1921-1924 წლების გამოსვლები 1921 წლის 2 აპრილს ოზურგეთში, ქალაქის ბაღში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს სახალხო გვარდიის კაპრალი გრიგოლ კვაშალი. დაკრძალვა გადაიქცა მიტინგად. 1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ოზურგეთში, ლანჩხუთში, ნატანებში 1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი გაიმართა სუფsის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. მოხდა შეტაკება მილიციას და მომიტინგეებს შორის. მოკლეს ერთი მომიტინგე (გიორგი გუჯაბიძე) დაჭრეს 4, ნაწილი დააპატიმრეს. 1922 წლის 26 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში გაიმართა მიტინგი. მისი დარბევა სცადა ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა. ატყდა ორმხრივი სროლა. მომიტინგეთა მხარეს მოკლეს მალაზონია, ხელისუფლების მხარეს მოკლეს ი. ღლონტი და დაიჭრა ორი ადამიანი. მიტინგი ჩატარდა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში. სოფელ შუხუთში დაარბიეს მიტინგი, სადაც ერთი ქალი დაიჭრა, მომიტინგეების უმრავლესობა დააპა...