გურულების ხასანბეგურა ცნობილია, მარსელიეზა - ნაკლებად. 1900-იან წლებში კი შესაძლოა პირიქითაც ყოფილიყო. საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი რევოლუციურ გურიაში ყველაზე პოპულარული თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ნამდვილად იყო, განსაკუთრებით კი რევოლუციურად განწყობილ გურულებში , მათში, ვინც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უჭერდა მხარს. მარსელიეზას შესახებ ორი ფაქტია ცნობილი. ერთს ცნობილი სახალხო მომღერალი არტემ ერქომაიშვილი იგონებს ავტობიოგრაფიაში . 1904 წელს მამამისს, გიგო ერქომაიშვილს უსწავლებია მარსელიეზა 17 წლის არტემისთვის და უთქვამს, ეს ახალთაობის სიმღერაა, ისწავლე და შენს ტოლებსაც ასწავლეო. ერქომაიშვილი იხსენებს, მარსელიეზა ვისწავლე, ჩემ ტოლ ბიჭებს შევასწავლე და საჭიროებისამებრ ვმღეროდითო. არტემ ერქომაიშვილი 1909 წელს მოკლეს ცნობილი ფირალი და ტერორისტი დათიკო შევარდნაძე . შევარდნაძე გურიის სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ კომიტეტთან დაახლოებული პირი და რევკომის რაზმის წევრი იყო, ნასაკირალის ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ასკანას, მის სოფელს, ...