Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2026

ბურგუნდიელები გურიაში

     1444 წელს ბურგუნდიელებმა სცადეს ბათუმის აღება და გაძარცვა. ეს მოხდა 1443-1444 წლების ე.წ. ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობის დროს.       XV საუკუნეში, უნგრეთ-ოსმალეთის ომების დროს უნგრეთი ცდილობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას. უნგრეთმა და ბიზანტიის იმპერიამ დახმარება სთხოვეს ბურგუნდიის საჰერცოგოს. ბურგუნდიის ფლოტი უნდა შესულიყო შავ ზღვაში და მხარი დაეჭირა ბალკანეთში მებრძოლი ჯვაროსნებისთვის. ბურგუნდია დათანხმდა თავისი ფლოტის, 7 დიდი და ერთი პატარა კატარღის გაგზავნას. ფლოტის თანადამფინანსებელი უნდა ყოფილიყო რომის პაპი. ფლოტის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი დე ვავრენი.  1444 წლის პოლიტიკური საზღვრები oldmapsonline მიხედვით     კ ონსტანტინოპოლში დე ვავრენმა ბურგუნდიელ რაინდ ჟოფრუა დე ტუაზის დაავალა სამი კატარღით ემოძრავა შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ტრაპიზონის იმპერიამდე. დანარჩენ ფლოტს ის უნდა შეერთებოდა ფეოდოსიაში, რომელიც მაშინ გენუის რესპუბლიკის კოლონია იყო. ჟოფრუა დე ტუაზის გერბი      დე ტუაზ...