Skip to main content

მამია V გურიელის სასახლე და დრუჟინა

ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა
ვახუშტი ბატონიშვილი

ოზურგეთი ფეოდალურ ხანაში გურიელების, გურიის სამთავროს მფლობელების საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით შემოქმედის ქვემოთ, ოზურგეთში იდგა მათი სასახლე. 

გურიის უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა მისი მმართველობის დროს გურიელთა ნასახლარზე, სადაც ხის ერთსართულიანი სახლი იდგა, ძველი გალავნის შიგნით ახალი, სამსართულიანი, ქვით ნაშენი სასახლე ააგო 1812-14 წლებში. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა. ის ადგილი უჩხუბში, სადაც პირველი სასხახლე იდგა, შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ იყიდა. მანვე სასახლის ეზოში ააშენა მარანი, სამზარეულო და აბანო. გურიელის ნამარნევში 1888 წელს ასკოკიანი ქვევრი აღმოაჩინეს. აბანოს არქეოლოგიური ნაშთები კი 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს გაიხსნა  და დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული. სასახლე და გალავანი დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

აბანოს მეორე სართულის იატაკი, 2012 წ
1829 წელს, როცა რუსეთის იმპერია დაეპატრონა გურიას, სასახლე უკვე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთება სჭირდებოდა. დიუბუა დე მონპერეს, რომელმაც გურია 1830-იანი წლების პირველ ნახევარში მოინახულა, სასახლე სანახევროდ დანგრეული დახვედრია.

„დღეს აქა-იქა აქვს სახურავი, ჭერ-იატაკი დალპობია; ყველაფერი გაოხრდა, გვერდით მოხელეებს საცოდავი ქოხები გაუკეთებიათ, ხოლო ამ საუცხოვო შენობისა არჩდილი-ღა დარჩა. გალავანი, აბანო, ფანჩატურები, სასახლეს რომ ერტყა - უკეთეს მდგომარეობაში არ არის.“

რუსეთის მიერ გურიის ანექსიის შემდეგ ოზურგეთი სამაზრო ქალაქად გამოცხადდა და ქალაქში დრუჟინა, ანუ ადგილობრივ გაწვეულთაგან შემდგარი ჯარი ჩადგა. სწორედ გურიელის სასახლის ნანგრევებზე, გალავნის შიგნით აშენდა დრუჟინის შენობა. იქვე იყო სამხედრო ლაზარეთი.

სასახლის მარმარილოს სვეტები ყირიმის ომის დროს 1849-50 წლებში სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა წაიღო მთავრის ნებართვით. ის სვეტები ანაკლიაში დარჩა, რადგან დადიანს სიკვდილმა მოუსწრო.

მონპერე აღნიშნავდა, დღეს ამ სასახლისა არაფერია შემორჩენილიო, გალავანი ნახევრად დანგრეულია, მთავრის აბანო დრუჟინას საკუჭნაოდ და შეშის საწყობებად ჰქონია გადაქცეული.

1873 წელს გურიაში იმოგზაურა დიმიტრი ბაქრაძემ. ის გვაწვდის ცნობას, რომ გურიელების ყოფილი სასახლე სამხედრო ლაზარეთს უჭირავს.

1895 წელს, როცა თედო სახოკიამ გურიაში იმოგზაურა, მთავრის სასახლეში კვლავ დრუჟინა იდგა. სახოკიას ცნობით დრუჟინას ოზურგეთის  ცხოვრებაში საკმაო სიცოხცლე შეჰქონდა და სულს უდგამდა ვაჭრობას. „მათი ბინა მოთავსებულია სამსართულიან ქვითკირის სახლში, რომელიც აშენებულია იმ ადგილზე, სადაც გურიის უკანასკნელი მთავრის სასახლე ყოფილა“. სახოკია ასევე აღნიშნავს, რომ დრუჟინის შენობის ირგვლივ არსებული სანახევროდ დანგრეული ქვითკირის გალავნის გარდა არაფერი მოწმობს ოზურგეთის, როგორც ქალაქის სიძველესო.

ლადო მალაზონიას ნახატი. დრუჟინის შენობა გურიელების გალავანში

ოზურგეთის ხედი ექადიიდან, 1878 წ. დრუჟინის შენობა ჩანს მარჯვნივ
როგორც ჩანს, უძველესი გალავანი XIX საუკუნის ბოლოს უკვე ნანგრევებად იყო ქცეული. ზუსტად არ ვიცი, როდის განადგურდა საბოლოოდ. ალბათ 1930-იან წლებში, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ სოციალისტური მახარაძის მშნებელობა დაიწყო. დრუჟინის შენობა კი 50-იან წლებამდე იდგა.
სურათის ქვემო ნაწილში ჩანს დრუჟინის ყოფილი, სახურავახდილი შენობა. მის მარჯვნივ რესტორან „იზაბელას“ შენობაა, რომელიც გურიელის აბანოს ადგილზე დგას
წინა პლანზე კულტურის სახლი, მის უკან დრუჟინის სამსართულიანი დანგრევის პირას მყოფი შენობა, 1960 წ.

დრუჟინის შენობა 1950-იან წლებში დაანგრიეს.



Comments

Popular posts from this blog

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...