Skip to main content

Posts

მამია V გურიელის სასახლე და დრუჟინა

ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა ვახუშტი ბატონიშვილი ოზურგეთი ფეოდალურ ხანაში გურიელების, გურიის სამთავროს მფლობელების საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით შემოქმედის ქვემოთ, ოზურგეთში იდგა მათი სასახლე.  გურიის უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა მისი მმართველობის დროს გურიელთა ნასახლარზე, სადაც ხის ერთსართულიანი სახლი იდგა, ძველი გალავნის შიგნით ახალი, სამსართულიანი, ქვით ნაშენი სასახლე ააგო 1812-14 წლებში. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა.  ის ადგილი უჩხუბში, სადაც პირველი სასხახლე იდგა, შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ იყიდა.  მანვე სასახლის ეზოში ააშენა მარანი, სამზარეულო და აბანო. გურიელის ნამარნევში 1888 წელს ასკოკიანი ქვევრი აღმოაჩინეს . აბანოს არქეოლოგიური ნაშთები კი 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს გაიხსნა  და დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული. სასახლე და გალავანი დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. აბანო...

მახარაძის რაიონის კოლმეურნეობები

საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება საბჭოთა ხელისუფლებამ 1927-1928 წლებში დაიწყო. 1929-30 წლებში განხორციელდა ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის შედეგადაც მაზრები რაიონებად დაიყო, ხოლო სასოფლო საზოგადოებები სასოფლო საბჭოებად. ახალი ადმინისტრაციული მოწყობა სხვა საკითხებთან ერთად კოლექტივიზაციის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, ხელისუფლებამ 1932 წელს დაასრულა სოფლების კოლექტივიზაცია. სოფლებში ჩამოყალიბდა კოლმეურნოებები. დროთა განმავლობაში კოლმეურნეობებმა გარდა სამეურნეოსი, ადმინისტრაციული და მმართველობითი ფუნქციებიც შეიძინა. ფორმალურად სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო და აღმასკომი ახორციელებდნენ, რეალურად კი კოლმეურნეობის გამგეობა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მეტი გავლენით და პატივისცემით სარგებლობდა, ვიდრე სასოფლო საბჭოს, ან აღმასკომის თავმჯდომარე. კოლმეურნეობაში გაწევრიანებულ გლეხებს 2500 კვადრატული მეტრი მიწა და მინიმალური რაოდენობის პირუტყვის და ფრინველის ქონის უფლება ჰქონდათ მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით. კოლ...

წიგნის კითხვამ გადარია გურულები

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს,  მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი,  აქვთ თავიანთი სტამბა  და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი , 1895 „გურიაში ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სახელმწიფო საფოსტო განყოფილებიდან ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“  ლუიჯი ვილარი, ცეცხლი და მახვილი კავკასიაში, 1906 გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველ...

ლადო მალაზონიას გურია / Paintings of Guria by Lado Malazonia

ლადო მალაზონია ოზურგეთელი მხატვარი იყო. მას ოზურგეთისა და გურიის არაერთი ხედი და პეიზაჟი ეკუთვნის. აქ წარმოდგენილი ნახატები აღებულია ოზურგეთის სურათების გალერეის მიერ გამოცემული კატალოგიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან. ოზურგეთი / Ozurgeti დრამატული თეატრის დარბაზი „ახალი მახარაძე“ დიმიტრი გურიელის სასახლე გურიელის სასახლის გალავნის ნანგრევები და დრუჟინა ხედი დიმიტრი გურიელის სასახლიდან გურიის პროსპექტი ჭა ქალაქის შემოსასვლელში „ექადია ოციან წლებში“ ძველი ოზურგეთი ძველი თეატრი ანასეული ძველი ოზურგეთი ნასაკირალი / Nasakirali გურიის სოფლები / Villages of Guria Khvarbeti Likhauri შემოქმედი / Shemokmedi Laituri ძველი გურია ასევე იხილეთ: ანტონ გოგიაშვილის გურია

ხე-ტყით ვაჭრობა გურიაში

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ კოლხეთში გემებისა და ნავების მშენებლობისთვის დიდძალი მასალა იშოვება, რადგან აქ დიდი ტყეები იზრდება და ზღვამდე მდინარით ჩამოიტანებაო. გაუვალი და უღრანი შავი ტყით იყო დაფარული გურიის ზღვისპირეთი, სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის ხეობები, აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთი. გავრცელებული იყო ბზა, მუხა, წიფელა, თხმელა, თუთა, კაკლის ხე, კოპიტი, წყავი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ. მამია V გურიელმა, მიიღო რა რუსეთის იმპერიის მფარველობა და დადო ფიცი, მისცა პირობა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომ თუ გურიის ტყეებში აღმოჩნდებოდა ნავებისა და გემების ასაგებად გამოსადეგი ხე-ტყის მასალა, გურიელები მასალაში ფულს არ მოითხოვდნენ და ტრანსპორტირებასაც უფასოდ უზრუნველყოფდნენ. პირობის შესრულება გურიელებს არ დასჭირვებიათ, რადგან გურიის სამთავრო გაუქმდა და უშუალოდ შეუერთდა ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიას. თუმცა ხელისუფლებას დაასწრეს ადგილობრივმა ფეოდალებმა. 1833 წელს დიუბუა დე მონპერემ შეკვეთილში ნახა 10 თურქული ...

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1883 წელს გურიის ტერიტორიაზე გაიარა თბილისი-ბათუმის რკინიგზამ. გურიაში გაკეთდა სადგურები: საჯავახო, ნიგოითი, ლანჩხუთი, ჯუმათის, სუფსა, ნატანები (ურატაძე, 1968) .  1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა. ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტი...

ძეგლები ოზურგეთში

ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო. ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ.  შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო. უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა. სტალინის ძეგლი, 1937 წ. მახარ...