Skip to main content

Posts

Showing posts from 2025

საბჭოთა რეპრესიები გურიაში, 1927-28

 გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“, N20, 1927 გ უ რ ი ა შ ი         გურიაში რეპრესიები განსაკუთრებულ პირობებში ხთება. საბჭოების არჩევნების შემდეგ უკვე დაიწყეს რეპრესიები. არჩევნების დროს თითქმის გარდა კომუნისტებისა დასაჭერ სიაში იქნა შეტანილი ყველა, ე.ი. ვინც კომუნისტების წინააღმდეგ მისცა ხმა. და მოჰყვენ იქიდან ნელ-ნელა და ამ უკანასკნელათ კი ჭერამ მასიური ხასიათი მიიღო. აგრეთვე რეპრესიები გამოიწვია ბუხარინის მოხსენებამ მოსკოვში ამიერკავკასიის ფრონტის შექმნის შესახებ. საქართველოს განსაკუთრებით მოიხსენებდა, ურჩევდა ქართველ კომუნისტებს განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ. მართალია თუ მტყუანი, ყველას იჭერენ და ჩეკაში დღეს გურულები ასობით დაითვლება. თუ წინათ ხელწერილი შველოდათ, დღეს ასეთი აღარ გადის. გადის მხოლოდ, თუ მისცემენ ხელწერილს იმისას, რომ ორგანიზაციას ან-დევნილებს ჩააგდებინებენ ხელში. ტანჯვა-წამება ხომ უმაღლეს წერტილამდის არის განვითარებული. აქამდე ქალებს სარდაფში არ აგდებდენ და არც ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდენ. დღეს კი ეს პირიქით ხთება: ქალები კვირაობით...

გ. ა. ზატერიანნი გურიის რესპუბლიკის შესახებ

Затерянный Г. Мятеж на Западном Кавказе (Картинки кавказской революции). / / Исторический вестник. 1911. Т. 26. С. 643—644. I გურიის რესპუბლიკა      რევოლუციური მოძრაობა, რომელმაც 1905 წელს კავკასია მოიცვა, განსაკუთრებით ძლიერი იყო დასავლეთ კავკასიაში. ქუთაისის გუბერნიის (რომელიც მოიცავს ყოფილ გურიას, იმერეთს და სამეგრელოს) თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეიქმნა სპეციალური რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რუსეთის იმპერიაში არსებული მმართველობის ფორმის და საზოგადოებრივი წყობის ძალადობრივ დამხობას, რუსული მმართველობისგან განთავისუფლებას და დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარებას.      რევოლუციონერი აგიტატორები ღიად მოუწოდებდნენ მოსახლეობას არ გადაეხადათ გადასახადები, არ გამოცხადებულიყვნენ სამხედრო სამსახურში, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებისთვის, შეეგროვებინათ იარაღი და ნებისმიერ დროს მზად ყოფილიყვნენ შეიარაღებული აჯანყებისთვის. აგიტაციას მაშინვე შეხვდა უზარმაზარი სიმპათია მოსახლეობისა, რომელიც უყოყმანო...

ექიმი გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად.  1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად .  1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს. 1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. რიონის რაზმის უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით ( ივერია N49, 9 აპრილი , მოგზაური, N14, 17 აპრილი ) 30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი). 1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების  სადამსჯელო გადაწვების შემდ...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...