხოვრებო მომსახურება 2,5%
  • შინამეურნეობები 2,25%
  • საბინაო კომუნალური მომსახურება 1,9%
  • ვაჭრობა და საზ. კვება 1,3%
  • მართვა/დაზღვევა /საკრედიტო მოსმახურება  1,2%
  • სხვა 0,6%

რაიონში აღინიშნებოდა მოსახლეობის მექანიკური კლებაა, ემიგრაცია აღემატებოდა იმიგრაციას. მექანიკური კლება ბალანსდებოდა და მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების ხარჯზე.

1977 წელს საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა:
  • მრწველობაში დასაქმებულისთვის 158 მანეთი (741 ₾),  რაც აღემატებოდა საქ. სსრ-ის საშუალო მაჩვენებელს. 
  • სოფლის მეურნობაში დასაქმებულისთვის 140 მანეთი (657 ₾), 
  • მომსახურებაში დასაქმებულისთვის 103 მანეთი (483 ₾).
მრეწველობა

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის უმრავლესობა დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში, რაიონის ეკონომიკის წამყვანი დარგი მაინც იყო მრეწველობა. სამუშაო ძალის 10,35% (4990 ადამიანი) დასაქმებული იყო სამრეწველო საწარმოებში. სულ მოქმედებდა 35 სამრეწველო საწარმო. ძირითადი საწარმოები იყო: 
  • მაღაროთა სამმართველო (ბენტონიტის გადამუშავება)
  • ჩაის 15 ფაბრიკა
  • პურის, ყველ-კარაქის და საკონსერვო ქარხნები 
თავად მრეწველობის სექტორების მიხედვით პროდუქციისა და სამუშაო ძალის გადანაწილება ასეთი იყო:
  • კვების მრეწველობაზე მოდიოდა სამრეწველო პროდუქციის 81,4%, დასაქმებულების 54%. თავად კვების მრეწველობაში წამყვანი იყო ჩაის მრეწველობა (63%) და შემდეგ საკონსერვო მრეწველობა (7,5%)
  • მსუბუქ მრეწველობაზე - პროდუქციის 8,2%, დასაქმებულების 18,9%. მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია იყო  აბრეშუმის ძაფი (686 ცენტნერი, 1977) და სამკერვალო ნაწარმი. აბრეშუმის წარმოება 1970-იან წლებში ეცემოდა ნედლეულის კლების გამო, წარმოება ვერ ასრულებდა დასახულ გეგმებს
    ქიმიურ მრეწველობაზე - პროდუქციის 4,6%, დასაქმებულების 11,6%. ქიმიური მრეწველობის პროდუქტები იყო ასკანგელი, ასკანიტი და საბურავები. 
  • სამშენებლო მრეწველობაზე - პროდუქციის 1%, დასაქმებულების 3%
სულ რაიონი უშვებდა რესპუბლიკის სამრეწველო პროდუქციის 2%-ს. აქედან:
            ქიმიური მრეწველობის 2%-ს 
            კვების მრეწველობის 4,2%-ს
                ჩაის მრეწველობის 14,7%-ს 
                ციტრუსის მრეწველობის 9%-ს

სოფლის მეურნეობა

მოქმედებდა 5 საბჭოთა მეურნეობა და 24 კოლმეურნეობა. კოლმეურნეობის უმრავლესობის მთავარი დარგი მეჩაიეობა იყო. სასოფლო სამეურნეო სავარგულების ეჭირა 25078 ჰექტარი, აქედან კოლმეურნეობებზე მოდიოდა 50476 ჰა და საბჭოთა მეურნეობებზე 5942 ჰა. 

კოლმეურნეობებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 26496 ადამიანს, ხოლო საბჭოთა მეურნეობებში - 5383 ადამიანს. კოლმეურნის საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენდა 133 მანეთს (624 ₾), ხოლო საბჭოთა მეურნეობაში დასაქმებულისა - 136 მანეთს (638 ₾)

1977 წელს წარმოებულ იქნა 64802 ათასი მანეთის (304 000 ₾) სასოფლო სამეურნეო პროდუქცია.

ჩაის წარმოება

1977 წლის მონაცემებით მახარაძის რაიონმა აწარმოა 71523 ტონა ჩაის ფოთოლი. ჩაის პლანტაციებს ეკავა 9200 ჰექტარი. აქედან 63% მოდიოდა კოლმეურნეობებზე, 24% საბჭოთა მეურნეობებზე და 13% კერძო მეურნეობებზე. მოსავლიანობა 9 ტონა ჰექტარზე. ამ პერიოდში (1975-1980 წწ) საქართველოს სსრ აწარმოებდა სულ 431 ათას ტონა ჩაის ფოთოლს.

შედარებისთვის
  • საბჭოთა ოკუპაციამდე ოზურგეთის მაზრაში (მთლიანად გურიაში) 31,6 ჰექტარზე მოკრეფილ იქნა 417 ტონა ჩაის ფოთოლი, 13 ტონა/ჰექტარზე (1914 წ.)
  • დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იწარმოება 1254 ტონა 1308 ჰექტარზე, საჰექტარო მოსავლიანობა 0,96 ტ/ჰა (2018) 
ჩაის ფოთლის ხარისხი საკარმიდამო ნაკვეთებში უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე საზოგადოებრივ მეურნეობებში. 1958 წლის 14 მაისს ჭანიეთის, ლიხაურის  და ლაითურის მეურნეობებში პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“. 1977 წლის მონაცემებით რაიონში იყო ჩაის საკრეფი 130 მანქანა.

გეგმა იყო მეხუთე ხუთწლედის ბოლომდე (1980) ჩაის პლანტაციების ფართობის გაზრდა 8900 ჰექტრამდე, ხოლო მოსავლისა 80 ათას ტონამდე.

ციტრუსოვანი კულტურები

საქართველოს სსრ სულ აწარმოებდა 75,6 ტონა ციტრუსს, აქედან 9% მოდიოდა მახარაძის რაიონზე. ამ პერიოდში მახარაძის რაიონში პრობლემები ჰქონდა ციტრუსის წარმოებას, ვერ სრულდებოდა გეგმები. რაიონში ციტრუსებს ეჭირა 1800 ჰექტარი. იყო მეციტრუსეობის სამი ზონა:
  • მერია, კონჭკათი, თხინვალი, ნატანები, შრომა;
  • ჭანიეთი და ლიხაური; 
  • ძიმითი და ჯუმათი.
გეგმის მიხედვით მერია უნდა გადაქცეულიყო მეციტრუსეობაზე ორიენტირებულ კოლმეურნეობად. ციტრუსების წარმოება უნდა გაზრდილიყო ლიმნის მოყვანის ხარჯზე.

სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგები:
  • სიმინდის ყანებს ეჭირა 3402 ჰექტარი, 1977 წლის მოსავალი 6927 ტონა. ერთწლიან კულტურებში დაბალ დონეზე იყო წარმოების მექანიზაცია, რაიონი ასევე ვერ აწარმოება მისთვის საკმარის ბოსტნეულს.
  • ხეხილს ეჭირა 3329 ჰექტარი. მეხილეობის ზონები: ასკანა, მთისპირი, ბახვი,  ცხემლისხიდი, შემოქმედი, მაკვანეთი, ბოხვაური, მელექედური.
  • ტუნგს ეჭირა 515 ჰექტარი
  • ვენახებს ეჭირა 202 ჰექტარი, მოდიოდა 500 ტონამდე ყურძენი (იზაბელა). შედარებისთვის: 1916 წელს გურიაში ვენახებს ეჭირა 4547,48 ჰექტარი, რაზეც მოდიოდა 1567,5 ტონა ყურძენი, 1945 წელს ეჭირა 249 ჰა. მოქმედებდა ბახვის ჩხავერის მეურნეობა (14 ჰა)
  • დაბალ დონეზე იდგა მეცხოველეობა და მეფრინველეობა. 1977 წლისთვის  რაიონში ირიცხებოდა 16789 მსხვილფეხა პირუტყვი, 11038 ღორი. 1977 წელს მესაქონლეობიდან მიღებული იქნა 4715 ცენტნერი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცი, 1779 ც. ღორის ხორცი  1957 კგ რძე. მოქმედებდა მეფრინველეობის ერთი ფერმა. 
  • ფუტკრის ოჯახების როდენობა შეადგენდა 2563-ს.
მომსახურების სფერო

ტრანსპორტი

რაიონის ტერიტორიაზე გზების საერთო სიგრძე შეადგენდა 516 კმ-ს. აქედან:
  • სახელმწიფო მნიშვნელობის 25 კმ. (4,8%) 
  • რესპუბლიკური მნიშვნელობის 33 კმ. (6,4%)
  • ადგილობრივი მნიშვნელობის 458 კმ. (88,8%)
გზების სიხშირე 10 ათას მცხოვრებზე 63 კმ აღემატებოდა სსრკ-ის (56,4 კმ.) და საქ. სსრ-ის მაჩვენებლებს (44,6 კმ.)

რაიონის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის საერთო სიგრძე იყო 38 კმ.

1977 წელს დაფიქსირდა 355,6 ათასი მგზავრთგადაყვანა. მოქმედებდა 17 საქალაქო და 57 რაიონული მარშრუტი, რომლებსაც ემსახურებოდა 70 ავტობუსი. ავტობუსების მარშრუტები არ ფარავდა ზვანსა და სერს

ვაჭრობა

1977 წელს ვაჭრობის სისტემაში მუშაობდა 1510 ადამიანი. მოქმედებდა ოთხი საკოლმეურნეო ბაზარი: ოზურგეთში, ნატანებში, ლაითურში, ურეკში.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...