Skip to main content

Posts

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია გურიაში შემორჩენილი ქვევრები, ასევე ქვის საწნახელები და მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები.  ვაზის ხისგან არის დამზადებულ ერკეთის მონასტრის აღსავლის კარები.  სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი . ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ. ქვასაწნახელი გონებისკარში ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი აგუნა, აგუნა გამეიარეო ბახვი, ასკანა მადმეიარეო ჩვენს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო საკრ...

1937 წელი გურიაში

გარყვნილების ბუდე ლენინის დროშა, N 71, გვ. 4; 1937 წელი მახარაძეში, ბათუმის ქუჩაზე N37-ში ცხოვრობს ისიდორე სოსელია. მისი ბინა გადაქცეულია გარყვნილების ბუდედ. აქ თავს იყრიან აზარტული თამაშის მოყვარულნი. ყოველ ღამე არის ქეიფი, ყვირილი, აურზაური. სოსელია ეწევა სისტემატურად ღვინით და არყით ვაჭრობას ოჯახშიც და ბაზარშიც. ყავს მობინადრედ გარყვნილი ქალები. იქ გამეფებული უმსგავსოებით შეწუხებულნი არიან ახლო-მახლო მცხოვრებნი. ლენინის დროშა, N 2, გვ. 4; 1937 წელი ბლოკნოტით ხელში დიდი ინდუსტრიული, სოციალისტური ქალაქების სტილზე მიდის მახარაძის რეკონსტრუქცია. მრავალსართულიანი შენობებით და ფართე, განიერი, მარადმწვანე მცენარეებში ჩამჯდარი ქუჩებით, ბაღებით და სკვერებით მშვენიერდება იგი. ყოფილ ხუნდაძის ბაღში მოეწყო ციტრუსების სანერგე. არ ითმენს ცხოვრება ვიწრო ქუჩებს. ფართე, განიერი და კეთილმოწყობილი უნდა გახდეს იგი ბაზარში, ჯიბუტის დაღმართს ქვემოთ ნახევარ ჰექტარზე გაშენდა ციტრუსოვანი ბაღი.   ქალაქის ცენტრში დაინგრა უშნოდ ნაგები დარაბები და გაშენდა სუბტროპიკული ბაღ...

ვარლამ სიმონიშვილი / Varlam Simonishvili

1920 წ.

საქართველოს მაგნეტიტი

ბ. მესხი საქართველოს მაგნეტიტის სამმართველოს დირექტორი   „ლენინის დროშა“, 13 ივლისი, 1946 მაგნეტიტის საბადოების შესწავლა დაწყებული იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, მაგრამ მას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განახლებულ იქნა გეოლოგიურ საძიებო სამუშაოები. 1941 წელს ნატანების უბნიდან გრიგორეთის უბნამდე გამორკვეულ იქნა ზღვის სანაპირო ზღვიდან 600 მეტრის მანძილზე, როგორც მაგნიტიტის საბადო. 1944-1945 წელი თითქმის საცდელ მუშაობას მოუნდა, ხოლო მიმდინარე წელში კი შედარებით მცირე მექანიზაციით - „გამამდიდრებელი“ ღარებით დავიწყეთ საექსპლოატაციო მუშაობა. ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მომცემი გახდება საქართველოს მაგნეტიტი. ხუთწლედის მეორე წელს დავიწყებთ მუშათა ბინათმშენებლობას ათასი კაცისათვის. სადგურ ურეკში აგებულ იქნება ერთი ფართო ლიანდაგიანი შესახვევი, სადგურიდან ზღვის სანაპიროზე გავიყვანთ 12 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიან რკინიგზას. და...

მახარაძის „კოლმეურნე“

სტატიაში აღწერილია მახარაძის „კოლმეურნეს“ (შემდგომში „მერცხალი“) მზადება 1956 წლის საფეხბურთო სეზონისთვის

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...