ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო. ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია. ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში შემოქმედის ეკლესია ჩანს. ეს ფოტო მუზეუ...