Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2023

სამსონ ფირცხალავა გურიის რესპუბლიკის შესახებ

სამსონ ფირცხალავას წერილი (ფსევდონომით „სიტყვა“) მოკლედ აჯამებს 1902-1904 წლებში გურიის გლეხთა მოძრაობას. წერილი გამოქვეყნდა ცნობის ფურცელში N2753 , 1905 წლის 24 თებერვალს გურიის ამბები* საზოგადო ცნობები     დღევანდელი მოძრაობა გურიაში დაიბადა პირ-და-პირ ეკონომიურ ნიადაგზე, რასაც ნათლად გვიმტკიცებს მოძრაობის მოკლე ისტორიული განხილვა: მიწის სიცოტავე, დიდი იჯარის ფასი, მძიმე გადასახადები, დრამის ფული - აი რაზე აღორძინდა უკმაყოფილება. მოძრაობა დაიწყო მოუსავლობის დროს და უპირველესად იმ ადგილებში, სადაც ხალხი ყველაზე უფრო გაჭირვებული იყო. მეტად მოუსავლიანი იყო 1901-1902 წლები. ქცევა ძლივს იძლევოდა 10-15 ფუთ სიმინდს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ქცევა იძლევა 40-60 ფუთს. მოუსავლობას სრულიად არ მიაქციეს ყურადღება და გლეხებისაგან თხოულობდნენ წინანდელ ღალას. გლეხი იძულებული იყო საკუთარის ადგილის შემოსავლისაგან ან ფულით დაეკმაყოფილებინა მემამულე და ვინც არ გადაიხადა ღალა, იმას დაუყოვნებლიც დავა აუტეხეს სასამართლოში საზოგადოდ გურიაში იჯარა მეტად შემავიწროვებელია გლეხისათვი...