Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2015

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ძველი პრესა გურიის შესახებ

1868 დროება N10, 8 მარტი ცნობა ოზურგეთში გამართული წარმოდგენის შესახებ 1875 წელი დროება N34, 21 მარტი დღიური      ჩვენ შევიტყეთ, რომ თ. ანტონ ნაკაშიძის მეცადინეობით, ამ მოკლე ხანში გურიაში შვიდი სასოფლო შკოლა გახსნილა; თითო მასწავლებელს სამას-სამას მანეთს აძლევენ წელიწადშიო. ამასთანავე გვწერენ, რომ თ. ანტ. ნაკაშიძეს ამ სასარგებლო მოქმედებისათვის უფ. ქუთაისის გუბერნატორისაგან მადლობა მიუღია. კი არის სწორეთ მადლობის ღირსი, და არა მარტო ადმინისტრაციის მხრით      გურიიდამვე გვწერენ, რომ აქ სასოფლო ბანკებზე ბევრი ლაპარაკი არისო; მაგრამ კაცი არ ამოჩნდა, რომელმაც ამ საქმეში მოთაობა იკისროს და დაიწყოსო      იქიდამვე გვატყობინებენ, რომ ოზურგეთის ქალაქის ფული სადღაც გაჰქრა, კაცმა არ იცისო დროების კორესპონდენცია ოზურგეთი, მარტის 12-ს      დროების მეოცდა ექვსე ნომრის „დღიურში“ გამოცხადებული ორიოდე ამბავი, გურიის სასოფლო შკოლებზე, მაიძულებს უფრო დაწვრილებით მოგწეროთ ამ საგანზე.      გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზედ და მე ვგონე...