დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ 1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება: საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარიგს....