1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები . 1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი , რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა. 1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი . 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი. 1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი . დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში. 1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი . ...