აქ წარმოდგენილია ოზურგეთის ის შენობები, რომლებიც რაიმე ნიშნით მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის და რომლებიც დღეს აღარ დგას.
1. მამია V გურიელის სასახლე და „დრუჟინა“
მამია V გურიელმა, გურიის უკანასკნელმა მთავარმა ოზურგეთში სასახლე 1812-14 წლებში აიშენა. 1829 წლისთვის სასახლე სანახევროდ დანგრეული იყო. რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს დაპყრობის შემდეგ, სასახლის გალავნის შიგნით აშენდა რუსული ჯარის, ე.წ. დრუჟინის სამსართულიანი შენობა, სადაც ოზურგეთის მაზრის ხელისუფლება განთავსდა. დრუჟინის შენობა საბოლოოდ დაანგრიეს 1950-იან წლებში.
გურიელების სასახლის გალავანი და დრუჟინა, ლადო მალაზონიას ნახატი |
1870-იან წლებში, როდესაც დეკანოზმა ქიქოძემ საკუთარ სახლში განთავსებულ ოზურგეთის სასულიერო საწავლებელს შენობის დაცლა მოსთხოვა, გრიგოლ გურიელმა სკოლას სერის უბანში მდებარე საკუთარი სახლი ნახევარ ფასად დაუთმო. შენობა 2008 წელს დაანგრიეს.
სტამბა ოზურგეთში გაიხსნა 1891 წელს. ოზურგეთი იყო რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ. 1981 წელს, სტამბის დარსებიდან 90 წლისთავზე ძველი სტამბის ადგილსამყოფელზე დაიდგა იქ მემორიალური დაფა, რომელიც დღეს აღარ დგას.
4. წმინდა მარინეს ეკლესია
ხით ნაგები წმინდა მარინეს სახელობის ხით ნაგები ქართული ეკლესია იდგა ქალაქის ბაღში სამხედროთათვის განკუთვნილ რუსულ, ასევე ხის, ეკლესიასთან ერთად. ტაძრის ირგვლივ ტრადიციულად სასაფლაო იყო, სადაც სხვათა შორის დაკრძალული არიან ფილიმონ ქორიძე, გრიგოლ გურიელი და სხვები.
5. ფრანგთა ეკლესია
კათოლიკური ეკლესია (ფრანგების ეკლესიას ხალხი) მის ირგვლივ არსებული სასაფლაოთი და ბაღით ოზურგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ეკლესიის ხის შენობა 1960-იან წლებამდე იდგა, ბაღმა 1940-იან წლებამდე იარსება, მისი ერთი მცენარე კი დღესაც დგას კერძო ასმოსახლო ნაკვეთში.
6. კინოთეატრი „ილუზიონი“
1914 წელს გერმანე გოგიტიძემ, კინოპროდიუსერმა და ქართული კინოს პიონერმა, რომელიც ოზურგეთის ქალაქის საბჭოს წევრიც იყო, ააშენა 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელსაც ასევე აუშენა ელექტროსადგური. კინოთეატრმა იარსება 1918 წლის აპრილამდე, გურიაში ოსმალეთის იმპერიის შემოჭრამდე. ივნისში, როცა ოსმალეთმა გურია დაცალა, მისმა არმიამ ქალაქი გაძარცვა და გოგიტიძის ელსადგურის ძრავებიც თან გაიყოლა.
ძველი თეატრი, ლადო მალაზონიას ნახატი |
7. ექიმ ქავთარაძის სახლი
ეს გურული ტრადიციული ხის ოდა-სახლი, რომელიც, ამავდროულად, გამოირჩეოდა სხვა ასეთივე ოდა-სახლებისგან, იდგა რუსთაველის და გამსახურდიას ქუჩების კუთხეში, თეატრის უკან. დაანგრია მესაკუთრემ 2015 წელს.
იდგა ნინოშვილისა და რუსთაველის და ჟორჟოლიანის ქუჩების კუთხეში, ფიჭვნარითა და კრიპტომერიებით გაშენებულ ბაღში. ატარებდა ფილიპე მახარაძის სახელს. დღეს მის ტერიტორიაზე საავადმყოფოა.
9. მრავალფუნქციური შენობა გურიის ქუჩაზე
ამ შენობაში განთავსებული ავტოსადგური, მუზეუმი, მასწავლებელთა სახლი, სახელმწიფო გამომცემლობის წიგნის მაღაზია. დაიწვა ახალი წლის ღამეს.
შენობა გურიის გამზირის მხრიდან |
სასტუმროს ორსართულიანი, აგურით ნაგები შენობა აშენდა 1935 წელს. 1958 წელს დააშენეს მესამე სართული, 1968 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. დაანგრიეს 1979 წელს, რათა აეშენებინათ ახალი შენობა, რომელიც დღემდე დგას.
1958 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ |
შენობაში განთავსებული იყო მახარაძის დრამატული თეატრი 1962 წლამდე, სხვადასხვა ანსამბლი და ქალაქის N1 ბიბლიოთეკა. დაანგრიეს 1979 წელს ქალაქის ცენტრის „თანამედროვე არქიტექტურულ-საინჟინრო პრინციპებზე მოწყობის“ საბაბით.
ამ რესტორანში უმასპინძლეს 1962 წელს მახარაძეში ჩამოსულ ჯორჯ ბალანჩინს. შენობა დაანგრიეს 1979, რადგან ქალაქის ცენტრში ერთსართულიანი რესტორანი არ უნდა ყოფილიყო.
Comments
Post a Comment