ბლოგ-პოსტების სერია დაწერილია დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის ბლოგისთვის EMC- ის ბლოგების ლინკები : ნაწილი I ნაწილი II ნაწილი III ნაწილი IV მგონი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები , ვისაც საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების სჯერა . მათ შორის , ვისაც ვიცნობ და ვისთანაც სახელმწიფო მოწყობაზე მისაუბრია , ისინი სჭარბობენ , რომლებიც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრეები არიან . რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულმა საქართველოს მთავრობის „ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ “ ამ საკითხებზე დისკუსია განაახლა . შევეცდები დავასაბუთო , რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას . რას ითვალისწინებს რეფორმა ? სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ მოწყობას : თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდას , ხოლო სოფლების გაერთიანებას თემ...