1918 წლის 7 ივლისს ოზურგეთში დაარსდა პირველი ადგილობრივი გაზეთი „გურიის ხმა“. „გურიის ხმა“ იყო ყოველკვირეული, ოთხგვერდიანი გაზეთი - გურიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების ორგანო. ღირდა 3 კაპიკი. მისი ლოზუნგი იყო „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. მისი რედაქტორი იყო შ. დუდუჩავა, ახალგაზრდა მარქსისტთა ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გაზეთი მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას და მის შესახებ წერდა: „26 მაისი ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ამ დღეს დაესკვნა საძირკველი ქართველი ერის დამოუკიდებლობას. ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის თავგანწირულმა მებრძოლმა, მისი გულის მესაიდუმლემ, მისი ნებისყოფის უტყუარმა გამომხატველმა, ბრძოლის ცეცხლში გამოწრთობილმა სოციალ-დემოკრატიამ ჩამოასხა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ფორმა დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“ გაზეთი სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა. იბეჭდებოდა საგანმანათლებლო სტატიები სოციალ-დემოკრატიისა და მარქსიზმის შესახებ: მაგალითად „თანამედროვე მომენტი და მარქსიზმი“. გაზეთში იყო რუბრიკები „სადღეისო...