Skip to main content

მთისპირიდან შორს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში დაბალია. კერძოდ, 28 თემიდან 20-ში მოქალაქეების ჩართულობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შემუშავებაში 5%-ზე ნაკლებია.

ამას სისტემური ხასიათის მიზეზები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული მოწყობის საბჭოთა დროინდელი სისტემა, დარაიონება, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობისგან დისტანცირებასა და ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნებას. ნიშანდობლივია, რომ სოფლის, ქალაქისა და თემის დონეზე არსებული თვითმმართველობების ჩანასახების გაუქმება და თვითმმართველობის დარქმევა საბჭოთა პერიოდის რაიონებისთვის 2005-06 წელს განხორციელდა სწორედ იმ ხელისუფლების მიერ,  რომელსაც ღიად და გაცხადებულად ჰქონდა არჩევანი გაკეთებული ცენტრალიზაციის სასარგებლოდ. საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

შესაბამისად, 2006 წლიდან დღემდე, 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში სოფლის დონეზე ყველანაირი პოლიტიკური ინსტიტუტის არარსებობამ სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მაგალითად ავიღოთ ჩემი სოფელი, მთისპირი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ისტორიული  და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სოფელია.

მთისპირლები საკუთარი თვითმმართველობაში არ და ვერ მონაწილეობენ. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მთისპირს ერთი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი წარმოადგენს. სულ საკრებულოში 43 დეპუტატია, რომლებიც მუნიციპალიტეტის 74 დასახლებაში (70 სოფელი და 4 დაბა) მცხოვრები 48 ათასი მოქალაქის ინტერესებს უნდა გამოხატავდნენ.

 სოფლისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები (ყანების შემოღობვა თუ სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, საბავშვო ბაღის რემონტი თუ სათამაშოების და ინვენტარის შეძენა, მყარი ნარჩენების გატანა თუ გარეგანათების მოწყობა, გზების შეკეთება თუ წყლის მილების გამოცვლასოციალური დახმარების გაცემა თუ სტიქიისგან დაზარალებულისთვის დახმარების გაწევა, მიწის ლეგალიზაცია და . .) წყდება მთისპირიდან შორს, რაიონულ ცენტრში, რომელიც მთისპირიდან 20 კმ-ით, დანგრეული გზით, არარსებული მუნიციპალური ტრანსპორტით და ინტერნეტის უქონლობითაა დაშორებული.

მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალიზებულ მექანიზმებს (საერთო კრება, პეტიცია და სხვ) ამ ნაპრალის ოდნავ შევსება თუ შეუძლია. მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოქალაქეებთან ფიზიკურად ახლოს მიტანაა საჭირო. ცნობილია, რომ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთთან დაკავშირებული ცვლადებია. მოქალაქეთა ჩართულობა მაღალია მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში. საქართველოში კი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტებია - 52 307 მცხოვრები საშუალოდ ერთ მუნიციპალიტეტში, ხოლო მუნიციპალიტეტების დაგეგმილი გამსხვილების შემდეგ კი ეს რიცხვი 58 028 იქნება (შდრ: ესტონეთი ~6 ათასი, ლიტვა ~47 ათასი, ხორვატია ~9 ათასი, პოლონეთი ~15 ათასი, სლოვენია ~9 ათასი, ლატვია ~25 ათასი, გერმანია ~7 ათასი, შვეიცარია ~3 ათასი, საფრანგეთი ~2 ათასი).

დეცენტრალიზაციისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა 2014 წელს, როდესაც რაიონი ორად გაიყო: თვითმმართველი ქალაქ ოზურგეთის და თვითმმართველი თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტებად. ამით თემის მუნიციპალიტეტში არც მოქალაქეების ჩართულობა გაზრდილა (იხ. აუდიტის დასკვნა ზემოთ) და არც თვითმმართველობა დაახლოებია მოქალაქეებს, რადგან გამგეობა და საკრებულო მაინც ქალაქში დარჩა, პროპორციული სიით საკრებულოში გასული დეპუტატების უმრავლესობაც ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებია და არა სოფლების, მაგრამ ცალსახად გაუმჯობესდა მუნიციპალური სერვისები. მთისპირში, რომელიც არაა პრივილეგირებული სოფელი (ასეთებია შემოქმედი, ლიხაური, დვაბზუ), მხოლოდ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეიცვალა წყლის სისტემის ძველი მილები ახლებით და მოწესრიგდა სოფლის წყალმომარაგებამოეწყო გარეგანათება, შედგა სოფლის მთავარი გზის რეაბილიტაციის პროექტი და დაიწყო მისი ნაწილობრივ განხორციელება. ეს ყველაფერი შედეგად მოიტანა ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაყოფამ და თემის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქალაქში დახარჯვის შეუძლებლობამ.

თვითმმართველობა მხოლოდ სერვისები არ არის. სერვისების ეფექტიანად მიწოდება, შესაძლოა, ცენტრალურმა მმართველობამაც შეძლოს. თვითმმართველობის მთავარი არსი ამავე სიტყვის პრეფიქსშია და მისი რეალურად განხორციელება მხოლოდ პატარა პოლიტიკურ ერთეულშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, პირველ ნაბიჯს, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული ოპტიმიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ეს ნიშნავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაყოფას 4-5, ოპტიმალური ზომის მუნიციპალიტეტად, რის შედეგადაც მთისპირის მოსახლეობას მის მიერვე არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ეყოლებოდა მთისპირშივე თუ არა, მეზობელ სოფელში, მაგ. ასკანასა ან ბახვში მაინც, სადაც მთისპირი გაერთიანებული იქნებოდა არა 73 სხვა დასახლებასთან, მათ შორის მისგან 50 კმ-ით დაცილებულ, განვითარების სულ სხვა პერსპექტივის მქონე ურეკსა და შეკვეთილთან, არამედ მისივე მეზობელ, ეკონომიკურად. კულტურულად და ისტორიულად მჭიდროდ დაკავშირებულ 10-იოდე სოფელთან.

ამის საპირისპიროდ, დაგეგმილია მუნიციპალიტეტების კვლავ გამსხვილება, დაბრუნება 2006 წლის მოდელთან. ისე, რომ მთისპირლებისთვის  არჩევანი არავის შეუთავაზებია, არ უკითხავთ, როგორი თვითმმართველობა ურჩევნიათ მათ. მთისპირი კვლავ დარჩა რეალური თვითმმართველობის გარეშეგადაწყვეტილებები კვალავ მთისპირიდან შორს მიიღება.


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...