Skip to main content

Posts

Showing posts from 2023

სამსონ ფირცხალავა გურიის რესპუბლიკის შესახებ

სამსონ ფირცხალავას წერილი (ფსევდონომით „სიტყვა“) მოკლედ აჯამებს 1902-1904 წლებში გურიის გლეხთა მოძრაობას. წერილი გამოქვეყნდა ცნობის ფურცელში N2753 , 1905 წლის 24 თებერვალს გურიის ამბები* საზოგადო ცნობები     დღევანდელი მოძრაობა გურიაში დაიბადა პირ-და-პირ ეკონომიურ ნიადაგზე, რასაც ნათლად გვიმტკიცებს მოძრაობის მოკლე ისტორიული განხილვა: მიწის სიცოტავე, დიდი იჯარის ფასი, მძიმე გადასახადები, დრამის ფული - აი რაზე აღორძინდა უკმაყოფილება. მოძრაობა დაიწყო მოუსავლობის დროს და უპირველესად იმ ადგილებში, სადაც ხალხი ყველაზე უფრო გაჭირვებული იყო. მეტად მოუსავლიანი იყო 1901-1902 წლები. ქცევა ძლივს იძლევოდა 10-15 ფუთ სიმინდს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ქცევა იძლევა 40-60 ფუთს. მოუსავლობას სრულიად არ მიაქციეს ყურადღება და გლეხებისაგან თხოულობდნენ წინანდელ ღალას. გლეხი იძულებული იყო საკუთარის ადგილის შემოსავლისაგან ან ფულით დაეკმაყოფილებინა მემამულე და ვინც არ გადაიხადა ღალა, იმას დაუყოვნებლიც დავა აუტეხეს სასამართლოში საზოგადოდ გურიაში იჯარა მეტად შემავიწროვებელია გლეხისათვი...

ფილიპე მახარაძის ორი წერილი გურიის რესპუბლიკის შესახებ

გურიის ვითარება      იმ დროს, როცა კასპიის ზღვის პირას მდებარე ქალ. ბაქოში მომხდარ ამბების საზარელი სურათი ყველას თვალთ წინ გვიდგა, სწორეთ იმ დროს ჩვენში ხმა გავარდა, რომ კავკასიის მეორე დასამხარი, სახელდობ გურია, ანუ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა რაღაც მეტათ საშიშ მდგომარეობაში ვარდება და დიდი განსაცდელიც მოელისო. საქმე იმაში იყო, რომ როცა ბაქოში ორი მოძმე ერისგამხეცებული და გააფთრებული წევრები ერთიერთმანეთს მუსრს ავლებდენ და ადგილობრივი ადმინისტრაია კი ამის შემყურე განზე გამდგარიყო, იმავე დროს ოზურგეთის მაზრაში გაგზავნილ იქნა დიდძალი ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის უფროსობით, რომელსაც ამასთანავე განსაკუთრებული უფლებები ენიჭებოდა. ყოველივე ეს ყრუთ გაისმოდა ადგილობრივ საზოგადოებასა და პრესაში, და იმათზე, ვისაც ამაების ნამდვილი მნიშვნელობა ესმოდა, ეს ხმები მეტათ სამწუხარო შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი არა თუ ამ ერთი წლის წინეთ, არამედ ნახევარი წლის წინეთაც რომ მომხდარიყო, სრულებით შეუმჩნევლათ ჩაივლიდა, და ჩვენი საზოგადოება და პრესა მხოლ...