გურიის ვითარება
იმ დროს, როცა კასპიის ზღვის პირას მდებარე ქალ. ბაქოში მომხდარ ამბების საზარელი სურათი ყველას თვალთ წინ გვიდგა, სწორეთ იმ დროს ჩვენში ხმა გავარდა, რომ კავკასიის მეორე დასამხარი, სახელდობ გურია, ანუ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა რაღაც მეტათ საშიშ მდგომარეობაში ვარდება და დიდი განსაცდელიც მოელისო. საქმე იმაში იყო, რომ როცა ბაქოში ორი მოძმე ერისგამხეცებული და გააფთრებული წევრები ერთიერთმანეთს მუსრს ავლებდენ და ადგილობრივი ადმინისტრაია კი ამის შემყურე განზე გამდგარიყო, იმავე დროს ოზურგეთის მაზრაში გაგზავნილ იქნა დიდძალი ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის უფროსობით, რომელსაც ამასთანავე განსაკუთრებული უფლებები ენიჭებოდა. ყოველივე ეს ყრუთ გაისმოდა ადგილობრივ საზოგადოებასა და პრესაში, და იმათზე, ვისაც ამაების ნამდვილი მნიშვნელობა ესმოდა, ეს ხმები მეტათ სამწუხარო შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი არა თუ ამ ერთი წლის წინეთ, არამედ ნახევარი წლის წინეთაც რომ მომხდარიყო, სრულებით შეუმჩნევლათ ჩაივლიდა, და ჩვენი საზოგადოება და პრესა მხოლოთ მაშნ გაიგებდა ამ ამბავს, როდესაც მას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. მაგრამ არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს ის ამბავი, რომ დღეს გარემოება შეიცვალა. თუ რა შედეგი მოყვა ჯერ-ჯერობით იმას, რომ მთავრობის განკარგულება ცოტათ თუ ბევრათ თავის დროზე იქნა შემჩნეული, ამაზე ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით, რადგანაც ყოველივე ეს თავის დროზე ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა. უწინარეს ყოვლისა ყურადღების ღირსი აქ აი რა არის. კავკასიის მთავრობის განკარგულებით, ამ ჟამათ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა და ბათომის ოლქის კინტრიშის ნაწილი გამოყოფილია ქუთაისის და ბათუმის გუბერნიებისაგან და ექვემდებარება სამოქალაქო საქმეებში კავკასიის ოლქის ჯარში მყოფ გენერალს ალიხანოვს, რომელსაც გუბერნატორის უფლებები მიენიჭა. ამასთანავე გაზ. „კავკაზში“ დაბეჭდილ ოფიციალურ ცნობებიდან ჩვენ ვტყობილობთ, თუ რას გამოუწვევია მთავრობის მხრით ზევით აღნიშნული ზომების ხმარება. იქიდან ჩვენ ვტყობილობთ რომ „ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გურიასა და იმის ახლო-მახლო მდებარე ადგილებში დაიწყო გლეხების აგრარული მოძრაობა მემამულეთა წინააღმდეგ. შემდეგში ეს მოძრაობა მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებათ გადაიქცა. ამ ნიადაგზე მოხდა მრავალი პოლიტიკური მკვლელობა... კავკასიის უმაღლეს მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა მცხოვრებთა დასამშვიდებლად სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: პროპაგანდა მთავრობის წინააღმდეგ თანდათან იზრდება.“ ამ ცნობიდან ნათლად ჩანს, თუ რას გამოუწვევია ოზურგეთის მაზრის და კინტრიშის ნაწილის გამოყოფა და იმათგან ცალკე გუბერნიის დაარსება, და იქ განსაკუთრებული ჯარის გაგზავნა. ვინაიდგან დღეს პრესსის წარმომადგენლებს, თანახმათ მთავრობის განცხადებისა, საშუალება ეძლევა თავისუფალი მსჯელობა იქონიოს გურიის დღევანდელ მოძრაობაზე, ამიტომ პრესის ყველა წარმომადგენელი მოვალეა ამის შესახებ თავისი შეხედულება გამოამჟაღვნოს და მით საზოგადოებას გაუადვილოს სინამდვილის და ჭეშმარიტების გაგება. დღეს ის დრო აღარ არის, რომ სიმართლის დამალვამ ან გადაფუჩეჩებამ ვისმეს უშველოს, ამის დრო სამუდამოთ გაქრა. დღეს ყველას წყურია სიმართლის გაგება, რაგინდ მწვავე და არასასიამოვნო იყოს ეს სიმართლე ზოგიერთებისათვის. სამწუხაროთ, ადგილობრივმა პრესამ ჯერჯერობით ამ მხრით ვერაფერი უნარი გამოიჩინა. მარტო სიტყვა „აგრარულის “ ხმარება საქმის გამორკვევას კიდევ ვერაფერს უშველის. საჭიროა თვით მოძრაობის დახასიათება, მისი თვისებების შეტყობა.
რას ვხედავთ მართლა დღეს გურიაში? უმრავლესობას გაუგია მხოლოთ ის, რომ იქ რაღაც არა ჩვეულებრივი მოძრაობა ხდება. რით არის ეს მოძრაობა გამოწვეული? სხვისი, გარეშე პირების მონაბერი და შემთხვევითია იგი, თუ ცხოვრების სინამდვილეზე აღმოცენებული და მომწიფებული? ბევრს გონია და მათ შორის, რა ტქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლებსაც, რომ გურიის ხალხის დღევანდელი მოძრაობა რაღაც შემთხვევითი მოვლენაა, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს მთელი რუსეთის საზოგადო პირობებთან, რომ გურიის ხალხი მსხვერპლია სახელმწიფოსათვის „მავნე პირების ქადაგებისა“ და სხვ. ამიტომაც გურიის მოძრაობა მონათლულია „ბუნტის“, ამბოხების და ჯანყის სახელით. საჭიროა გამოირკვეს - აქვს ხსენებულ მოძრაობას რაიმე მსგავსება ხალხის აჯანყებასთან, ან ამბოხებასთან, თუ არა? თუ რომ გურიის მოძრაობა არსებითათ ამბოხება და „ბუნტი“ არ არის, იმ შემთხვევაში თავის თავათ იგულისხმება, რომ დღემდის მიღებული ზომები სრულებით შეუფერებელია და ვერასოდეს სასარგებლო ნაყოფს ვერ გამოიღებენ.
ვგონებ მეტია დღეს იმის განმეორება, რომ ყოველგვარ საზოგადოებრივ მოძრაობას ხალხის ეკონომიურ პირობებში აქვს საფუძველი. აქ, ამ პირობებში უნდა ვეძიოთ მისი დასაწყისი, მისი თავი და თავი მიზეზი. თავის თავათ იგულისხმება, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივი მოძრაობის გამომწვევ ეკონომიურ პირობებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დაჩაგრულია, როგორც ნივთიერათ, ისე პოლიტიკურათ, უმცირესობის მიერ. ასეთ მდგომარეობას, იმის მიხედვით, თუ საზოგადოების თვითცნობიერება და თავისი თავის შეგნება რამდენათაა განვითარებული, შეუძლია ორ გვარი ხასიათის მოძრაობა გამოიწვიოს ხალხში. მრავალ-ტანჯულ ხალხთა ისტორია მოგვითხრობს, რომ ხალხი უზომოთ ყოფილა შევიწროებული და შეწუხებული, ხალხი ჯერ ვერ გრძნობდა თავის შევიწროებას; შემდეგში იგი ამჩნევს, რომ მისი მდგომარეობა აუტანელია, იგი დაჩაგრული და შეწუხებულია, მაგრამ საუბედუროთ, მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ საიდან მომდინარეობს ეს ტანჯვა, რა არის მისი გაჭირვების და დაჩაგვრის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ ხალხს მაინც სურს თავიდან მოიშოროს გაჭირვება, თავი დაახწიოს სიბეჩავესა და დაჩაგვრას. იგი უეცრივ ამოვარდნილ ქარიშხალივით ფეხზე დგება და თითონ არ იცის რისთვის და ვის წინააღმდეგ. აი ასეთ მოძრაობას ქვია ამბოხება, ჯანყი ან თუ გნებავთ „ბუნტი“. ასეთი მოძრაობა სტიქიული მოვლენაა: ხალხის შევიწროება უზომოა, უკიდურეს ხარისხამდეა მიხწეული და ამიტომ იგი თავს ვეღარ იკავებს და ჯანყდება. ამნაირი ჯანყი, ანუ ამბოხება ყოველთვის სამწუხაროთ თავდება ამბოხებული ხალხისთვის; ხალხი, მართალია, ჯანყდება და იბრძვის თავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, მაგრამ შეუგნებლობის გამო იგი უფრო თავისი თავის წინააღმდეგ მოქმედებს და ბოლოს თავისი მჩაგვრელების გულს ახარებს. ასეთი იყო, მაგ., საშუალო საუკუნოების დასასრულს გლეხების ომი გერმანიაში და ახალი დროის დასაწყისში მუშების აჯანყება, როცა ისინი, იმის მაგივრათ, რომ თავისი მჩაგვრელების - კაპიტალისტების და კაპიტალისტური წესწყობილების წინააღმდეგ გაელაშქრათ, სამრეწველო შენობებს და ახლათ შემოღებულ მაშინებს ამტვრევდნენ და ამსხვრევდნენ, რადგანაც მხოლოდ ამაებში ხედავდენ თავის დაჩაგვრის და შევიწროების მიზეზს. ამგვარ მოძრაობას ყოველგან ჯანყის და ამბოხების ხასიათი აქვს, იგი არ არის გათვითცნობიერებული; დაჩაგრულ ხალხს არ ესმის, ვინ არის მისი ნამდვილი მტერი და რა გვარი მოქმედებაა საჭირო, რომ მის ეკონომიურ და პოლიტიკურ დაჩაგვრას ბოლო მოეღოს. სულ სხვა გვარი მოძრაობაა მუშათა მოძრაობა დღეს, როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც, სადაც იგი თვითცნობიერების ნაყოფია. იმას არა აქვს არც ჯანყის და არც ამბოხების ხასიათი; იგი წინდაწინ შემუშავებული პროგრამით ხელმძღვანელობს; იგი არ ქადაგებს ძალ-მომრეობას, იგი უარყოფს კერძო მესაკუთრეთა ქონების აკლებას და განადგურებას, იგი მშვიდობიანი ზომების საშუალებით მიიკაფავს გზას საუკეთესო მომავლისაკენ. ამავე ხასიათისაა დღევანდელი მოძრაობა გურიაშიაც. რომ იგი არ არის ამბოხება და ჯანყი ანუ „ბუნტი“, ეს დღეს ყველასათვის აშკარა უნდა იყოს. გურიის ხალხი ადგას მშვიდობიან გზას და თუ მას ბუნტოვჩიკების სახელით ნათლავენ, ეს მხოლოთ იმიტომ, რომ ეს გზა ახალია. ამ გზაზე გამოიყვანა გურული ხალხი გაჭირვებულ მდგომარეობამ. მართალია, ეს გაჭირვება გუშინდელი ამბავი როდია, მაგრამ გურული ხალხი არც წინეთ იყო კმაყოფილი თავის მდგომარეობის; განსხვავება მხოლოთ იმაშია, რომ დღეს ეს უკმაყოფილება გათვითცნობიერებული მოქმედებით იხატება. ჩვენ არ შევუდგებით აქ იმის მოთხრობას, თუ როგორ დაიწყო და როგორ იზრდებოდა ეს უკმაყოფილება, - ეს დღეს თითქმის ყველამ იცის და არავისთვის დაფარული არ არის. მხოლოთ მოკლეთ მოვიხსენიებთ ამ გზაზე მსვლელობას. პირველი ნაბიჯი გლეხების გაფიცვა იყო მემამულეების წინააღმდეგ. გლეხებმა განაცხადეს: ჩვენ ხელს აღარ გვაძლევს თქვენ მიწებზე ვიმუშავოთ შემდეგშიაც იმ პირობებით, რა პირობებითაც აქამდის ვმუშაობდითო; ამიტომ საჭიროა ამ პირობების შეცვლაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ხელს ვიღებთ თქვენ მიწებზეო. ერთი სიტყვით, ამიერიდან თქვენ თქვენთვის და ჩვენ ჩვენთვისო. მემამულეები, რომლებიც მიწის სიმცირის გამო გლეხკაცობაში, დაჩვეული იყვენ დიდ საიჯარო ქირაზე, ამ ამბავმა გააბრაზა და პოლიციას მიმართეს დახმარების აღმოსაჩენათ, მაგრამ საქმე რომ იმათ სასარგებლოთ დაბოლოვებულიყო, მთავრობას აუწყეს, რომ გლეხები ისე ჩვენ არ გვედავებიან, როგორც მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებენო, ე.ი. ისინი ბუნტოვჩიკებია, მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებას ახდენენო. მკითხველი თითონ მიხვდება, თუ გლეხების გაფიცვა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება იყო. ეს უფრო ცილისწამება იყო. სამწუხაროთ, მთავრობა, ე.ი. ადგილობრივი ადმინისტრაცია, აყვა მემამულეების ფეხის ხმას, რომლებსაც მხოლოთ საკუთარი ინტერესი ამოქმედებდათ. ადმინისტრაციამ ჯერ გლეხებს ტუქსვა დაუწყო, როგორ თუ ბედავთ მთავრობის და მემამულეების წინააღმდეგობასო. გლეხები კი თავის მხრით უცხადებდენ, რომ ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ სრულებით არაფერი არ გვაქვსო. ჩვენ არც მემამულეებს ვებრძვით, მხოლოთ ჩვენ არ შეგვიძლია იმათი მიწები ავიღოთ ყანებათ წინანდელი პირობებითაო, რადგანაც ჩვენ ეს ხელს არ გვაძლევსო. მაგრამ მთავრობა არა თუ არ დაკმაყოფილდა ასეთი ახსნით, არამედ კიდევ უფრო სასტიკ ზომებს მიმართა, რის ჩამოთვლა აქ საჭირო არ არის. ხალხს კი პირველათ ეგონა, რომ მთავრობა მას მიემხრობოდა და მის ინტერესებს დაიცავდა, რადგანაც მთავრობა ხალხით საზდოობს, ყოველგვარ გადასახადს ხალხი იხდის ხაზინის სასარგებლოთ; მაგრამ იმედი გაუცრუვდა: მთავრობამ აშკარათ მემამულეების მხარე დაიჭირა. ამიტომ ხალხმა მთავრობას სულ უფრო და უფრო უნდობლობის თვალით დაუწყო ყურება. რა თქმა უნდა, ეს უნდობლობა არ გამოიხატება რაიმე ძალმომრეობით მოქმედებაში, ე.ი. აჯანყებაში ან ამბოხებაში მთავრობის წინააღმდეგ. რადგანაც ადგილობრივმა პოლიციამ ხალხის თვალში ყოველგვარი ნდობა დაკარგა, ამიტომ ხალხმა თითონ მოინდომა თავისი საქმეების მოწეს-რიგება და პატრონობა. სულ მოკლე ხანში მან განახორციელა თვითმართველობის დედააზრი, იმ თვითმართველობის, რომელსაც ასე შენატრის დღეს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, როგორც რუსეთში, ისე სხვაგანაც. ხალხი არ ხმარობს არავითარ ძალადობას, იგი წმინდა ზნეობრივ პრინციპებზე ამყარებს საზოგადოებრივ ცხოვრებას. აი ეს არის სინამდვილე, რომელსაც ვერავინ გვერდს ვერ აუვლის. რაც აქ ზევიდან მონაბერია, გარეშე პირთაგან ზეგავლენით ნამოქმედარი, ყოველივე ის თავისთავათ გაქრება და მოისპობა; ხოლო ის, რაც ნამდვილი ცხოვრების ნაყოფია, არაფრით არ ამოიშლება; მის წინააღმდეგ სასტიკი ზომებითაც ვერას გახდებიან. მაგრამ ერთი ვიკითხოთ: ნუ თუ ხალხის გასასწორებლათ, მაში წესიერების დასამყარებლათ, მხოლოთ ის საშუალებებია დღეს, რაც ათასის წლის წინეთ იყო? ნუ თუ უმნიშვნელოთ ჩაიარა კაცობრიობის მთელმა წარსულმა ცხოვრებამ? არა, ჩვენ ეს არ გვჯერა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძველი ზომები დღეს აღარ გამოდგება და უკუგდებულ უნდა იქნას. ჩვენ გვეტყვიან: მაშ, რით უნდა იქნას აღდგენილი მთავრობის სახელი და გამავლობა, თუ არა მისი ძალის ჩვენებითო? ჩვენ კი გვგონია, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაუტეხს მას სახელს ხალხის თვალში, და ბოლოს გვიანღა იქნება. ხალხს ესაჭიროება მთავრობა, მაგრამ ისეთი მთავრობა, რომელსაც იგი ენდობა, რომელსაც იგი პატივსცემს. ხოლო ფიზიკური ძალით არ მოიპოება არც ნდობა და არც პატივისცემა. მიეცით ხალხს თვითმართველობის პრინციპზე დამყარებული მთავრობა და აბა ნახეთ, თუ როგორი პატივისცემით და ნდობით მოეპყრობა იგი ამგვარ მთავრობას. ვიმეორებთ, დღეს ჩვენ ოცნებასთან და ფანტაზიასთან არა გვაქვს საქმე! ჩვენ წინ დგას სინამდვილე, და ყველა ვალდებულია მას ანგარიში გაუწიოს. ვნახოთ, მომავალი რას გვიქადის.
ამიერიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუ რა მოხდა და ან რა ხდება დღეს გურიაში, თუ რამდენათ მართალი არიან ისინი, ვინც გაიძახოდენ, რომ გურია აჯანყდა და გურულები „ბუნტოვჩიკები“ არიანო. იმის შემდეგ, რაც ბ-ნმა სულთან კრიმ-გირეიმ ნახა და გაიგო ის, რაც მეტი თუ ნაკლები სინამდვილით ადგილობრივ გაზეთებში იყო აღნიშნული, ამის ძახილი უკვე შეუძლებელია. აშკარათ დამტკიცდა, რომ ხალხი მიუყვანიათ უზომო გაჭრვებამდის, იგი შეუწუხებიათ ყოველი მხრით; მთავრობა მისთვის გადაქცეულა საშიშარ დაწესებულებათ, ჯალათების კრებულათ, რომელიც მხოლოთ სასტიკი ზომების ხმარებაზე თუ ფიქრობდა ხალხის წინააღმდეგ, თორემ სხვაზე აღარაფერზე. ხალხის თხოვნას ყურადღებას აღარავინ აქცევდა, საჩივარისთვის ხომ პირდაპირ სჯიდენ. ამ ყოფაში ჩავარდნილმა ხალხმა, რომელშიაც ადამიანობის გრძნობა არ გამქრალიყო, მოიკრიფა ძალა და შეუდგა თავისი თავის შველას, თავისი თავის პატრონობას. ხალხი არ აჯანყებულა მთავრობის წინააღმდეგ. იგი მხოლოთ ჩამოშორდა მას, და თავის საქმეების გაძღოლა თითონ იკისრა, რადგანაც დარწმუნდა, რომ მთავრობა მას არა თუ აღარ შველოდა, არამედ აწუხებდა და ტანჯავდა. აქაც გურულმა ხალხმა, რომელიც, ნუ დაივიწყებთ, ცნობილია როგორც მეტის მეტი გულფიცხი, გამოიჩინა სამაგალითო მოთმინება. ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გურიის თავმოყვარე ხალხს არ დაკლებია არც საჯაროთ ლანძღვა-გინება, არც გამათრახება, არც ნაობახი, არც ციმბირში გაგზავნა, არც ეკზეკუციის ჩაყენება, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება. მაგრამ მათ ყოველივე ეს აიტანეს და ერთხელაც არ უცდია ძალმომრეობაზე ძალმომრეობითვე ეპასუხა. პირიქით, გურული ხალხი თითონ იღებდა ზომებს, რომ მტავრობისათვის მიზეზი არ მიეცა იარაღი ეხმარა ხალხის წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევა კი მოსალოდნელი იყო გაბოროტებული ადმინისტრაციის მოხელეების მხრით იმ მიზნით, რომ ხალხი გაეთელათ და შეესუსტებიათ, რათა შემდეგში ისევ ძველებურათ გაბატონებულიყვნენ ხალხზე, ისევ ძველებურათ ეპარპაშათ. სად მოიპოვა გურულმა ხალხმა ამოდენი მოთმინება, ამოდენი ზნეობრივი ძალა, რომ ერთ და იმავე დროს ორკეც უკუღმართობას გაუძლო, და მით ფიზიკურათ თუ არა, ზნეობრივათ მაინც დაამარცხა მის წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალა! ამის ახსნა არ შეიძლება მარტო მის გაჭირვებაში ვეძიოთ. განა სხვაგან ნაკლები გაჭირვებაა? განა სხვა ადგილას ნაკლებათ იტანჯება ხალხი? რასაკვირველია, არა. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ გურულმა ხალხმა შეიგნო თავის დაბეჩავების და გაჭირვების მიზეზი, გაიგო, თუ საიდან მომდინარეობს სიღატაკე და სიბეჩავე. იგი მიხვდა, რომ ამის თავი და თავი მიზეზი დღევანდელი ბიუროკრატიული წესწყობილებაა, რომელიც ხალხზე აბატონებს მთავრობის ყოვლად უვიც მოხელეებს და რომელიც ყველაფერში მდიდრებს ესარჩლება და მომხრეობს. ამ უსამართლობის მოსასპობათ საჭიროა ბიუროკრატიული წესწყობილების მოსპობა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს მარტო გურიის ხალხი, ამას უნდა შეებრძოლოს ყველა, სადაც კი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამისთვის კი საჭიროა, რომ გაჭირვებული ხალხი ყველგან გონს მოვიდეს, კარგათ შეიგნოს, თუ რისთვის არის იგი გაჭირვებული და დაბეჩავებული.
გურული ხალხის ღრმა რწმენა, რომელიც ბ-ნ კრიმ გირეის მოგზაურობის დროს გამოაშკარავდა და რომელიც ვერავითარი ფიზიკური ძალის საშუალებით ვერ აღმოიფხვრება მისი გულიდან, იმაში იხატება, რომ მისი აზრით სრულებით შეუძლებელია დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობიდან თავის დახწევა, თუ არ დამყარდა ადამიანის პიროვნების სრული ხელშეუხებლობა და თუ იმავე დროს არ იქნა აღსარებული აზრის, სიტყვის, წერის, კრების, კავშირის და გაფიცვის სრული თვისუფლება. საიდან უნდა გავიგოთ ხალხის გასაჭირი, მისი ვითარება, თუ ამის შესახებ არ შეიძლება ლაპარაკი, წერა, მსჯელობა. ხალხმა განაცხადა, რომ ჩვენ წერა-კითხვა ვიცით, ვკითხულობთ კიდეც გაზეთებს და წიგნაკებს, სადაც სხვა ქვეყნების ამბები წერიაო, მაგრამ ჩვენ შესახებ, ჩვენ გაჭირვებაზე, იქ არაფერი ამოგვიკითხავს. ამავე დროს ჩვენ ხელში გვივარდება რაღაც ფურცლები, რომლებშიაც სწორეთ ჩვენი დაბეჩავებული ცხოვრების შესახებ წერია და ჩვენ იმას სიამოვნებით ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის გვდევნიან და ნიობახშიაც გვაგდებენო! რატომ არის ეს ასე? რატომ ჩვენ გასაჭირზე ჩვენ თავისუფლათ არ შეგვიძლია ვწეროთ, ვილაპარაკოთ? ამიტომ ჩვენ ვთხოულობთ, რომ ჩვენ უფლება გვქონდეს თავისუფლათ ვწეროთ, კრებები მოვახდინოთ და მსჯელობა ვიქონიოთ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლათო. გურულმა გლეხებმა იმავე დროს განაცხადეს, რომ მარტო ჩვენ არ ვთხოულობთ ამას, ამას დღეს თითქმის მთელი რუსეთი თხოულობს, გარდა იმ ვაჟბატონებისა, რომლებსაც რუსის ხალხის უბედურება სწადიაო.
გურული ხალხი თხოულობს აგრეთვე გადასახადების სამართლიან საფუძველზე მოწესრიგებას. როგორც ვიცით, ჩვენში არსებობს გადამხდელი და არა გადამხდელი წოდება. ხალხი თხოულობს, რომ ამნაირათ დაყოფა მოისპოს, ყველა წოდება გათანასწორდეს და საზოგადო ხარჯების დასაფარავად ყველა უნდა იხდიდეს, მხოლოთ იმ განსხვავებით, რომ ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, იმას მეტი გადახდეს, ვისაც ნაკლები - იმან ნაკლები იხადოს და ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და ოჯახის რჩენა უჭირს, მაგ. წელიწადში 400-500 მან., იგი სრულებით უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადიდან ხაზინის სასარგებლოთ. გარდა ამისა, უნდა მოისპოს არა პირდაპირი გადასახადი, რომელიც დაწესებულია სხვადასხვა გვარ სახმარ ნივთებზე, როგორც მაგ., ნავთზე შაქარზე, ჩაიზე, სპიჩკაზე, თუთუნზე, არაყზე და სხვ., რადგანაც ყველა ეს გადასახადი უმეტეს ნაწილათ ისევ გაჭირვებულ ხალხს აწვება კისერზეო. ხალხი თხოულობს აგრეთვე სალდათობის მოსპობას, რადგანაც სალდათებს დღეს თვით ხალხის წინააღმდეგ ხმარობენ და ეს დიდი უსამართლობაა, როცა ძმა იძულებულია თავის ძმის წინააღმდეგ იარაღი იხმაროს და მისი სისხლი დაღვაროს. თუ გარეშე მტრებისაგან საჭიროა სამშობლოს დაცვა, ამას თვით ხალხი იკისრებს და ქუდზე კაცი გამოვა ქვეყნის ზურუნველ საყოფელათო.
მაგრამ უმთავრეს საჭირბოროტო კითხვას სოფელში დღეს მიწის საჭიროება შეადგენს. ყველამ კარგათ იცის, თუ როგორ უთანასწოროთ არის დღეს მიწა განაწილებული: მაშინ როცა უმცირესობის ხელში დიდ-ძალი მიწებია, უმრავლესობა, ე.ი. მუშა ხალხი, ან სრულებით მოკლებულია მიწა-ადგილს ან იმდენს ფლობს, რომ იმის საშუალებით თავის რჩენა არ შეუძლია. ამიტომ უმრავლესობა იძულებულია მემამულეებს მიმართოს და იმათგან აიღოს მიწა იჯარით. ამ გაჭირვებული მდგომარეობით სარგებლობენ მემამულეები და მიწებზე ადებენ ისეთ გადასახადს, ისეთ საიჯარო ქირას, რომ გლეხები ხარჯსაც ვეღარ ფარავენ იჯარით აღებული მიწების დამუშავებით. ასეთ გარემოებას ყოველგან დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია და გურიაშიც ეს შეიქნა გლეხების და მემამულეების შეტაკების მიზეზათ, რამაც თავის მხრით დღევანდელი მოძრაობა გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოთ ერთი მხარეა დღევანდელი უკმაყოფილებისა. ყველამ იცის რომ ჩვენში ბატონყმობა არსებობდა, რომელიც ამ ორმოცი წლის წინეთ გაუქმდა, და გლეხები გაანთავისუფლეს. მაგრამ ეს გათავისუფლება სიტყვით იყო, ნამდვილათ კი იმავე ნაბატონარის ხელში დატოვეს. საქმე იმაშია, რომ თუმც გლეხებს მიუზომეს იმ მიწების ნაწილი, რომლებიც ბატონ-ყმობის დროს საკუთრივ იმათ სარგებლობაში იყო, „ნადელების“ სახელით, მაგრამ ნამდვილათ ეს „ნადელები“ წინანდელ მებატონეთა საკუთრებათ იცნეს, რისთვისაც გლეხებს ყოველ წლივ განსაზღვრული გადასახადი უნდა ეძლია ნაბატონარისთვის; ე. ი. მოსავლის მეოთხედი ნაწილი; მხოლოთ თუ მემამულეს ნება იქნებოდა, გლეხს შეეძლო თავის დახსნა ანუ „ნადელის“ გამოყიდვა მემამულესაგან. ამ ორმოცი წლის განმავლობაში გლეხების ერთმა ნაწილმა მამასისხლათ გამოისყიდა მემამულეებისაგან თავისი საკუთარი მიწები; მეორე ნაწილს კი დღესაც დაუხსნელი აქვს მემამულეებისაგან „სანადელო“ მიწები. ასეთი გარემოება გლეხებს დიდ უსამართლობათ მიაჩნიათ. მიწა არ შეუქმნია ადმიანს ხელს, იგი არ არის შრომის ნაყოფი. მაშასადამე, საიდან მოხდა, რომ ერთს თვალუწვდენელი ადგლები ეკუთვნის, და მეორეს კი ფეხის დასადგამი მიწაც არა აქვს? გარდა ამისა, რისთვის მიაკუთვნეს მებატონებს ის მიწები, რომლებითაც ბატონყმობის დროსაც კი გლეხები სარგებლობდენ? ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ რომ „უსტავნი გრამატების“ შედგენის დროს, გლეხებს სრულებით ჩამოართვეს ყველა ტყე და საძოვარი ადგილები, რომლებითაც ისინი წინეთ სარგებლობდნენ და რომელიც შემდეგ თავად-აზნაურობის საკუთრებათ იცნეს. გურული გლეხები ამაში ხედვენ დიდ უსამართლობას და ამიტომ ერთხმად თხოულობენ: გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას და ვინც აქამდის განთავისუფლებული არ არის, იმათ უფასოთ განთავისუფლებას, ამასვე თხოულობენ გლეხები სახელმწიფო გლეხებისათვისაც, რომლების მიწათმფლობელობა არაფრით არ არის განსაზღვრული და რომლების მდგომარეობა ამ მხრით კიდევ უფრო უარესია, რადგანაც დღეს ხაზინის უკანასკნელი მოხელეც კი მათი ბატონ-პატრონია! ყველა ამ კითხვების გამოსარკვევათ და მოსაწესრიგებლათ გლეხები თხოულობენ საგლეხო კომიტეტების დაწესებას. ეს კომიტეტები თვით გლეხებმა უნდა აირჩიონ, და ამ კომიტეტების განკარგულებაში უნდა გადავიდეს ის მიწები, რომლებიც უნდა ჩამოერთვათ ეკლესია-მონასტრებს, მდიდარ მემამულეებს და საუფლისწულო უწყებას. კომიტეტები ეცდებიან ეს მიწები საჭიროების დაგვარათ გაუნაწილონ გლეხებს. გურიის გლეხები ჯერ-ჯერობით არ თხოულობენ კერძო მიწათმფლობელობის გაუქმებას და მიწის საზოგადო საკუთრებათ გამოცხადებას. შრომის ექსპლუატაციას მხოლოთ მიწის კერძო საკუთრების მოსპობა მოუღებს ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით გლეხები მხოლოდ იმას თხოულობენ, რომ ბატონ-ყმობის ნაშთები სამუდამოთ გაუქმდეს და მიწის საიჯარო ქირა შემცირდეს.
გურული გლეხების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და ხალხის დღევანდელი გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოთ თვით ხალხის მიერ ამორჩეულ წარმომადგენელებიდან შემდგარ მთავრობას. მხოლოთ ხალხის მიერ თავისუფლათ არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ ხალხის საჭიროებათა ცოდნა, და მხოლოდ ისინი შეძლებენ ამ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ სხვადასხვა ღონისძიების ხმარებას.
ეს არის გურიის ხალხის გულის წადილი, მისი ღრმა რწმენა და შეხედულება. ეს გესმით თქვენ როგორც სახალხო ყრილობებზე, ისე კერძო ლაპარაკში. ამას იმეორებს დღეს იქ მოხუცი და ახალგაზრდა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი. მაგრამ გურული ხალხი მარტო სიტყვით არ ადგია ამ გზას, იგი მზათაა საქმით დაიცვას და გაიყვანოს ცხოვრებაში ის, რასაც სიტყვიერათ აცხადებს. როგორც წინეთაც ვამბობდით, გურული ხალხი ოცნებით არ არის გატაცებული, იგი დგას სინამდვილეზე. აი, რა გამოირკვა დღეს!
რას ვხედავთ მართლა დღეს გურიაში? უმრავლესობას გაუგია მხოლოთ ის, რომ იქ რაღაც არა ჩვეულებრივი მოძრაობა ხდება. რით არის ეს მოძრაობა გამოწვეული? სხვისი, გარეშე პირების მონაბერი და შემთხვევითია იგი, თუ ცხოვრების სინამდვილეზე აღმოცენებული და მომწიფებული? ბევრს გონია და მათ შორის, რა ტქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლებსაც, რომ გურიის ხალხის დღევანდელი მოძრაობა რაღაც შემთხვევითი მოვლენაა, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს მთელი რუსეთის საზოგადო პირობებთან, რომ გურიის ხალხი მსხვერპლია სახელმწიფოსათვის „მავნე პირების ქადაგებისა“ და სხვ. ამიტომაც გურიის მოძრაობა მონათლულია „ბუნტის“, ამბოხების და ჯანყის სახელით. საჭიროა გამოირკვეს - აქვს ხსენებულ მოძრაობას რაიმე მსგავსება ხალხის აჯანყებასთან, ან ამბოხებასთან, თუ არა? თუ რომ გურიის მოძრაობა არსებითათ ამბოხება და „ბუნტი“ არ არის, იმ შემთხვევაში თავის თავათ იგულისხმება, რომ დღემდის მიღებული ზომები სრულებით შეუფერებელია და ვერასოდეს სასარგებლო ნაყოფს ვერ გამოიღებენ.
ვგონებ მეტია დღეს იმის განმეორება, რომ ყოველგვარ საზოგადოებრივ მოძრაობას ხალხის ეკონომიურ პირობებში აქვს საფუძველი. აქ, ამ პირობებში უნდა ვეძიოთ მისი დასაწყისი, მისი თავი და თავი მიზეზი. თავის თავათ იგულისხმება, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივი მოძრაობის გამომწვევ ეკონომიურ პირობებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დაჩაგრულია, როგორც ნივთიერათ, ისე პოლიტიკურათ, უმცირესობის მიერ. ასეთ მდგომარეობას, იმის მიხედვით, თუ საზოგადოების თვითცნობიერება და თავისი თავის შეგნება რამდენათაა განვითარებული, შეუძლია ორ გვარი ხასიათის მოძრაობა გამოიწვიოს ხალხში. მრავალ-ტანჯულ ხალხთა ისტორია მოგვითხრობს, რომ ხალხი უზომოთ ყოფილა შევიწროებული და შეწუხებული, ხალხი ჯერ ვერ გრძნობდა თავის შევიწროებას; შემდეგში იგი ამჩნევს, რომ მისი მდგომარეობა აუტანელია, იგი დაჩაგრული და შეწუხებულია, მაგრამ საუბედუროთ, მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ საიდან მომდინარეობს ეს ტანჯვა, რა არის მისი გაჭირვების და დაჩაგვრის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ ხალხს მაინც სურს თავიდან მოიშოროს გაჭირვება, თავი დაახწიოს სიბეჩავესა და დაჩაგვრას. იგი უეცრივ ამოვარდნილ ქარიშხალივით ფეხზე დგება და თითონ არ იცის რისთვის და ვის წინააღმდეგ. აი ასეთ მოძრაობას ქვია ამბოხება, ჯანყი ან თუ გნებავთ „ბუნტი“. ასეთი მოძრაობა სტიქიული მოვლენაა: ხალხის შევიწროება უზომოა, უკიდურეს ხარისხამდეა მიხწეული და ამიტომ იგი თავს ვეღარ იკავებს და ჯანყდება. ამნაირი ჯანყი, ანუ ამბოხება ყოველთვის სამწუხაროთ თავდება ამბოხებული ხალხისთვის; ხალხი, მართალია, ჯანყდება და იბრძვის თავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, მაგრამ შეუგნებლობის გამო იგი უფრო თავისი თავის წინააღმდეგ მოქმედებს და ბოლოს თავისი მჩაგვრელების გულს ახარებს. ასეთი იყო, მაგ., საშუალო საუკუნოების დასასრულს გლეხების ომი გერმანიაში და ახალი დროის დასაწყისში მუშების აჯანყება, როცა ისინი, იმის მაგივრათ, რომ თავისი მჩაგვრელების - კაპიტალისტების და კაპიტალისტური წესწყობილების წინააღმდეგ გაელაშქრათ, სამრეწველო შენობებს და ახლათ შემოღებულ მაშინებს ამტვრევდნენ და ამსხვრევდნენ, რადგანაც მხოლოდ ამაებში ხედავდენ თავის დაჩაგვრის და შევიწროების მიზეზს. ამგვარ მოძრაობას ყოველგან ჯანყის და ამბოხების ხასიათი აქვს, იგი არ არის გათვითცნობიერებული; დაჩაგრულ ხალხს არ ესმის, ვინ არის მისი ნამდვილი მტერი და რა გვარი მოქმედებაა საჭირო, რომ მის ეკონომიურ და პოლიტიკურ დაჩაგვრას ბოლო მოეღოს. სულ სხვა გვარი მოძრაობაა მუშათა მოძრაობა დღეს, როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც, სადაც იგი თვითცნობიერების ნაყოფია. იმას არა აქვს არც ჯანყის და არც ამბოხების ხასიათი; იგი წინდაწინ შემუშავებული პროგრამით ხელმძღვანელობს; იგი არ ქადაგებს ძალ-მომრეობას, იგი უარყოფს კერძო მესაკუთრეთა ქონების აკლებას და განადგურებას, იგი მშვიდობიანი ზომების საშუალებით მიიკაფავს გზას საუკეთესო მომავლისაკენ. ამავე ხასიათისაა დღევანდელი მოძრაობა გურიაშიაც. რომ იგი არ არის ამბოხება და ჯანყი ანუ „ბუნტი“, ეს დღეს ყველასათვის აშკარა უნდა იყოს. გურიის ხალხი ადგას მშვიდობიან გზას და თუ მას ბუნტოვჩიკების სახელით ნათლავენ, ეს მხოლოთ იმიტომ, რომ ეს გზა ახალია. ამ გზაზე გამოიყვანა გურული ხალხი გაჭირვებულ მდგომარეობამ. მართალია, ეს გაჭირვება გუშინდელი ამბავი როდია, მაგრამ გურული ხალხი არც წინეთ იყო კმაყოფილი თავის მდგომარეობის; განსხვავება მხოლოთ იმაშია, რომ დღეს ეს უკმაყოფილება გათვითცნობიერებული მოქმედებით იხატება. ჩვენ არ შევუდგებით აქ იმის მოთხრობას, თუ როგორ დაიწყო და როგორ იზრდებოდა ეს უკმაყოფილება, - ეს დღეს თითქმის ყველამ იცის და არავისთვის დაფარული არ არის. მხოლოთ მოკლეთ მოვიხსენიებთ ამ გზაზე მსვლელობას. პირველი ნაბიჯი გლეხების გაფიცვა იყო მემამულეების წინააღმდეგ. გლეხებმა განაცხადეს: ჩვენ ხელს აღარ გვაძლევს თქვენ მიწებზე ვიმუშავოთ შემდეგშიაც იმ პირობებით, რა პირობებითაც აქამდის ვმუშაობდითო; ამიტომ საჭიროა ამ პირობების შეცვლაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ხელს ვიღებთ თქვენ მიწებზეო. ერთი სიტყვით, ამიერიდან თქვენ თქვენთვის და ჩვენ ჩვენთვისო. მემამულეები, რომლებიც მიწის სიმცირის გამო გლეხკაცობაში, დაჩვეული იყვენ დიდ საიჯარო ქირაზე, ამ ამბავმა გააბრაზა და პოლიციას მიმართეს დახმარების აღმოსაჩენათ, მაგრამ საქმე რომ იმათ სასარგებლოთ დაბოლოვებულიყო, მთავრობას აუწყეს, რომ გლეხები ისე ჩვენ არ გვედავებიან, როგორც მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებენო, ე.ი. ისინი ბუნტოვჩიკებია, მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებას ახდენენო. მკითხველი თითონ მიხვდება, თუ გლეხების გაფიცვა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება იყო. ეს უფრო ცილისწამება იყო. სამწუხაროთ, მთავრობა, ე.ი. ადგილობრივი ადმინისტრაცია, აყვა მემამულეების ფეხის ხმას, რომლებსაც მხოლოთ საკუთარი ინტერესი ამოქმედებდათ. ადმინისტრაციამ ჯერ გლეხებს ტუქსვა დაუწყო, როგორ თუ ბედავთ მთავრობის და მემამულეების წინააღმდეგობასო. გლეხები კი თავის მხრით უცხადებდენ, რომ ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ სრულებით არაფერი არ გვაქვსო. ჩვენ არც მემამულეებს ვებრძვით, მხოლოთ ჩვენ არ შეგვიძლია იმათი მიწები ავიღოთ ყანებათ წინანდელი პირობებითაო, რადგანაც ჩვენ ეს ხელს არ გვაძლევსო. მაგრამ მთავრობა არა თუ არ დაკმაყოფილდა ასეთი ახსნით, არამედ კიდევ უფრო სასტიკ ზომებს მიმართა, რის ჩამოთვლა აქ საჭირო არ არის. ხალხს კი პირველათ ეგონა, რომ მთავრობა მას მიემხრობოდა და მის ინტერესებს დაიცავდა, რადგანაც მთავრობა ხალხით საზდოობს, ყოველგვარ გადასახადს ხალხი იხდის ხაზინის სასარგებლოთ; მაგრამ იმედი გაუცრუვდა: მთავრობამ აშკარათ მემამულეების მხარე დაიჭირა. ამიტომ ხალხმა მთავრობას სულ უფრო და უფრო უნდობლობის თვალით დაუწყო ყურება. რა თქმა უნდა, ეს უნდობლობა არ გამოიხატება რაიმე ძალმომრეობით მოქმედებაში, ე.ი. აჯანყებაში ან ამბოხებაში მთავრობის წინააღმდეგ. რადგანაც ადგილობრივმა პოლიციამ ხალხის თვალში ყოველგვარი ნდობა დაკარგა, ამიტომ ხალხმა თითონ მოინდომა თავისი საქმეების მოწეს-რიგება და პატრონობა. სულ მოკლე ხანში მან განახორციელა თვითმართველობის დედააზრი, იმ თვითმართველობის, რომელსაც ასე შენატრის დღეს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, როგორც რუსეთში, ისე სხვაგანაც. ხალხი არ ხმარობს არავითარ ძალადობას, იგი წმინდა ზნეობრივ პრინციპებზე ამყარებს საზოგადოებრივ ცხოვრებას. აი ეს არის სინამდვილე, რომელსაც ვერავინ გვერდს ვერ აუვლის. რაც აქ ზევიდან მონაბერია, გარეშე პირთაგან ზეგავლენით ნამოქმედარი, ყოველივე ის თავისთავათ გაქრება და მოისპობა; ხოლო ის, რაც ნამდვილი ცხოვრების ნაყოფია, არაფრით არ ამოიშლება; მის წინააღმდეგ სასტიკი ზომებითაც ვერას გახდებიან. მაგრამ ერთი ვიკითხოთ: ნუ თუ ხალხის გასასწორებლათ, მაში წესიერების დასამყარებლათ, მხოლოთ ის საშუალებებია დღეს, რაც ათასის წლის წინეთ იყო? ნუ თუ უმნიშვნელოთ ჩაიარა კაცობრიობის მთელმა წარსულმა ცხოვრებამ? არა, ჩვენ ეს არ გვჯერა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძველი ზომები დღეს აღარ გამოდგება და უკუგდებულ უნდა იქნას. ჩვენ გვეტყვიან: მაშ, რით უნდა იქნას აღდგენილი მთავრობის სახელი და გამავლობა, თუ არა მისი ძალის ჩვენებითო? ჩვენ კი გვგონია, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაუტეხს მას სახელს ხალხის თვალში, და ბოლოს გვიანღა იქნება. ხალხს ესაჭიროება მთავრობა, მაგრამ ისეთი მთავრობა, რომელსაც იგი ენდობა, რომელსაც იგი პატივსცემს. ხოლო ფიზიკური ძალით არ მოიპოება არც ნდობა და არც პატივისცემა. მიეცით ხალხს თვითმართველობის პრინციპზე დამყარებული მთავრობა და აბა ნახეთ, თუ როგორი პატივისცემით და ნდობით მოეპყრობა იგი ამგვარ მთავრობას. ვიმეორებთ, დღეს ჩვენ ოცნებასთან და ფანტაზიასთან არა გვაქვს საქმე! ჩვენ წინ დგას სინამდვილე, და ყველა ვალდებულია მას ანგარიში გაუწიოს. ვნახოთ, მომავალი რას გვიქადის.
მოგზაური N7, 27 თებერვალი
რა გამოირკვა?
ორი კვირა იქნება, რაც ბ-ნი სულთან კრიმ-გირეი გურიაში გაემგზავრა, გურიის დღევანდელი ვითარების გამოსარკვევათ, გურიის ხალხის დღევანდელ საჭიროებათა და მოთხოვნილებათა გამოსაკვლევათ. ბ-ნმა კრიმ-გირეიმ უკვე ინახულა გურიის რამდენიმე საზოგადოება, მოიწოდა სახალხო ყრილობები თითოეულ საზოგადოებაში და წინადადება მისცა ხალხს გულახდილათ და დაწვრილებით ეამბათ მისთვის ყველაფერი, რაც დღეს გურიის ხალხს აწუხებს, გაეგებინებიათ მისთვის გურიის დღევანდელი მოძრაობის და ხალხის მღელვარების ნამდვილი მიზეზები. ხალხი ყოველგან ნდობით მიეგება ბ-ნ სულთან კრიმ-გირეის, იგი პატისიცემით ისმენდა მის მოწოდებას, და თავის მხრით ზრდილობიანათ და თანაც გულახდილათ და გაბედულათ თავისი დეპუტატების საშუალებთ უხსნიდა მას თავისი აუტანელი მდგომარეობის მიზეზებს და უცხადებდა თავის მოთხოვნილებებს. ყველა საზოგადოებაში, ყველა ყრილობაზე ხალხი უცხადებდა ერთ და იმავე მოთხოვნილებებს, ასახელებდა ერთ და იმავე მიზეზებს დღევანდელი აუტანელი მდგომარეობისას. ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში, რომ მთავრობის წარმომადგენელი და ხალხი ერთიერთმანეთს წარუდგენ, როგორც სრული თანასწორნი, და არა როგორც ბატონი და მორჩილი, მბრძანებელი და ყურ-მოჭრილი აღმასრულებელი. რაც უნდა შედეგი მოყვეს ბ. კრიმ-გირეის მოგზაურობას გურიაში, ეს მოგზაურობა მაინც დაუვიწყარი დარჩება შთამომავლობისათვის და ოქროს ასოებით აღიბეჭდება ჩვენი ხალხის ისტორიაში.ამიერიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუ რა მოხდა და ან რა ხდება დღეს გურიაში, თუ რამდენათ მართალი არიან ისინი, ვინც გაიძახოდენ, რომ გურია აჯანყდა და გურულები „ბუნტოვჩიკები“ არიანო. იმის შემდეგ, რაც ბ-ნმა სულთან კრიმ-გირეიმ ნახა და გაიგო ის, რაც მეტი თუ ნაკლები სინამდვილით ადგილობრივ გაზეთებში იყო აღნიშნული, ამის ძახილი უკვე შეუძლებელია. აშკარათ დამტკიცდა, რომ ხალხი მიუყვანიათ უზომო გაჭრვებამდის, იგი შეუწუხებიათ ყოველი მხრით; მთავრობა მისთვის გადაქცეულა საშიშარ დაწესებულებათ, ჯალათების კრებულათ, რომელიც მხოლოთ სასტიკი ზომების ხმარებაზე თუ ფიქრობდა ხალხის წინააღმდეგ, თორემ სხვაზე აღარაფერზე. ხალხის თხოვნას ყურადღებას აღარავინ აქცევდა, საჩივარისთვის ხომ პირდაპირ სჯიდენ. ამ ყოფაში ჩავარდნილმა ხალხმა, რომელშიაც ადამიანობის გრძნობა არ გამქრალიყო, მოიკრიფა ძალა და შეუდგა თავისი თავის შველას, თავისი თავის პატრონობას. ხალხი არ აჯანყებულა მთავრობის წინააღმდეგ. იგი მხოლოთ ჩამოშორდა მას, და თავის საქმეების გაძღოლა თითონ იკისრა, რადგანაც დარწმუნდა, რომ მთავრობა მას არა თუ აღარ შველოდა, არამედ აწუხებდა და ტანჯავდა. აქაც გურულმა ხალხმა, რომელიც, ნუ დაივიწყებთ, ცნობილია როგორც მეტის მეტი გულფიცხი, გამოიჩინა სამაგალითო მოთმინება. ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გურიის თავმოყვარე ხალხს არ დაკლებია არც საჯაროთ ლანძღვა-გინება, არც გამათრახება, არც ნაობახი, არც ციმბირში გაგზავნა, არც ეკზეკუციის ჩაყენება, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება. მაგრამ მათ ყოველივე ეს აიტანეს და ერთხელაც არ უცდია ძალმომრეობაზე ძალმომრეობითვე ეპასუხა. პირიქით, გურული ხალხი თითონ იღებდა ზომებს, რომ მტავრობისათვის მიზეზი არ მიეცა იარაღი ეხმარა ხალხის წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევა კი მოსალოდნელი იყო გაბოროტებული ადმინისტრაციის მოხელეების მხრით იმ მიზნით, რომ ხალხი გაეთელათ და შეესუსტებიათ, რათა შემდეგში ისევ ძველებურათ გაბატონებულიყვნენ ხალხზე, ისევ ძველებურათ ეპარპაშათ. სად მოიპოვა გურულმა ხალხმა ამოდენი მოთმინება, ამოდენი ზნეობრივი ძალა, რომ ერთ და იმავე დროს ორკეც უკუღმართობას გაუძლო, და მით ფიზიკურათ თუ არა, ზნეობრივათ მაინც დაამარცხა მის წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალა! ამის ახსნა არ შეიძლება მარტო მის გაჭირვებაში ვეძიოთ. განა სხვაგან ნაკლები გაჭირვებაა? განა სხვა ადგილას ნაკლებათ იტანჯება ხალხი? რასაკვირველია, არა. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ გურულმა ხალხმა შეიგნო თავის დაბეჩავების და გაჭირვების მიზეზი, გაიგო, თუ საიდან მომდინარეობს სიღატაკე და სიბეჩავე. იგი მიხვდა, რომ ამის თავი და თავი მიზეზი დღევანდელი ბიუროკრატიული წესწყობილებაა, რომელიც ხალხზე აბატონებს მთავრობის ყოვლად უვიც მოხელეებს და რომელიც ყველაფერში მდიდრებს ესარჩლება და მომხრეობს. ამ უსამართლობის მოსასპობათ საჭიროა ბიუროკრატიული წესწყობილების მოსპობა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს მარტო გურიის ხალხი, ამას უნდა შეებრძოლოს ყველა, სადაც კი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამისთვის კი საჭიროა, რომ გაჭირვებული ხალხი ყველგან გონს მოვიდეს, კარგათ შეიგნოს, თუ რისთვის არის იგი გაჭირვებული და დაბეჩავებული.
გურული ხალხის ღრმა რწმენა, რომელიც ბ-ნ კრიმ გირეის მოგზაურობის დროს გამოაშკარავდა და რომელიც ვერავითარი ფიზიკური ძალის საშუალებით ვერ აღმოიფხვრება მისი გულიდან, იმაში იხატება, რომ მისი აზრით სრულებით შეუძლებელია დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობიდან თავის დახწევა, თუ არ დამყარდა ადამიანის პიროვნების სრული ხელშეუხებლობა და თუ იმავე დროს არ იქნა აღსარებული აზრის, სიტყვის, წერის, კრების, კავშირის და გაფიცვის სრული თვისუფლება. საიდან უნდა გავიგოთ ხალხის გასაჭირი, მისი ვითარება, თუ ამის შესახებ არ შეიძლება ლაპარაკი, წერა, მსჯელობა. ხალხმა განაცხადა, რომ ჩვენ წერა-კითხვა ვიცით, ვკითხულობთ კიდეც გაზეთებს და წიგნაკებს, სადაც სხვა ქვეყნების ამბები წერიაო, მაგრამ ჩვენ შესახებ, ჩვენ გაჭირვებაზე, იქ არაფერი ამოგვიკითხავს. ამავე დროს ჩვენ ხელში გვივარდება რაღაც ფურცლები, რომლებშიაც სწორეთ ჩვენი დაბეჩავებული ცხოვრების შესახებ წერია და ჩვენ იმას სიამოვნებით ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის გვდევნიან და ნიობახშიაც გვაგდებენო! რატომ არის ეს ასე? რატომ ჩვენ გასაჭირზე ჩვენ თავისუფლათ არ შეგვიძლია ვწეროთ, ვილაპარაკოთ? ამიტომ ჩვენ ვთხოულობთ, რომ ჩვენ უფლება გვქონდეს თავისუფლათ ვწეროთ, კრებები მოვახდინოთ და მსჯელობა ვიქონიოთ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლათო. გურულმა გლეხებმა იმავე დროს განაცხადეს, რომ მარტო ჩვენ არ ვთხოულობთ ამას, ამას დღეს თითქმის მთელი რუსეთი თხოულობს, გარდა იმ ვაჟბატონებისა, რომლებსაც რუსის ხალხის უბედურება სწადიაო.
გურული ხალხი თხოულობს აგრეთვე გადასახადების სამართლიან საფუძველზე მოწესრიგებას. როგორც ვიცით, ჩვენში არსებობს გადამხდელი და არა გადამხდელი წოდება. ხალხი თხოულობს, რომ ამნაირათ დაყოფა მოისპოს, ყველა წოდება გათანასწორდეს და საზოგადო ხარჯების დასაფარავად ყველა უნდა იხდიდეს, მხოლოთ იმ განსხვავებით, რომ ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, იმას მეტი გადახდეს, ვისაც ნაკლები - იმან ნაკლები იხადოს და ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და ოჯახის რჩენა უჭირს, მაგ. წელიწადში 400-500 მან., იგი სრულებით უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადიდან ხაზინის სასარგებლოთ. გარდა ამისა, უნდა მოისპოს არა პირდაპირი გადასახადი, რომელიც დაწესებულია სხვადასხვა გვარ სახმარ ნივთებზე, როგორც მაგ., ნავთზე შაქარზე, ჩაიზე, სპიჩკაზე, თუთუნზე, არაყზე და სხვ., რადგანაც ყველა ეს გადასახადი უმეტეს ნაწილათ ისევ გაჭირვებულ ხალხს აწვება კისერზეო. ხალხი თხოულობს აგრეთვე სალდათობის მოსპობას, რადგანაც სალდათებს დღეს თვით ხალხის წინააღმდეგ ხმარობენ და ეს დიდი უსამართლობაა, როცა ძმა იძულებულია თავის ძმის წინააღმდეგ იარაღი იხმაროს და მისი სისხლი დაღვაროს. თუ გარეშე მტრებისაგან საჭიროა სამშობლოს დაცვა, ამას თვით ხალხი იკისრებს და ქუდზე კაცი გამოვა ქვეყნის ზურუნველ საყოფელათო.
მაგრამ უმთავრეს საჭირბოროტო კითხვას სოფელში დღეს მიწის საჭიროება შეადგენს. ყველამ კარგათ იცის, თუ როგორ უთანასწოროთ არის დღეს მიწა განაწილებული: მაშინ როცა უმცირესობის ხელში დიდ-ძალი მიწებია, უმრავლესობა, ე.ი. მუშა ხალხი, ან სრულებით მოკლებულია მიწა-ადგილს ან იმდენს ფლობს, რომ იმის საშუალებით თავის რჩენა არ შეუძლია. ამიტომ უმრავლესობა იძულებულია მემამულეებს მიმართოს და იმათგან აიღოს მიწა იჯარით. ამ გაჭირვებული მდგომარეობით სარგებლობენ მემამულეები და მიწებზე ადებენ ისეთ გადასახადს, ისეთ საიჯარო ქირას, რომ გლეხები ხარჯსაც ვეღარ ფარავენ იჯარით აღებული მიწების დამუშავებით. ასეთ გარემოებას ყოველგან დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია და გურიაშიც ეს შეიქნა გლეხების და მემამულეების შეტაკების მიზეზათ, რამაც თავის მხრით დღევანდელი მოძრაობა გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოთ ერთი მხარეა დღევანდელი უკმაყოფილებისა. ყველამ იცის რომ ჩვენში ბატონყმობა არსებობდა, რომელიც ამ ორმოცი წლის წინეთ გაუქმდა, და გლეხები გაანთავისუფლეს. მაგრამ ეს გათავისუფლება სიტყვით იყო, ნამდვილათ კი იმავე ნაბატონარის ხელში დატოვეს. საქმე იმაშია, რომ თუმც გლეხებს მიუზომეს იმ მიწების ნაწილი, რომლებიც ბატონ-ყმობის დროს საკუთრივ იმათ სარგებლობაში იყო, „ნადელების“ სახელით, მაგრამ ნამდვილათ ეს „ნადელები“ წინანდელ მებატონეთა საკუთრებათ იცნეს, რისთვისაც გლეხებს ყოველ წლივ განსაზღვრული გადასახადი უნდა ეძლია ნაბატონარისთვის; ე. ი. მოსავლის მეოთხედი ნაწილი; მხოლოთ თუ მემამულეს ნება იქნებოდა, გლეხს შეეძლო თავის დახსნა ანუ „ნადელის“ გამოყიდვა მემამულესაგან. ამ ორმოცი წლის განმავლობაში გლეხების ერთმა ნაწილმა მამასისხლათ გამოისყიდა მემამულეებისაგან თავისი საკუთარი მიწები; მეორე ნაწილს კი დღესაც დაუხსნელი აქვს მემამულეებისაგან „სანადელო“ მიწები. ასეთი გარემოება გლეხებს დიდ უსამართლობათ მიაჩნიათ. მიწა არ შეუქმნია ადმიანს ხელს, იგი არ არის შრომის ნაყოფი. მაშასადამე, საიდან მოხდა, რომ ერთს თვალუწვდენელი ადგლები ეკუთვნის, და მეორეს კი ფეხის დასადგამი მიწაც არა აქვს? გარდა ამისა, რისთვის მიაკუთვნეს მებატონებს ის მიწები, რომლებითაც ბატონყმობის დროსაც კი გლეხები სარგებლობდენ? ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ რომ „უსტავნი გრამატების“ შედგენის დროს, გლეხებს სრულებით ჩამოართვეს ყველა ტყე და საძოვარი ადგილები, რომლებითაც ისინი წინეთ სარგებლობდნენ და რომელიც შემდეგ თავად-აზნაურობის საკუთრებათ იცნეს. გურული გლეხები ამაში ხედვენ დიდ უსამართლობას და ამიტომ ერთხმად თხოულობენ: გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას და ვინც აქამდის განთავისუფლებული არ არის, იმათ უფასოთ განთავისუფლებას, ამასვე თხოულობენ გლეხები სახელმწიფო გლეხებისათვისაც, რომლების მიწათმფლობელობა არაფრით არ არის განსაზღვრული და რომლების მდგომარეობა ამ მხრით კიდევ უფრო უარესია, რადგანაც დღეს ხაზინის უკანასკნელი მოხელეც კი მათი ბატონ-პატრონია! ყველა ამ კითხვების გამოსარკვევათ და მოსაწესრიგებლათ გლეხები თხოულობენ საგლეხო კომიტეტების დაწესებას. ეს კომიტეტები თვით გლეხებმა უნდა აირჩიონ, და ამ კომიტეტების განკარგულებაში უნდა გადავიდეს ის მიწები, რომლებიც უნდა ჩამოერთვათ ეკლესია-მონასტრებს, მდიდარ მემამულეებს და საუფლისწულო უწყებას. კომიტეტები ეცდებიან ეს მიწები საჭიროების დაგვარათ გაუნაწილონ გლეხებს. გურიის გლეხები ჯერ-ჯერობით არ თხოულობენ კერძო მიწათმფლობელობის გაუქმებას და მიწის საზოგადო საკუთრებათ გამოცხადებას. შრომის ექსპლუატაციას მხოლოთ მიწის კერძო საკუთრების მოსპობა მოუღებს ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით გლეხები მხოლოდ იმას თხოულობენ, რომ ბატონ-ყმობის ნაშთები სამუდამოთ გაუქმდეს და მიწის საიჯარო ქირა შემცირდეს.
გურული გლეხების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და ხალხის დღევანდელი გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოთ თვით ხალხის მიერ ამორჩეულ წარმომადგენელებიდან შემდგარ მთავრობას. მხოლოთ ხალხის მიერ თავისუფლათ არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ ხალხის საჭიროებათა ცოდნა, და მხოლოდ ისინი შეძლებენ ამ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ სხვადასხვა ღონისძიების ხმარებას.
ეს არის გურიის ხალხის გულის წადილი, მისი ღრმა რწმენა და შეხედულება. ეს გესმით თქვენ როგორც სახალხო ყრილობებზე, ისე კერძო ლაპარაკში. ამას იმეორებს დღეს იქ მოხუცი და ახალგაზრდა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი. მაგრამ გურული ხალხი მარტო სიტყვით არ ადგია ამ გზას, იგი მზათაა საქმით დაიცვას და გაიყვანოს ცხოვრებაში ის, რასაც სიტყვიერათ აცხადებს. როგორც წინეთაც ვამბობდით, გურული ხალხი ოცნებით არ არის გატაცებული, იგი დგას სინამდვილეზე. აი, რა გამოირკვა დღეს!
Comments
Post a Comment