Skip to main content

Posts

გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები / Gurians by Vladimir Barkanov

რუსი ფოტოგრაფის, ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 80-იან წლებში გრიგოლ გურიელი ორი შეიარაღებული გურული. ამ ფოტოზე მარცხნივ გამოსახული კაცი მოხვდა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის ფოტოში, როგორც ფონური სურათი ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურულები - პოლ ნადარის ფოტოები გურია - დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები

ხატები გურიიდან / orthodox icons from Guria

გურიაში, რომელიც არ გამოირჩეოდა ეკლესიათა არქიტექტურით და სიძველით, ინახებოდა მრავალი უნიკალური და ძვირფასი ხატი. გურიის ხატები ფირზე აღბეჭეს რუსმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ნიკოდიმ კონდაკოვმა 1890 წელს, ასევე დიმიტრი ერმაკოვმა. ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, კონდაკოვის ფოტო ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, ერმაკოვის ფოტო ხატის ჩარჩო, შემოქმედი ხატი შემოქმედიდან ღვთისმშობელი, შემოქმედი ღვთისმშობელი, შემოქმედი, ხატზე არსებულ წარწერებში იხსენიებოდნენ მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე თამარ ათაბაგი და ძე ქაიხოსრო I გურიელი. წმინდა გიორგის ვერცხლის პერანგიანი ხატი, ლიხაური ღვთისმშობელი, ლიხაური, ხატზე არსებული წარწერა იხსენიებდა ქორონიკონს 1352 და კახაბერ I გურიელს, გურიის ერისთავს ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის ზურგი, ერმაკოვის ფოტო ღვთისმშობლის კიდევ ერთი ხატი ლიხაურიდან მაცხოვრის ხატი ლიხაურის ეკლესიიდან ტრიპტიხი, ჯუმათი ჯუმათის ტრიპტი...

ფრედერიკ ა. მაკკენზი: აჯანყება კავკასიაში

აჯანყება კავკასიაში არის ერთ-ერთი ბოლო თავი წიგნიდან „ტოკიოდან ტფილისამდე“ (1905), რომლის ავტორია კანადელი ჟურნალისტი ფრედერიკ არტურ მაკ-კენზი (1869-1931), რომელიც აშუქებდა რუსეთ-იაპონიის 1905 წლის ომს. აჯანყება კავკასიაში არის ამ წიგნის 30-ე თავი, სადაც მოთხრობილია 1905 წელს გურიაში რევოლუციური მოძრაობის შესახებ. როგორც შინაარსიდან ჩანს, დაწერილია მანამ, სანამ ნასაკირალის ცნობილი ბრძოლა  და შემდეგ  გურიის აოხრება  მოხდებოდა, ანუ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინაა. წიგნის ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ . ამასობაში ქვეყანაში მთავრობა უნდა გამკლავებოდა გლეხთა გაფიცვას.  ორი წლით ადრე გურულები, ესაა დიდი ტომი კავკასიის დასავლეთ საზღვარზე, შეეწინააღმდეგნენ მიწათმფლობელობის არსებულ პირობებს და უარი თქვეს მიწის დამუშავებაზე. მათი მიწა ძირითადად გამოიყენება სიმინდის კულტივაციისთვის და გადასახდელი არენდის ფორმა იყო მარცვლის განსაზღვრული რაოდენობა ყოველწლიურად. გლეხები აყენებდნენ პრეტენზიას, აშკარად სამართლიანად, რომ ცუდ სეზონებში მათ ვერ მოჰყავდათ რენტის გ...

გურულები - პოლ ნადარის ფოტოები / Photographs of Gurians by Paul Nadar

გურული მილიციონერები პოლ ნადარის, ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოებზე. ნადარი ბათუმში ფოტოებს 1890 წელს იღებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია გურულები, რომლებიც დრუჟინაში, იმავე მილიციაში მსახურობდნენ და ბათუმში იდგნენ  ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურია - ერმაკოვის ფოტოები გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...