Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2014

პირველმაისობა გურიაში

პირველი მაისი პირველად გურიაში 1892 წელს აღნიშნეს, მაშინ როცა თბილისში პირველად 1899 წელს აღინიშნა მცირე მასშტაბით და ქალაქგარეთ, ხოლო 1901 წელს - მიტინგით ქალაქის მოედანზე, რომელსაც, სხვათა შორის, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ რედაქციის გაჩხრეკვა და ნოე ჟორდანიას ერთწლიანი დაპატიმრება მოჰყვა. სოციალ-დემოკრატიული იდეებით გატაცებული გურულებისთვის 1 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი იყო და მას შეძლებისდაგვარად აღნიშნავდნენ 1904 წლამდე. ცნობილია, რომ პირველი მაისი 1904 წელსაც აღნიშნეს ქალაქ ოზურგეთის ბაზარსა და მაზრის სხვადასხვა სოფლებში. 1906 წელს, 1905 წლის რევოლუციის დამარცხების და გურიაში აჯანყების  სასტიკი ჩახშობის  შემდეგაც კი არ შეშინებიათ გურულებს 1 მაისის აღნიშვნა. ერთი ასეთი ფაქტია ცნობილი სოფელ ბაილეთში საპირველმაისო მიტინგის გამართვისა. მონაწილის, მიზარბერ გობრონიძის ცნობით ( მაისობა გურიაში, ლენინის დროშა N 35, გვ 1, 1937 წ. )  სოფელ  ნაურმევში ნოე დარჩიას ქუხნაში შეიკრიბნენ: სევასტი შავიშვილი, ხალამპრე ხავთასი, ბესარიონ რუსიძე, ილარიონ ქილიფთარი, სამსონ გოგუაძე, სამ