ეს პოსტი ეხება ოზურგეთში დაბადებულ მიხეილ თუმანიშვილს , რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი, 1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986). 1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...
გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“, N20, 1927 გ უ რ ი ა შ ი გურიაში რეპრესიები განსაკუთრებულ პირობებში ხთება. საბჭოების არჩევნების შემდეგ უკვე დაიწყეს რეპრესიები. არჩევნების დროს თითქმის გარდა კომუნისტებისა დასაჭერ სიაში იქნა შეტანილი ყველა, ე.ი. ვინც კომუნისტების წინააღმდეგ მისცა ხმა. და მოჰყვენ იქიდან ნელ-ნელა და ამ უკანასკნელათ კი ჭერამ მასიური ხასიათი მიიღო. აგრეთვე რეპრესიები გამოიწვია ბუხარინის მოხსენებამ მოსკოვში ამიერკავკასიის ფრონტის შექმნის შესახებ. საქართველოს განსაკუთრებით მოიხსენებდა, ურჩევდა ქართველ კომუნისტებს განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ. მართალია თუ მტყუანი, ყველას იჭერენ და ჩეკაში დღეს გურულები ასობით დაითვლება. თუ წინათ ხელწერილი შველოდათ, დღეს ასეთი აღარ გადის. გადის მხოლოდ, თუ მისცემენ ხელწერილს იმისას, რომ ორგანიზაციას ან-დევნილებს ჩააგდებინებენ ხელში. ტანჯვა-წამება ხომ უმაღლეს წერტილამდის არის განვითარებული. აქამდე ქალებს სარდაფში არ აგდებდენ და არც ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდენ. დღეს კი ეს პირიქით ხთება: ქალები კვირაობით...