Skip to main content

დავით კლდიაშვილი კრილოვის მიერ გურიის გადაწვის (1906 წ.) შესახებ

    კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვიდა გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი.
    კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთი გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს.
    კრილოვი კი წვავდა, ცეცხლს აძლევდა, სიკვდილს აყენებდა მარჯვნივ და მარცხნივ. საკმარისი იყო ჯაშუშის უბრალო ცნობა, რომ დასმენილის სახლ-კარს წაესმებოდა ფისი, ზედ დაესხმებოდა ნავთი და ავარდნილ ალში, მწარე ცრემლებით ხმამაღლა მოტირალთა ბღავილში იფერფლებოდა შენობა, იწვოდა, იღუპებოდა საქონელი, ნიავდებოდა მთელი ქონება
    წარმოუდგენელი სასტიკობა განუშორებელი თვისებაა რუსის თვითმპყრობელური ხელისუფლების მაღიარებლებისა.
    კრილოვის სასტიკობამაც უნაყოფოდ ჩაიარა, მან ვერ მოდრიკა, როგორც ის ფიქრობდა, გურია. ნერვებაშლილი, მოქანცული, მღალული, იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში. შეშინებული, რომ არ მოეკლათ, ნამალევად ჩაიყვანეს ბათუმში და ნამალევად ღამით მიაყენეს ზღვაში გაჩერებულ გემს, ჩასვეს და გაისტუმრეს, საიდანაც იყო მოსული.

ალიხანოვი გურიაში. ავტორი გ. დაუგიძე (ნახატი)


ალიხანოვის მიერ გადავწვარი ერთ-ერთი ქუჩა (ფოტო)

ოზურგეთის ბაზარი გადაწვის შემდგომ (ფოტო)




Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...