Skip to main content

Posts

Showing posts from 2013

საქალაქო თვითმმართველობა: საქართველოს მუნიციპალური სისტემის დანაკლისი და საჭიროება

ქალაქები საქართველოში      საქართველოს მთავრობის „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ“ დღის წესრიგში წამოსწია საქართველოში თვითმმართველობის არსებითი რეფორმირების საკითხი. გარდა უფლებამოსილებების, ფინანსების, არჩევის წესის და სხვა საკითხებისა, სტრატგია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაში ცვლილებებსაც იითვალისწინებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა.[1]      საქართველოში 50-მდე ქალაქია. მათ შორის ყველაზე მცირეების მოსახლეობა 2000-ს არ აღემატება (წალკა, ცაგერი). ყველაზე დიდების (თბილისის შემდეგ) მოსახლეობა კი 100 000-ზე მეტია (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). თუმცა მათი მნიშვნელოვან რაოდენობას, 25-ზე მეტი ქალაქს, 10 000-ზე მეტი მაცხოვრებელი ჰყავს.[2]      ამ ქალაქებს სხვა დასახლებებისგან, დაბებისა და სოფლებისგან გამოარჩევს საქალაქო მეურნეობის (კანალიზაცია, გარეგანათება) არსებობა, ურბანული გარემო (ქუჩები, ტროტუარები, სკვერები, პარკები) კულტურული დაწესებულებების (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა), მომ...

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები. ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.  კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში. ნალია გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური...

ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი შემოქმედში

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო. ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი.  ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია. ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში შემოქმედის ეკლესია ჩანს. ეს ფოტო მუზეუ...

სხვადასხვა პირები გურიის რესპუბლიკის შესახებ

მიხაკო წერეთელი   წერილიდან „პასუხი პროტესტანტებს“ ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, სახ. თავ.-აზნაურობისა 1906      მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითოეულ სოფელს ჰქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდლის ბატონობა, - აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა - ყოველივე გაქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყვეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვთოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა მწარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა ნაწარმოებისა, საწარმოო იარაღითა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დამტანებელი არა არის რა, არამედ ბუნებრივ, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთიერთობანი, - აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწო...

პატარა აბული

გავედით თბილისიდან, დილით. მიმართულება კუმისის ტბა > ასურეთი > წაკლკა > ფოკა. სჯობს წყნეთი > მანგლისი > წალკის გზიდან წასვლა, 20 კმ-ს მოიგებთ პირველი გაჩერება ფარავნის ტბა: შემდეგ იყო სოფელი ფოკა. ფოკაში თუ მოხვდებით და ფოკის დედათა მონასტრის მაღაზიაში არ შეივლით ბევრს დაკარგავთ. ამისთვის სულ არაა აუცილებელი რელიგიური მომლოცველი იყოთ, არც ჩვენ ვიყავით ასეთები. მაღაზიაში არის არაჩვეულებრივი ყველის ფართო არჩევანი, ბეგქონდარას არაყი (ბიჭები ამ არყით უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე ნაქები ყველით), ჯემები, ტრიუფელი და სუვენირები. წივა, თივა და სოფელი ფოკა შემდეგი სოფელია განძანი. აქ გავჩედრით, მანქანა პოლიციის ოფისთან დავტოვეთ და შევუდექით გზას მთა პატარა აბულისკენ. შეიძლება მანქანის სოფლის ბოლოში დატოვება და ამით ორი კილომეტრის მოგებაც. წყარო სოფლის ბოლოსაა სოფლიდან პატარა აბულის მთა პირდაპირ ჩანს. ძნემი მისაგნები არაა. ადგილობრივებისთვის კითხვაც შეიძლება, თუმცა ქართული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებმა იციან, რუსული თითქმის არავინ იცის. პატა...

გურიის გლეხთა მოძრაობაში ჩაბმული პირები

გურიის კომიტეტის ხელმძღვანელი, დროებითი პარლამენტის პრეზიდენტი: ბენიამინ ჩხიკვიშვილი.  რაიონების ხელმძღვანელები: გრიგოლ ურატაძე (ლანჩხუთი), გიორგი მურვანიძე (სუფსა) პირველი შემადგენლობა თენგიზ ჟღენტის (1927) მიხედვით:  ბათუმი - გოგილო ცინცაძე, ჭოლა ლომთათიძე, ნოე ხომერიკი, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი, გრიგოლ ურატაძე, ვლ. მამალაძე ოზურგეთი კოლია ქარცივაძე, ივსიხი სალუქვაძე ლანჩხუთი - არონ ჩხაიძე სუფსა - ბაბი და სოფიო გურგენაძეები აკეთი - ეპიფანე მგელაძე ხიდისთავი - ვარლამ კალანდაძე, იასონ მეგრელიძე ფარცხმა - გრიგოლ ცინცაძე ბუკისციხე სამსონ კალანდაძე, თენგიზ ჟღენტი ივან ლაზარენკოს ჩვენების მიხედვით 1905 წლის ბოლოს : გამომძიებელი ხარაძე, ქალაქის ექიმი, კიკია მამულაიშვილი, თუმანიშვილის სახლში იყო ბინა (ისარი N19, 1908)   ვასილ ხუნდაძის ჩვენების მიხედვით 1905 წლის ბოლოს: მღვდლად ნამყოფი შილაკაძე, გოგილო ცინცაძე, თუმანიშვილი, ქალაქის ექიმი. ლომჯარია განაგებდა ვაჭრობას, დუმბაძე სამხედრო საქმეს. 16-17 წლის ქარცივაძე გამგეობაში ჰყავდათ არჩეული ...

რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას?

ბლოგ-პოსტების სერია დაწერილია დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის ბლოგისთვის EMC- ის ბლოგების ლინკები : ნაწილი I ნაწილი II ნაწილი III ნაწილი IV     მგონი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები , ვისაც საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების სჯერა . მათ შორის , ვისაც ვიცნობ და ვისთანაც სახელმწიფო მოწყობაზე მისაუბრია , ისინი სჭარბობენ , რომლებიც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრეები არიან . რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულმა   საქართველოს მთავრობის „ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ “ ამ საკითხებზე დისკუსია განაახლა . შევეცდები დავასაბუთო , რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას . რას ითვალისწინებს რეფორმა ? სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ მოწყობას : თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდას , ხოლო სოფლების გაერთიანებას თემ...