Skip to main content

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II.


არამ დამძრახოთ, ბიჭებო,

სიტყვანი გითხრათ ძმურია.

ვაჟო, სადა ვართ? ალვანთან

დიდათ შორს არის გურია.

მომწყურდა ღვინო კახური,

დიაცთ ნამცხვარი პურია...

და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო,

უმცროსს დაუგდეთ ყურია.

ძმაო, შენც გახსოვს წითელი

სიყმაწვილური ზნეობა;

მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა;

ბიჭობით ყველან მჯობიხართ,

გიცდიათ ლეკთა მტერობა.

სახელი დაგვრჩეს გურიას, 

თუშებმა ქნესა მხნეობა.

ომის დრო არის ვჟკაცნო,

ცხენთა დავაკრათ ნალია;

ადექით, დავემზადენოთ,

ყველამ დავჩარხოთ ხმალია;

ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ,

იყოს ახმატის ქალია,

და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ:

„სიცოცხლითაე მხდალია“!

ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა,

დიაცთ წესია რიდება,

ქალის ლეჩაქი დახვუროთ,

ვისც არ უნდ, ომი სწყინდება...

კაცი გავგზავნოთ სარდალთან:

ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება, 

თუ არ გვაჩხუბებ თათართან, 

თუშნი აქ რაღად გინდება?!

ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა:

სარდალმა გაიცინაო:

ებძანა: „დილით ივანე

ჯარს წაუძღვება წინაო"

ულვაშის გრეხით, თამამად,

საკვირლად მოილხინაო.

მეწინავედა გვიბრძანეთ,

გავსცურავთ, საცა წყალია;

შორით მოვსულვათ, რიგია,

პირველთ ვაცნობოთ ძალია,

თუ ვარგა შენი თუშები,

ან მათი გორდა ხმალია.

ვითხოვოთ, პირველთ მივიდეთ,

ეს არის ჩვენი თხოვანი,

შენი ვართ ალვანთ თუშები,

კაზმულ-იარაღოვანი.

თუში თუ უკან დარჩება,

ვისგან ეღირსოს გლოვანი

და ხომ დაგვძრახავს მოსაზღვრე

ფშავნი, ხევსურნი, წოვანი.

გამოსალმებით დავხოცნოთ,

დღეს არის საომარია,

რაზმით მივმართოთ ერთიან,

საცა ურდიან ჯარია;

ცეცხლათ აუჩნდეთ შუაში,

ავტეხოთ სისხლის ღვარია;

ვაჟკაცად ვინცა მოკვდება,

ღმერთო, აცხონე მკვდარია!



Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...