2014 წლის მონაცემებით გურიის მოსახლეობა 113 221 ადამიანია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1926 წლის შემდეგ.
გურიის მოსახლეობა 1831 წლიდან დღემდე
ჩანს, რომ გურიის მოსახლეობა მზარდია მეფის რუსეთის დროს, კლება ფიქსირდება 1911-დან 1921 წლამდე. სავარაუდო მიზეზებია პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის მიერ ოკუპაცია. მოსახლეობის რაოდენობა ზრდადი იყო საბჭოთა დროს, 1926-1989 წლებში. ყველაზე დიდ კლებას გურიის მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე განიცდის, ბოლო 25 წელიწადში მოსახლეობა 45 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.
ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა
1888 წელს გურიის მოსახლეობა (75859) პრაქტიკულად მთლიანად მართლმადიდებელი იყო, გარდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 39 კათოლიკე სომეხისა (ქალაქის მოსახლეობის 3%) და სოფლებში მცხოვრები 182 სუნიტი მუსლიმისა.
მოსახლეობა რაიონების მიხედვით
ლანჩხუთის რაიონი
კარგად ჩანს, რომ ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა შექმნიდან 2002 წლამდე სტაბილური იყო.
ჩოხატაურის რაიონი
|
კარგად ჩანს, რომ ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა შექმნიდან დღემდე კლებადია.
ჩოხატაური
ურეკი
ლაითური
ნასაკირალი
ერთადერთი დაბა, სადაც მოსახლეობა მზარდია
ნარუჯა
1897 წელს ურბანულ მოსახლეობაში მხოლოდ ქალაქი ოზურგეთია ჩათვლილი, 1921 წელს ქალაქი ოზურგეთი და დაბა ლანჩხუთი, 1959 წლიდან - ქალაქები ოზურგეთი და ლანჩხუთი და დაბები: ჩოხატაური, ნასაკირალი, ლაითური, ურეკი, 1989 წლიდან კი დაბა ნარუჯაც. 1977 წელს მოსახლეობის 63% ცხოვრობდა სოფელში.
ჩანს, რომ ურბანიზაციის დონე ძალიან დაბალია, გავრცელებული აზრი სოფლების დაცლის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. 1989 წლის შემდეგ მცირდება მხარის მოსახლეობა მთლიანად და, განსაკუთრებით, ქალაქებისა და დაბების მოსახლეობა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში კი ქალაქი ოზურგეთია, რომლის მოსახლეობა 1989 წლის დონესთან შედარებით თითქმის განახევრებულია.
Comments
Post a Comment