Skip to main content

Posts

გურიის გაუქმებული მუზეუმები

1951 წელს გურიაში მოქმედებდა ორი მუზეუმი და იგეგმებოდა მესამის გახსნა. ამჟამად გურიაში ცხრა მოქმედი მუზეუმია. აქ კი წარმოდგენილია  ადრე მოქმედი და გაუქმებული მუზეუმების სია: ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი გონებისკარში . მუზეუმი გაიხსნა 1957 წ. სახლი ჯერ კიდევ დგას ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმი  შემოქმედში, მოქმედებდა 1983-1990 წწ ნასაკირალის ბრძოლის  მუზეუმი ცხავათის მთაზე შენობის კვალიც აღარაა შემორჩენილი კონსტანტინე ლესელიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ხვარბეთში ბახვის მუზეუმი, დღეს აღარ არსებობს ჭიჭიკო ბენდელიანის მუზეუმი გორაბერეჟოულში ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში, გაიხსნა 1984 წელს ბორის ძნელაძის მუზეუმი სოფელ ბურნათში მახარაძელ და გენიჩესკელ კოლმეურნეთა მეგობრობის მუზეუმი შრომაში ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი დანჩენკოს მუზეუმის გახსნა

ძმები გურიელები / Gurieli Brothers

ჯამბაკურ (იგივე ჯაბა) გურიელი  (დ? - გ. 1902) და მისი ძმა ტელემაკი ცნობილი მგალობლები იყვნენ. ზიჩიმ ჯამბაკური გამოიყენა ფარსადან მეფის ტიპაჟისთვის. ტელემაკს დაბადებით ალექსანდრე ერქვა. გატაცებული იყო ქართული რუსული, ევროპული და ელინურ-ლათინური ლიტერატურით, განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგიით და ამიტომ დაირქვა ტელემაკი, ხოლო ქალიშვილს იუნონა დაარქვა. იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1915 წლიდან. ცხოვრობდა რაღაც პერიოდი ევროპაში. გარდა ქართულისა და რუსულისა, იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. მამია გურიელი პოეტი იყო. ჯამბაკურ გურიელი / Djambakur Gurieli   ჯამბაკურ გურიელი ნაბდით     ჯამბაკურ გურიელი ჩოხაში ჯამბაკურ, ტელემაკ, ვარდენ და მამია გურიელები  ჯაბაკურის მეუღლე ჯამბაკური ცოლ-შვილთან ერთად ტელემაქ გურიელი / Telemachus Gurieli ტელემაკი ტელემაკი მამია გურიელი / Mamia Gurieli

ედუარდ იუონი: ერთი წელი ამბოხებულ გურიაში

1905 წელს გურიის დამსჯელ ექსპედიციაში იყო გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი , რომლის წერილი „ერთი წელი ამბოხებულ გურიაში“ გადმობეჭდა 1907 წელს თბილისში არსებულმა გერმანულმა გაზეთმა „კაუკაზიშე პოსტმა“, რომელის რედაქტორი იყო არტურ ლაისტი. წერილი გერმანულიდან თარგმნა კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ. გამოქვეყნდა „24 საათში“.      ვცხოვრობდით ჩვენთვის, მშვიდად პატარა საგარნიზონო ქალაქში თურქეთის საზღვართან, როცა ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს ტელეგრაფით გვიბრძანეს: სასწრაფოდ დავძრულიყავით გურიაში დაწყებული მღელვარების ჩასახშობად. მეორე დღის ნაშუადღევს გავუდექით გზას და ხუთი დღის შემდეგ ჩვენი პოლკი უკვე გურიის საზღვარს მიადგა. 1905 წლის თებერვალი იდგა და კონტრასტი აქაურსა და იმ ამინდს შორის, უკან რომ ჩამოვიტოვეთ, ჯადოსნურად მოქმედებდა. თუმცა ჩვენი გარნიზონის ადგილსამყოფელი ბევრად უფრო სამხრეთით მდებარეობდა, იქ სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა (საგარნიზონო ქალაქი არარატის განშტოებაზეა განლაგებული ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე), ხოლო აქ, ნატანების მშვენიერ ველზ...

კასტელის ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Cristoforo De Castelli

დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი გენუადან. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს. 1634 წელს ჩამოვიდა გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა გურიიდან. გურიის სოფელი პოსკავეთი / village in Guria მთავარ გურიელის წინაშე ასამართლებენ კასტელს / De Castelli trial in front of Gurieli მამია II გურიელი / Mamia II Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli სიმონ II გურიელი  / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli მხატვარი ქალი როდია მიქელაძე / Rodia Mikeladze პოეტი ქალი ვიომინჯა ბერიძე / Viominga Beridze მალაქია გურიელი, გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი / Malakia Gurieli, Patriarch of western Georgia ჩონგურზე დამკვრელი გურიის სოფელ ზჯეტში / chonguri player in guria ...