Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2012

ტურისტული ბილიკები გურიაში / Tourist trails in Guria

A massive, stone-carved winepress is located near Gonebiskari, in "Meskhiseul estate". Length of winepress is 6 meters, width - 120 cm, depth - 90 cm. მასიურ ქვაში ამოჭრილი საწნახელი მდებარეობს გონებისკარში, „მესხისეულში“. საწნახლის სიგრძე 6 მეტრია, სიგანე - 120 სმ, სიღრმე - 90 სმ.       path to the Askana Fortress from the center of village Mtispiri  ბილიკი სოფელ მთისპირის ცენტრიდან ასკანის ციხემდე The road begins and ends near Lanchkhuti, in the center of the village Shukhuti. The trail includes churches, other historical sites, and natural attractions. გზა იწყება და მთავრდება ლანჩხუთთან, სოფელ შუხუთის ცენტრში და მოიცავს ეკლესიებს, სხვა ისტორიულ ადგილებს და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.  This route offers a blend of nature and history, taking you through iconic landmarks. ეს მარშრუტი გვთავაზობს ბუნებისა და ისტორიის ნაზავს და გურიის ცნობილ  ღირშესანიშნაობებთან მიგიყვანთ. Powered by  Wikiloc   Gurian Oda houses / გურული ოდები   So...

როგორი უნდა იყოს ჩვენი გერბი

როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში. მცირე ისტორია ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს მიერთების შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა. ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგულ ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს. ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება. ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი 1843-1917 აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს  და ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს. ესაა ჩოხა...

ოზურგეთის სიღნაღიზაცია

ვინც ოზურგეთის საქალაქო ცხოვრებაში ასე თუ ისე ჩახდეულია, იცის:  ოზურგეთის ცენტრში სამშენებლო სამუშაოებია. გამოცხადდა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრი, მოედანი თეატრის წინ, რკინიგზის სადგური და მათი გამაერთიანებელი ჭავჭავაძის ქუჩა.  რაკიღა ამ პროცესს არავინ შეწინააღმდეგებია, ვალდებულად ვთვლი ორიოდ სიტყვა ვთქვა, რა და რატომ არ მომწონს. ჯერ პროცედურული ნაწილი პროცესი გაუმჭვირვალეა. პროექტებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საჯარო გახდა უკვე შედგენილი პროექტები და ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ უკვე არსებული პროექტის შესრულებაზე. თუმცა პროექტიც ხმამაღალი ნათქვამია - რეალურად ესაა მხოლოდ მოდელები და მაკეტები, სადაც არც ფონი ჩანს, არც ბუნება, არც სხვა შენობები, არც ქალაქის ურბანული თავისებურებები. ყოფილი ფოსტის შენობა ჭადრების ბაღში   ეს მოდელები კი შეადგინა იმ ჯგუფმა, ვინ თბილისში აღმაშენებლის გამზირისა და კალაუბნის სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ოზურგეთში ისეთივე გაპრიალებული კინოს დეკორაციები უნდა მივიღოთ, როგორც თბილ...

სახელმწიფოს სახელწოდება - გეორგ ელინეკი

სახელმწიფოს ზოგადი თეორია თავი მეხუთე სახელმწიფოს სახელწოდება        ყველა მეცნიერების ტერმინოლოგიის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული თავად ამ მეცნიერების ისტორიასთან. სიტყვასა და მის მნიშვნელობას შორის არსებობს განუწყვეტელი ურთიერთქმედება. სიტყვა არცთუ იშვიათად ხალხის ან ეპოქის მთელ მეცნიერებას უჩვენებდა გზას. ბერძნებთან სახელმწიფოს ეწოდებოდა πόλης  ანუ სახელმწიფო იყო ქალაქის იგივეობრივი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს შესახებ ბერძნულმა სწავლებამ, დარჩა რა ქალაქ-სახელმწიფოს ნიადაგზე, ვერასდროს შეძლო, მოეცვა მიწა-სახელმწიფო. როდესაც საუბრობდნენ ვრცელ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებზე, მათ აღნიშნავენდნენ, როგორც მოსახლეობის ერთობლიობას მაგრამ სახელწოდებას, რომელიც მცხოვრებთა ტერიტორიისადმი დამოკიდებულებას გამოხატავდა, არასდროს შეუძენია ამაზე უფრო ფართო მნიშვნელობა. თუმცა არცთუ იშვიათად πόλης-ც ამავე შინაარსით (მოსახლეობის ერთობლიობა) გამოიყენებოდა. ათენელები, თებეელები, კორინთოელები სრულიად გაიგივებულები არიან საკუთარ ...