Skip to main content

კოლექტივიზაცია ოზურგეთის მაზრაში

ფილიპე მახარაძის წერილი, გაზეთი „კომუნისტი“ N65, 1930 წელი
წიგნიდან ნიკიტა თალაკვაძე „მოქალაქე მღვდლის დღიური“


ოზურგეთის მაზრის 18 თემში ტარდება მთლიანი კოლექტივიზაცია. ეს თემები შემდეგია: ნიგოითი, ლანჩხუთი, შუხუთი, ჩიბათი, ლესაჭინათი, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი, ნინოშვილი, ჯუმათი, ჩოჩხათი, სუფსა, ნატანები, გურიანთა, სილაური, ძიმითი, მამათი, აცანა და ნაგომარი... მთლიანი კოლექტივიზაცია ამას გარდა ტარდება ბუკისციხეში და ზემო ფარცხმაში. ვინახულე შემდეგი თემები არა მთლიანი კოლექტივიზაციისა: ჩოხატაური, ხიდისთავი, ბახვი, ასკანა, დვაბზუ, შემოქმედი და ლიხაური... ზოგი ამათგანიც (ლიხაური, შემოქმედი, დვაბზუ) თითქმის მზად არიან მთლიან კოლექტივიზაციაზე გადასასვლელად...ალბად ბევრს ასეთი ჩემი შთაბეჭდილება ეჩვენება გადამეტებულად და შეფერადებულად, მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე, სანამ ასეთ დასკვნას გამოვიტანდი, მაგრამ ბოლოს მაინც ამ დასკვნაზე გავჩერდი.

იყო თუ არა ძალდატანება, ან ქონდა თუ არა ადგილი გაუგებრობას და შეცდომებს მთლიან კოლექტივიზაციაზე გადასვლის დროს ოზურგეთის მაზრაში -უთუოდ შემეკითხებიან მკითხველები. აშკარაა, იყო ერთიც და მეორეც, და გასაკვირიც იქნებოდა, რომ არ ქონებოდა მათ ადგილი. ასე, მაგ. ალაგ-ალაგ ადგილი ჰქონდა მუქარასაც და დაშინებასაც... აჩქარება...გაურკვევლობა...ეზოებისა თუ ძროხების გაერთიანებაში!...სიმართლე მოითხოვს ვთქვა, რომ „მემარცხენეობას“, ანუ ყველაფრის დაუყოვნებლივ გაერთიანების სურვილს ოზურგეთის მაზრის სინამდვილეში დიდი გასავალი არ დაურჩა. არათუ წვრილფეხა საქონელი და ძროხები არ იქნენ გაერთიანებული, არამედ ფაქტიურად ხარ-კამეჩებიც, რომლებიც გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ, ზოგჯერ ყოფილ პატრონების ხელში დარჩა...აბრეშუმის ჭიის მოყვანის გაერთიანებასაც მოითხოვდნენ, მაგრამ ქალები აღუდგენ წინ და არ გაიყვანეს

საერთოდ ჩვენ ვხედავთ, რომ გურიაში კოლექტივიზაციის საქმე ნორმალურად მიმდინარეობს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ...კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგენი და მტრები არიან, რა თქმა უნდა, გურიაშიც, მაგრამ ასეთები შეადგენენ შედარებით უმნიშვნელო ჯგუფს. კოლექტივიზაციის ტალღა დღეს იმდენად დიდია გურიაში, რომ უკმაყოფილო ელემენტები ვერ ბედავენ ამის წინააღმდეგ ხმის ამოღებას...ასეთი წარმატება კოლექტივიზაციის საქმეში აიხსნება გურიის გლეხობის შეგნებით. გურიის გლეხობამ 1905 წელში განვლო დიდი რევოლუციონური სკოლა. აი, 1905 წლის რევოლუციის ტრადიციებს ჩვენ ვხედავთ გურულ გლეხებში ახლა, კოლექტივიზაციის ხანაში. ჩემ შეკითხვაზე - როგორ უყურებთ კოლექტივიზაციას, ხომ არ შეგაშინათ ამ ამბავმა მეთქი, - ხშირად ვღებულობდი ასეთ პასუხს: „კოლექტივიზაციამ არამც თუ არ დაგვაშინა, არამედ ჩვენ სწორედ ახლა ვხედავთ 1905 წლის რევოლუციის ლოზუნგების განხორციელებასო. ამას ამბობდნენ მოხუცი 60-70 წლის გლეხები, კოლექტიურ სამუშაოზე გამოსულნი ბარებით და ნიჩბებით, რაც უდიდეს აღფრთოვანებას იწვევდა ყველაში. ეს უკვე გულისხმობს დიდ შეგნებას! სოფელ გულიანში (ჩოჩხათის რაიონი) კომუნაზე გადასასვლელადაც კი მზად იყვნენ, მაგრამ დროებით შეაჩერეს. შეერთებული მუშაობაა გაჩაღებული, ჩვენ თვალწინ ხდება უდიდესი გარდატეხა, უდიდესი რევოლიუცია ...ვის ძალუძს, ეს არ შეამჩნიოს, ეს არ დაინახოს - მხოლოდ გაქვავებულ ადამიანებს ან ჯიუტობით დაბრმავებულთ.იცვლება დრო, იცვლება ხალხის ზნე-ჩვეულება, ყოფა-ცხოვრება, ფსიხოლოგია...ის რაც მე ვნახე გურიაში, მაძლევს საბუთს ვსთქვა, რომ გურიის გლეხობა კოლექტივიზაციის საქმეში წინ მიდის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოძრაობაში ითამაშებს ისეთსავე როლს, როგორიც მან ითამაშა 1905 წლის რევოლუციონურ მოძრაობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იგი უთუოდ გაიმარჯვებს


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა