Skip to main content

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა.

1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ლიტვინოვს უთხრა გურიამ ბათუმი 80 წლის წინ, კინტრიში კი 30 წლის წინ დაკარგაო.

რუსეთმა ჩურუქ-სუს, ანუ ქობულეთის მხარე რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების დროს ბრძოლით დაიკავა. ეს ომი რუსეთის გამარჯვებით და ადრიანოპოლის საზავო შეთანხმებით დასრულდა. ადრიანოპოლის ზავის თანახმად ორ იმპერიას შორის საზღვარმა მდინარე ჩოლოქზე გაიარა. (გ. ხაჭაპურიძე, გურიის აჯანყება 1841 წელს, 1931 წ.)

შეთანხმების მე-4 მუხლი აღწერს იმპერიების საზღვარს კავკასიაში. ტექსტის მიხედვით საქართველო, იმერეთი, სამეგრელო, გურია და ამიერკავკასიის სხვა მხარეები უკვე მრავალი წელია სამუდამოდაა შეერთებული რუსეთის იმპერიასთან. რუსეთის საზღვარი იმერეთიდან მიუყვება გურიას შავ ზღვამდე, წმინდა ნიკოლოზის ნავსადგურის (შეკვეთილი) ჩათვლით.

1831 წლის რუკა. წითლად ნაჩვენებია საზღვარი ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, რომელიც შუაზე კვეთს გურიას (Gouriel)

ასე გაიყო გურიის პაწაწინა სოფლები,: ქაქუთი და აჭი, ორად და პატარა მდინარე ჩოლოქი, რომელსაც სულ რაღაც 30 კმ-ია სიგრძეში, იქცა უზარმაზარი იმპერიების გამყოფად.

გენერალ გაბრიელ ყაზბეგს პლატონ იოსელიანისგან გაგონილი ჰქონდა შემდეგი ფაქტი, რომ მთავარმმართებელ ივანე პასკევიჩს ერთ-ერთ მიღებაზე უთხოვია ქართველებისთვის, რუკაზე ეჩვენებინათ მისთვის ქართველების განსახლების საზღვარი.  როდესაც სამხრეთის მხარეს პლატონ იოსელიანს უჩვენებია ჭოროხის შუა წელი, პასკევიჩს უთქვამს, სამწუხაროა, ეს რომ დროულად არ ვიცოდიო.

მაგრამ არის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. ამ ვერსიის მიხედვით ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამიტომ ქვემო გურია აღმოჩნდა ოსმალეთის საზღვრებში. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა. (ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ. 8 — თბილისი, 1989)

ამავე ვერსიას XIX საუკუნეში კავკასიაში მოგზაური უცხოელები ადასტურებენ. გერმანელი დიპლომატი და მოგზაური მაქს ფონ ტილემანი, რომელიც 1872 წელს ფოთში იმყოფებოდა, წერს, რომ  ფოთი საკუთარ კეთილდღეობას კალმის შეცდომას უნდა უმადლოდეს. მისი თქმით ოსმალეთმა რუსეთს ადრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის და საზღვარს მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყო მდინარე ჩოლოქი. ასე დაკარგა რუსეთის იმპერიამ ბათუმის ხელსაყრელი ნავსადგური და  მის ნაცვლად დარჩა მხოლოდ ფოთი.

ბრიტანელი დიპლომატი ედვარდ ისტვიკი ბათუმზე წერს, რომ ესაა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სოფელი და ნავსადგური შავ ზღვაზე, რომლის დაკავება ძალიან სურდათო რუსებს, მაგრამ ვერ მოახერხეს სიტყვის დაწერაში დაშვებული შეცდომის გამო. 

ქვემო გურია 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა, მაგრამ ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად გურიას, ანუ იმდროინდელ ოზურგეთის მაზრას არ დაბრუნებია და ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა კინტრიშის უბნის (დღეს ქობულეთის რაიონი) სახით.


Comments

  1. საინტერესოა

    ReplyDelete
  2. ბატონო გრიგოლ , ,, ქვემო გურიის '" საზღვარი ისტორიულ– პოლიტიკურია თუ ისტორიულ –ეთნოგრაფიული ??? ,,საზღვრების ' დადგენაზე რომ მუშაობდით თუ წაიკითხეთ –სამხრეთ–დასავლეთ საქართველოსი { აჭარა}ისტორიის ოთხტომეული, და პირველყოვლისა მისი პირველი ტომი. . ეს რომ ასე იყოს არ მოგივიდოდათ ისტორიაში ასეთი იანღლიში.თუ ძალიან გაინტერესებთ გურიის სამთავროს ისტორიული საზღვრები გირჩევთ ასევე ნახოთ 1426 წ. ძვ. ევროპული რუკა და ჯ. გასტალდის 1561 წ. რუკა.






    ReplyDelete
  3. ბატონო ანონიმუს. ჯერ სანამ ესეთ ხმამარალ განცხადებას გააკეთებდეთ გირჩევდათ გაგერკვიათ თუ საიდან იწყებოდა და იწყება ეთნოგრაფიული აჭარა. არაფერს ვიძახი ბათუმის მიდამოებში ადგილ „კახაბერის“ შესახებ. არც იმავ ვიძახი თუ რა მისწერა ციციანოვს გურიელმა თავადმა ჭანეთის შესახებ. მე უბრალოდ ერთი რამ ამიხსენით, თუ ეთნოგრაფიული აჭარა აჭარისწყლიდან იწყება და თუ გურია სხვაგან, მაშინ ამ შუა რეგიონს რა ერქვა, თქვენ მაინც მოუგონეთ რამე სახელი! მოიტანა აქ 1426 წლის და 1561 წლის რუკა მტკიცებულებად. )) ზოგადად კარგი იქნებოდა საზღვრების ფორმირებაზე ჩემს მიერ არდაწერილი წიგნი რომ წაგეკითხათ!

    პატივისცემით!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველო...

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე...