Skip to main content

Posts

თეოდორ შანინი გურიის რესპუბლიკის შესახებ

ნაწყვეტი ბრიტანელი სოციოლოგის, თეოდორ შანინის 1986 წლის წიგნიდან “Revolution as a Moment of Truth: 1905-1907→1917-1922”(რევოლუცია, როგორც ჭეშმარიტების მომენტი). ამ წიგნის ერთ-ერთი ქვეთავის - „გლეხთა ხელისუფლება“ - ერთი პარაგრაფი ეხება გურიის გლეხთა მოძრაობას. 

ჟანდარმერიის რაპორტი გურიის შესახებ, 1905-1906

ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს გენერალური შტაბის კანცელარიის უფროსი, გენერალ-მაიორი ტროფიმოვი ქ. ბათუმის დროებითი სამხედრო სასამართლოს მიერ 1903 წლის, 15 დეკემბრის სასჯელით, ბათუმის ციხეში მყოფი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის უეზდის მაცხოვრებლები, სოფელ ბასილეთის მკვიდრი ანანია გაბრიელის ძე ცხოიძე და ვაკიჯვრის მკვიდრი ოლარიონ ფლამენგოს ძე მდინარაძე ცნობილი იქნან დამნაშავეებად, მათ მიერ 1903 წლის, 30 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის. მათ და კიდევ სამ სხვა ბოროტმოქმედებს შორის, მიღებული შეთანხმებით ყაჩაღური თავდასხმისთვის, სოფლების: მარადიდი და ბორჩხას შორის მოძრავ ფოსტაზე, რომელსაც თან მოჰყვა, ფოსტალიონ გოგოლაშვილისა და პოლიციის დაცვის, დიასამიძის მკვლელობა, მეორე მცველის მეგრელიძის დაჭრა და საფოსტო ჩანთის ძარცვა, რომელშიც 6.800 რუბლი იყო, აქედან 3033 რუბლი და 5 კაპიკი მოგვიანებით ამოღებული იქნა, ორი მოკლული ბოროტმოქმედისგან, იმავე ანანია ცხოიძესგან, რის გამოც, დასახელებულ ცხოიძესა და მდინარაძეს მიესაჯათ, გამამტყუნებელი განაჩენი, სიკვდილის დასჯა ჩამოხრჩობის ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

გურამ თიკანაძე / Guram Tikanadze

მთამსვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძის ფოტოები ჩემი საოჯახო ალბომიდან. გურამი და მამაჩემი მამაჩემი მის მეგობარ ნანა მასხულიასთან ერთად, გურამის ფოტო

ფოტოები საოჯახო ალბომიდან / Pictures from Family Album

ანტონ მახარაძე და ეკატერინე ვასაძე ანტონ მახარაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მუშაობდა ქუთაისის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად  1913-1917 წწ. მარცხნიდან: გაბრიელ მდივანი, ანტონ მახარაძე და დათიკო ვასაძე, 1949 წ მარცხნიდან: პელაგია ვასაძე, ეკატერინე ვასაძე და ელენე ვასაძე. მამაჩემის ბებია კატუშა წყალტუბოში, მეგობრებთან ერთად, 1954 წ. ციცო თიკანაძე მეგობრებთან ერთად ისევ ციცო მეგობრებთან ერთად გრიშა  ნასაკირალის სამკურნალო წყლებზე, როცა კურორტის დირექტორი იყი დათო ორი წლის დათო შინაურ კურდღელთან ერთად თამრიკო 3-4 წლის, ქობულეთი ანტუშა