კოლექტივიზაცია ოზურგეთის მაზრაში შთაბეჭდილებანი ფილიპე მახარაძის წერილი, გაზეთი „კომუნისტი“ N65, 1930 წელი ამ ხანებში მე მომიხდა ოზურგეთის მაზრაში ყოფნა ორჯერ. პირველად დავყავი იქ სამი დღე (თებერვლის 17-20 რიცხვებში) ხოლო მეორედ რვა დღე (მარტის 8-15 რიცხვებში). იქ ყოფნის დროსმე ვინახულე როგორც მთლიანი კოლექტივიზაციის რაიონები, ისე ის რაიონებიც, სადაც მთლიანი კოლექტივიზაცია არ ტარდება, არამედ მიმდინარეობს ჩვეულებრივი კოლმეურნეობრივი მშენებლობა. ყველგან, სადაც კი მოვხვდი, გაიმართა ფართო საუბარი გლეხკაცობასთან. საუბარი ეხებოდა განსაკუთრებით მთლიანი კოლექტივიზაციის საკითხებს. მე მინდა ამ წერილში გავაცნო მკითხველებს ის შთაბეჭდილება, რომელიც მე მივიღე გურიაში კოლექტივიზაციის საქმესთან საკმარისად ახლო გაცნობის შემდეგ. ლაპარაკია კოლექტივიზაციის პირველ ნაბიჯებზე, პირველ ცდებზე. ამ პირველმა ნაბიჯებმა უნდა განსაზღვრონ შემდეგში კოლექტივიზაციის მსვლელობა, მისი შეფერხება თუ წარმატება, ე.ი. მისი განვითარების ნელი თუ სწრაფი ტემპი. თავისთავად იგულისხმება, ...