Skip to main content

Posts

პატარა აბული

გავედით თბილისიდან, დილით. მიმართულება კუმისის ტბა > ასურეთი > წაკლკა > ფოკა. სჯობს წყნეთი > მანგლისი > წალკის გზიდან წასვლა, 20 კმ-ს მოიგებთ პირველი გაჩერება ფარავნის ტბა: შემდეგ იყო სოფელი ფოკა. ფოკაში თუ მოხვდებით და ფოკის დედათა მონასტრის მაღაზიაში არ შეივლით ბევრს დაკარგავთ. ამისთვის სულ არაა აუცილებელი რელიგიური მომლოცველი იყოთ, არც ჩვენ ვიყავით ასეთები. მაღაზიაში არის არაჩვეულებრივი ყველის ფართო არჩევანი, ბეგქონდარას არაყი (ბიჭები ამ არყით უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე ნაქები ყველით), ჯემები, ტრიუფელი და სუვენირები. წივა, თივა და სოფელი ფოკა შემდეგი სოფელია განძანი. აქ გავჩედრით, მანქანა პოლიციის ოფისთან დავტოვეთ და შევუდექით გზას მთა პატარა აბულისკენ. შეიძლება მანქანის სოფლის ბოლოში დატოვება და ამით ორი კილომეტრის მოგებაც. წყარო სოფლის ბოლოსაა სოფლიდან პატარა აბულის მთა პირდაპირ ჩანს. ძნემი მისაგნები არაა. ადგილობრივებისთვის კითხვაც შეიძლება, თუმცა ქართული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებმა იციან, რუსული თითქმის არავინ იცის. პატა...

გურიის გლეხთა მოძრაობაში ჩაბმული პირები

გურიის კომიტეტის ხელმძღვანელი, დროებითი პარლამენტის პრეზიდენტი: ბენიამინ ჩხიკვიშვილი.  კომიტეტის წევრები: გერასიმე მახარაძე რაიონების ხელმძღვანელები: გრიგოლ ურატაძე (ლანჩხუთი), გიორგი მურვანიძე (სუფსა),  საზოგადოების ხელმძღვანელები სერგო სურგულაძე (ზემო ხეთი)  დიომიდე შილაკაძე (შემომედი) რევოლუციური პარლამენტის წევრები : ბენია ჩხიკვიშვილი (თავმჯდომარე), მიხეილ ახალაძე (ქალაქისთავი), ნინო ნაკაშიძე, გიორგი მამულაიშვილი, გიორგი ჭოღოშვილი, მოსე ტუღუში პირველი შემადგენლობა თენგიზ ჟღენტის (1927) მიხედვით:  ბათუმი - გოგილო ცინცაძე, ჭოლა ლომთათიძე, ნოე ხომერიკი, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი, გრიგოლ ურატაძე, ვლ. მამალაძე ოზურგეთი კოლია ქარცივაძე, ივსიხი სალუქვაძე ლანჩხუთი - არონ ჩხაიძე სუფსა - ბაბი და სოფიო გურგენაძეები აკეთი - ეპიფანე მგელაძე ხიდისთავი - ვარლამ კალანდაძე, იასონ მეგრელიძე ფარცხმა - გრიგოლ ცინცაძე ბუკისციხე სამსონ კალანდაძე, თენგიზ ჟღენტი ივან ლაზარენკოს ჩვენების მიხედვით 1905 წლის ბოლოს : გამომძიებელი ხარაძე, ქალაქის ექიმი, გიო...

რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას?

ბლოგ-პოსტების სერია დაწერილია დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის ბლოგისთვის EMC- ის ბლოგების ლინკები : ნაწილი I ნაწილი II ნაწილი III ნაწილი IV     მგონი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები , ვისაც საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების სჯერა . მათ შორის , ვისაც ვიცნობ და ვისთანაც სახელმწიფო მოწყობაზე მისაუბრია , ისინი სჭარბობენ , რომლებიც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრეები არიან . რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულმა   საქართველოს მთავრობის „ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ “ ამ საკითხებზე დისკუსია განაახლა . შევეცდები დავასაბუთო , რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას . რას ითვალისწინებს რეფორმა ? სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ მოწყობას : თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდას , ხოლო სოფლების გაერთიანებას თემ...