სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში დაბალია . კერძოდ , 28 თემიდან 20- ში მოქალაქეების ჩართულობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შემუშავებაში 5%- ზე ნაკლებია . ამას სისტემური ხასიათის მიზეზები აქვს , რომელთაგან ერთ - ერთი მთავარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული მოწყობის საბჭოთა დროინდელი სისტემა , დარაიონება , რომელიც უკვე 80 წელზე მეტია ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობისგან დისტანცირებასა და ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნებას . ნიშანდობლივია , რომ სოფლის , ქალაქისა და თემის დონეზე არსებული თვითმმართველობების ჩანასახების გაუქმება და თვითმმართველობის დარქმევა საბჭოთა პერიოდის რაიონებისთვის 2005-06 წელს განხორციელდა სწორედ იმ ხელისუფლების მიერ , რომელსაც ღიად და გაცხადებულად ჰქონდა არჩევანი გაკეთებული ცენტრალიზაციის სასარგებლოდ . საქმე ლაპ...