Skip to main content

ძეგლები ოზურგეთში

ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო.

ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ. 

შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო.

უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა.

სტალინის ძეგლი, 1937 წ.
მახარაძის ძეგლი, 1946 წ.
მარცხნივ, სიღრმეში ჩანს ლენინის ძეგლი, რომელიც 1937 წ. დაიდგა

უფრო მრავლად იდგმებოდა ბიუსტები: ლენინის ბაღში - ბერიას ბიუსტი, ქალაქის ბაღში - სტალინის ბიუსტი (1941). 1955 წელს ქალაქს შეემატა ფილიპე მახარაძის თეთრი მარმარილოს ქვის ბიუსტი, რომელიც 1928 წელს იაკობ ნიკოლაძემ შექმნა. ქალაქს ბიუსტი საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრომ გადასცა და ის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდა. („ლენინის დროშა“ 21 აგვისტო 1955, N100, გვ. 1). 1956 წელს პირველი სკოლის 110 წლისთავთან დაკავშირებით სკოლის ეზოში გაიხსნა ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი. ნინოშვილი საბჭოთა მახარაძეში პოპულარული ფიგურა იყო, მისი წარმოჩენა ხდებოდა, როგორც ბოლშევიკური, მუშურ-გლეხური იდეოლოგიის ერთ-ერთი ადგილობრივი მამისა. ნინოშვილის მეორე ბიუსტიც იდგა ქალაქში, მისივე სახელობის ბაღში, თეატრის გვერდით.

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, 1959 წ.
1950-იან წლებში იწყება ახალი, მონუმენტური ძეგლების აღმართვა უკვე არა ბაღებსა და ხეების ჩრდილებში, არამედ ქუჩებში, თვალსაჩინო ადგილებზე. მათთვის სპეციალურად ეწყობა მოედნები. 1954-58 წლებში აიმართა ლენინის, სტალინისა და მახარაძის ძეგლები ქალაქის სამ მთავარ მოედანზე. ეს პროცესი, როგორც ჩანს, მახარაძეში ცალკე არ განვითარებულა, არამედ მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ნაწილი იყო. სწორედ 1956 წელს დაიდგა ლენინის ძეგლი თავისუფლების მოედანზე.

სტალინის ძეგლი ქალაქში მისი გარდაცვალების შემდეგ, 1954 წელს დაიდგა. ძეგლის დასადგმელად შემცირდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბაღი, მოეწყო ასფალტირებული მოედანი, რომელსაც სტალინისვე სახელი ეწოდა. ძეგლი 1954 წლის 25 აპრილს გაიხსნა. (ავტორი საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შ. მიქატაძე, კვარცხლბეკის ავტორი არქიტექტორი ა. საბაშვილი.) ამასობაში მახარაძელებს პიროვნების კულტის დაგმობა მოუსწრო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მათ 1958 წელს უკვე ნასაკირალში, ლამაზად გაფორმებულ გრანიტის კვარცხლბეკზე დაედგათ სტალინის ძეგლი, რომელსაც ამჯერად მამა-მარჩენალის და ხალხთა დიდი ბელადის ნაცვლად დიდი მარქსისტ-ლენინელი უწოდეს.


1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოს და მათ შორის მახარაძეს ეწვია. ხრუშჩოვს, სტალინის ძეგლი, ცხადია, არ დაახვედრეს. კვარცხლბეკი კი შედარებით დიდხანს შემორჩა ადგილს.


ქალაქში ჯერ კიდევ არ იყო ლენინის მონუმენტური ძეგლი. ამ შეცდომის გამოსწორება 1955 წლის აპრილში დაიწყო. კულტურის და დასვენების პარკის  ტერიტორია დაახლოებით მესამედით შემცირდა და ლენინის სახელობის მოედანი მოეწყო. 1957 წლის 22 აპრილს გაიხსნა კურსების გრანიტის ქვით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე მდგარი ბრინჯაოს ძეგლი (მოქანდაკე შ. მიქატაძე, არქიტექტორი ა. საბაშვილი). 

1970-იანი წლები. ლენინის ძეგლის უკან ჩანს რაიკომის შენობის ახალი კორპუსის მშენებლობა

1958 წლის 21 მარტს რკინიგზის სადგურის წინ მოედანზე გაიხსნა ფილიპე მახარაძის სამმეტრიანი ძეგლი, მისი დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად. ამით შეიკრა ცენტრალური იდეოლოგიური სამკუთხედი და მოიხაზა ქალაქის ახალი, სოციალისტური ცენტრი: მარქსისა და ორჯონიკიძის ფართო ქუჩებით ერთმანეთთან დაკავშირებული სამი დიდი მოედანი ლენინის, სტალინისა და მახარაძის ძეგლებით. 
ფილიპე მახარაძის ძეგლი რკინიგზის სადგურის წინ. მისი დემონტაჟი 1989 წელს განხორციელდა
მაგრამ ეს ერთიანობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე 1961 წელს დაირღვა, ხოლო სტალინის ძეგლის ჩამნაცვლებელი ახალი ფიგურა კი კომუნისტურ იდეოლოგიურ ლანდშაფტზე აღარ გამოჩენილა. სხვა, ასეთი იდეოლოგიური ფუნქციის მქონე მონუმენტი მახარაძეში აღარ დადგმულა, თუ არ ჩავთვლით გაკირულზე, ფაქტობრივად, გარეუბანში დადგმულ ნესტორ კალანდარიშვილს ბიუსტს, რომელიც დაიდგა მისივე სახელობის, მისივე მშობლიური სოფლის, კვირიკეთისკენ მიმავალ ქუჩაზე. კალანდარიშვილი, რომელიც სინამდვილეში ანარქისტი იყო და არა ბოლშევიკი, ისევე „მიისაკუთრა“ საბჭოთა იდეოლოგიამ, როგორც ეგნატე ნინოშვილი. ალბათ ამის ბრალი იყო, რომ 1980-იანი წლების მიწურულის ეროვნულ ისტერიას ვერ გადაურჩა და მახარაძის (ჩამოაგდეს 1989 წელს) და ლენინის (ჩამოაგდეს 1990 წლის 22 მარტს) ძეგლებთან ერთად ისიც ჩამოაგდეს. მისი ძეგლი თამაზ კალანდარიშვილმა წაიღო და დადგა მისი სახლის წინ ზედა კვირიკეთში. თამაზ კალანდარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ძეგლიც დაიკარგა.   ლენინის ორი და ფილიპე მახარაძის ბრინჯაოს ძეგლები ჩამოგდების შემდეგ ბჟუჟის სანაპიროზე იდო ჭალაში, შემდეგ ისინი „საქმოსნებმა“ თურქეთში გადაიტანეს და იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგ თანხას გამოჰკრეს ხელი

ნესტორ კალანდარიშვილის ძეგლი
დიადი სამეულის შემდეგი ტალღა სამამულო ომის გმირების „უკვდავყოფა“ იყო: 1967 წელს მიხეილ ჯაბუას პროექტით გაიხსნა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი, 1979 წელს იქვე დაიდგა კონსტანტინე ლესელიძისა და პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტები. იდეოლოგიური ბრძოლა ამ ბიუსტებსაც შეეხო. 2011 წელს, ე. წ. თავისუფლების ქარტიის მიღების შემდეგ საბჭოთა გენერლების მუზეუმის ირგვლივ განლაგებული ბიუსტები კვარცხლბეკებიდან აიღეს.
გმირთა მემორიალი ლესელიძისა და ჩანჩიბაძის ბიუსტებს შორის

ძეგლებით იდეოლოგიის ვიზუალიზაცია ოზურგეთში ამით დასრულდა. ამის შემდეგ 1980-იან და 1990-იან წლებში მხოლოდ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების რამდენიმე მოკრძალებული ბიუსტი და ძეგლი დაიდგა: ალექსანდრე წუწუნავა (მოქ: ჯემალ მიმინოშვილი, ვასილ მჟავანაძე, არქ. ვალერი ბახტაძე, 1987), ფილიმონ ქორიძე (მოქ. ირაკლი რევაზიშვილი, არქ. გულღია სალუქვაძე, 21 მაისი, 1990), სიკო დოლიძე, ვიქტორ დოლიძე (1997), გიორგი სალუქვაძე (1997), ნოდარ დუმბაძე (1999), ექვთიმე თაყაიშვილის (მოქ. ვასილ მჟავანაძე 1999 წ,)

დღეს კი ოზურგეთი კვარცხლბეკების ქალაქად არის ქცეული. ძეგლები დამხობილია და კვარცხლბეკები ახალ კერპებს ელოდებიან.


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...