ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა ვახუშტი ბატონიშვილი ოზურგეთი ფეოდალურ ხანაში გურიელების, გურიის სამთავროს მფლობელების საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით შემოქმედის ქვემოთ, ოზურგეთში იდგა მათი სასახლე. გურიის უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა მისი მმართველობის დროს გურიელთა ნასახლარზე, სადაც ხის ერთსართულიანი სახლი იდგა, ძველი გალავნის შიგნით ახალი, სამსართულიანი, ქვით ნაშენი სასახლე ააგო 1812-14 წლებში. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა. ის ადგილი უჩხუბში, სადაც პირველი სასხახლე იდგა, შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ იყიდა. მანვე სასახლის ეზოში ააშენა მარანი, სამზარეულო და აბანო. გურიელის ნამარნევში 1888 წელს ასკოკიანი ქვევრი აღმოაჩინეს . აბანოს არქეოლოგიური ნაშთები კი 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს გაიხსნა და დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული. სასახლე და გალავანი დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. აბანო...