Skip to main content

გურული ანდაზები და გამოცანები

გამოცანები

ასახსნელსა მოგახსენებ, ახსნი შენი ბედია, თუ არადა წაკტი (წაკატი)

აქეთ-იქით გვერდულაი, შვაში ამოწკვერტულაი (ფილი, როდინი)

ერთი პატარა მანანა სახლსა და კარსა გალობდა
შავი ჩოხანი ჩაეცვა, წვივსა კი არა ფაროდა (შაშვი)

ერთი პატარა მანანა გაუხვეტელს იქით არ დაწვება (ლასტი და გასაცეხი გამწყვარი ღომი)

ანდაზები


ალაგო, ვისი ხარ? - და ვინც ზედ მადგანაო

ამ ყურს, იმ ყურს

არაფერი ბედაური შვილია (დაწუნებულზე იტყვიან)

ასს კაცს ერთი ცხვარი უხაროდაო

აქეთ კურო მიდგანა, იქით სიკვტილიო

ბაბიდას ეუბნებოდნენ და რძალს ასმენდნენო

გამიყვანა სამართალშიო

გაჟეჟილს გატეხილი სჯობიანო

გემი ისე არ დაიღუპება, რომ ერთი ფილუკაც არ დარჩესო

გურიელის სული ნუ წაგიწყმდებაო (სიმართლეზე)

დადიანმა ცხენი მომცა, გურიელმა უნაგირი
ისე ცხენი არ მიყვარდა, რომ წითელი უნაგირი

დათვმა არც რა გაუშვა და არც რა ჩაუშვაო

დედა შენი ქორს რო მიჰქონდეს, შენ ჰაიოს ნუ შეუძახებო!

ელეთ-მელეთი მოსდისო

ზარმაცი კაცი უქმი-ძალს გახალისდებაო

თავი ვინ მოგჭრა და კვიდრმა ძმამაო

თვალშიაც ვერ ჩამხედავო

თითო გობი ლაფი ყველგან სდგასო

თითო გობი ლაფი ყველგან სდგას, მაგრამ ჩემთან ათგანაო

თუ არ იცოდე ხერხიო, დედაშენს ტურის ფეხიო

იქითკენ უნდა ეცადო, საითაც წყალი დგებაო

კარგი ცხენი ქერს მიიმატებს, ავი ცხენი მათრახსაო

კიდეც მეტყემლებლოდა, კიდეც ვჭამე ტყემალიო (თქვა გურულმა ქალმა ორსულობაში)

მამიდას ეუბნებოდნენ და რძალს ასმენდნენო

მარჯვე (ცქაფი) კურდღელი თავისთვისაც იშოვის და სხვისთვისაცო

მეკვერცხე დედალსავით რას ბრუნამო?

მე ვწუხვარ და ის კი ოდელიას იძახისო

მეტის ტანის ბანითა მკვდარს კ**ლი წაუვიდაო

მომხდურს დამხდური უნდაო

ორმა თუ იცის, ღორმაც იცისო

პირი ღრინს არ მიშვებაო

პანღური კი არ მეტკინება, მეწყინებაო

რა ურემიც შეშას ვერ მოიტანს, იგი ურემი შეშათ იქცესო

სიმცრუის მერეშიო

სირცხვილ-ნამუსი წაუხდაო

სული ნუ წაგიწყდება

სიძევ, მოიჭარი და სჭამეო! (მიირთვიო)

სული ქრთის, ხორცი ქანქალებს

ტაი-ტაი ტაბელასა, ვაი და ვუი გაბელასა

ტოლიბაშო, ჩანჩალაო, ღვინო მასვი ჩქარ-ჩქარაო

უნახავმან რა ნახაო, ოჰ, რა დიდიაო

ყბას ნუ მიქცევო!..

შარშან ჩემი შვილი ცხენს გაიჭენებდა და წროულს კარიაზეც ვერ გადაიარსო

შენი ენა მოლს მოსწვამსო

ცაი ფეხათ მოვაო!

ძაღლი ხსენებაზეო (ესე იგი მოვაო)

წამოტარახინებულმა ძაღლმა დაგიმადლაო


შეკრიბა კონსტანტინე გვარამაძემ. გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შედგენლ კრებულში ძველი საქართველო, ტომი III, 1914


ერთი პირი წყალსაც კი დიეძინებაო


ვინც თვიზა არ ვარგა, სხვიზდაც ვერ ივარგებსო

ვინცხა ცხენს ვერ შესტვა და უნაგირს ტეხვა დუუწყოვო

ვინცხამ აღაპი ქნა და მან შეჭამაო

რძალო, გიჩივი და მულმა გეიგონეო

ნუ გასცინეფ სხვასაო, გადაქხთეფა თავსაო

გინდა წყალს დუუხჩვივარ და გინდა ნამს

წყალში რომ ფეხს ჩაყოფ, დუუსოლებელი ვერ ამოხვალო

გლახა მოყუარეს კაი მტერი მირჩონიაო

კას მთქმელს კაი გამგონე უნდაო

ციხე შიგნიდან გატყტებაო

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხუას აჭუმს

ერთი თხილის კაკალი ცხრა ძმებმა გაიყოვო


ანდაზები გამოქვეყნებულია წიგნში „ქართული დიალექტოლოგია“, 1961



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...