Skip to main content

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით.

გვარები
ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ.

ჰიდრონიმები:

ორაგვისღელე,
ოჩოჩხა (მთისპირი),
ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი)

ქალაქების და სოფლების დასახელებები:

ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდება.
ლანჩხუთი - ქალაქის სახელი ერთი ვერსიით უკავშირდება სიტყვა ჩხოუ-ს (ჩხოუ-ს), რაც ძროხას ნიშნავს. ამრიგად, ლანჩხუთი აღნიშნავს საძროხეს. უფრო სარწმუნო ვერსიით
ჭანიეთი, ჭანიეთური - „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან უნდა მოდიოდეს
ონჭიკეთი - უნდა მომდინარეობდეს ოჭინკეთიდან ანუ „საჭინკეთიდან“, ჭინკებით დასახლებული ადგილიდან.
ომფარეთი - სამალავი ადგილი
ორაგვე - „სარაგვეს“, „რაგვით“ ანუ მცირე მახეებით გარეულ ფრინველზე სანადირო ადგილებს ნიშნავს.
ოკვანე
ჩოჩხათი - მეგრულად "ჩოჩხ" ნიშნაცს ცაცხვს, შესაბამისად ჩოჩხათი აღნიშნავს ცაცხვებით გაშენებულ ადგილს.
ჯიხანჯირი - მეგრულად ჯიხა ნიშნავს ციხეს, ჯირი - ძირს. სოფელში შემორჩენილია კლდეზე მდგარი ციხე -სიმაგრის ნანგრევები.
ჯაპანა - მეგრულად ჯაპ ნიშნავს თუთას, შესაბამისად ჯაპანა - თუთნარს
დვაბზუ - ნიკო მარის აზრით ნაწარმოება როგორც „ტუაფსე“ მეგრული თავსართი „დო-დან“ დო აბზუ.
ნოღა - ნიშნავს წყლიან თხრილს, ასეთ თხრილებს ავლებდნენ დასახლებული პუნქტების გარშემო
ჯუმათი - ნიშნავს საძმოს (ჯუმა - ძმა, ძმობილი)
ბაღლეფი - ბაღები, ბაღებიანი ადგილი
ჭყონაგორა - მუხების გორა


Comments

  1. გურულები ესპანეთიდან (იბერიიდან) არიან და საქართველოში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ჩამოსახლდნენ და მაგ ადგილს ბერძნები კავკასიის იბერიას ეძახდნენ.... გურულები კალანდას დღესაც აღნიშნავენ რაც ესპანურად მზის სადიდებელია, ცეკვავენ წრეზე სამსართულიანს ესეც მზის სადიდებელია, მღერიან დამანჭული კრინით (კრიმანჭული) და თამაშობენ ლელოს (რაგბს), რაც შეეხება მეგრულ გვარებს ისინი გურიელმა დადიანისგან გამოისყიდა მთელი ოჯახები და მანამდე არავითარ მეგრელებს მაგ ტერიტორიაზე არ უცხოვრიათ.... რაც შეეხება ადგილმდებარეობის სახელების დაშლას და თანამედროვე მეგრულ სიტყვებზე წამგვანებას მაშინ (москва-მოი სკუას-მოდი შვილოს(მეგრულად)) უნდა ნიშნავდეს ხოლო ქალაქი დორტმუნდი (დორთის საჯდომს - მეგრულად) და როგორც ხვდებით ეს ყველაფერი დიდი სისულელე და სასაცილოა..... ქვემო გურია სხვათა შორის ბათუმსაც მოიცავდა და მას თავადი თავდგირიძე მართავდა

    ReplyDelete
    Replies
    1. ქართველებისა და ესპანეთში მცხოვრები ბასკების (რომლებიც იბერების შთამომავლებად მიაჩნიათ) ნათესაობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის

      Delete
    2. ძველად დაახლოებით ჩვ. წ. აღ-ით II საუკუნეში, "ჭანური" უშუალოდ მიჰყვებოდა "მეგრულს", წარმოადგენდა მის გაგრძელებას. შემდეგ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ქართველური ტომთაგანი აღმოსავლეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შიგ შუაგულში შეჭრილა და მეგრელები და ლაზები ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილი ადგილის მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ. ამის გამო ახლანდელი გურულები და იმერლები გაქართველებულ მეგრელ-ლაზებად უნდა ჩაითვალოს (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია , ტომი I, 1913 წელი, გვ. 57 ), ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართულად მოლაპარაკე ტომთა შესვლა ახლანდელი იმერეთისა და გურიის მიწა-წყალზე უნდა მომხდარიყო VI-VIII საუკუნეებში.

      Delete
    3. როგორც უკვე მოგახსენეთ, წარსულში ლინგვისტური კვლევა ერთადერთი საშუალება იყო ეთნიკური წარმომავლობისა. დღესდეობით გენური მედიცინის კვლევებით ლაზებზე და მეგრელებზე მეტად ძველი კოლხური სისხლი ქვემო იმერეთში არის შენარჩუნებული. საუბარი მაქვს G1 ჰაფლოჯგუფზე. შესაბამისი დასკვნები თვითონ გამლიტანეთ. G1 ჰაფლოჯგუფი რათქმაუნდა მეგრელებში, ლაზებში და გურულებშიც დომინანტია, მაგრამ სხვა ჰაფლოჯგუფებიც მრავლად გვხვდება, სავარაუდოდ შემდეგში შერეული. კონკრეტულად კოლხეთში არ არის დადასტურებული ზანური ენა იყო თუ არა დომინანტი ენა და ვერც ვერასდროს ვერ დადასტურდება, არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის თანამედროვე სვანურის წინაპარ ენაზეც. სვანებში G1 ჰაფლოჯგუფი დღეს 99 პროცენტითაა წარმოდგენილი, ე.წ. ოსებში (ირანულ ენაზე ალაპარაკებულ დვალებში) 94 პროცენტით. ასე, რომ ძირძველი ქართული ჰაფლოჯგუფი საერთო იყო სვანურ-ზანურ-დვალური ტომებისთვის. შევეშვათ უაზრო კვლევა-ძიებას წარსულში, ქართული ერთობა ამით ვერ მოიგებს. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ე.წ. ოსები (ანუ ძირძველი დვალები) დაუბრუნდნენ დედასამშობლოს. ვესაუბროდ აფხაზებს ძმურ ენაზე, მართალია ოსებისგან განსხვავებით, ისინი ნამდვილად არ არიან არც გენეტიკურად და არც ლინგვისტურად ქართული ეთნოსის ნაწილი, მაგრამ კულტურული ერთობა გვქონდა საუკუნეების განმავლობაში და უნდა გახდნენ ქართული ოჯახის წევრები აუცილებლად.

      Delete
    4. უნებლიედ შეცდომა დავუშვი რათქმაუნდა G1-ის ნაცვლად G2 უნდა დამეწერა.

      Delete
    5. apxazebi kartvelebi arian. apsuebi ki, visac chven, kartvelebma apxazoba gadavabaret apxazettan ertad, (tkvenc mat shoris, pativcemulo da ai am gancxadebit kidev daadasturet tkveni galati), kartvelebtan da apxazebtan aranair kavshirshi ar arian. osebs eg ar utxra, rac ak dacere, torem tavs mogaclian. Apxazebi arian zustad is megrelebi, romlebsac xelidan ver gaagdebineb am megrelobas da ver atkmevineb, rom sinamdvileshi isini arian apxazebi. Jer berznebma zides ikedan okros sabado - apxazuri geni, mere muslimebma xan stambolis da xanac Cairos bazarze kides... mere mepis rusetma da tavad megrelebsac ar daukliat xeli apxazebis motaceba-gakidvashi.... da rodesac dacarielda zirzveli -indigenous kartuli sisxlisgan teritoria, apsnis tomebma kargad sheitavses es roli.... ratomac ara, ik macxovrebelma megrelebma tvinebi gamoirecxes, komunistebis shetenili istoria gaizepires, sakidlebze moskovebshi da sochebshi darbodnen da kartulad saubars arc kadrulobdnen, dedakalakad moskva kondat... dgemde arc erts camocdeba, me var apxazi, indigenous -mkvidri mosaxleoba da damabruneto... danarchen sakartveloshic aravin ambobs amas da ... saertod gindat dabruneba am teirtoriis tu apriori dakidebuli gkondat kvelas da me mimalavdit? e bicho, tkvit da davikideb mec.

      Delete
    6. აფხაზები მეგრელებიც გახდნენ? :D მთლიანი დედამიწის მაცხოვრებლებიც მეგრელები არიან ოე

      Delete
  2. გურულები ესპანეთიდან (იბერიიდან) არიან და საქართველოში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ჩამოსახლდნენ და მაგ ადგილს ბერძნები კავკასიის იბერიას ეძახდნენ.... გურულები კალანდას დღესაც აღნიშნავენ რაც ესპანურად მზის სადიდებელია, ცეკვავენ წრეზე სამსართულიანს ესეც მზის სადიდებელია, მღერიან დამანჭული კრინით (კრიმანჭული) და თამაშობენ ლელოს (რაგბს), რაც შეეხება მეგრულ გვარებს ისინი გურიელმა დადიანისგან გამოისყიდა მთელი ოჯახები და მანამდე არავითარ მეგრელებს მაგ ტერიტორიაზე არ უცხოვრიათ.... რაც შეეხება ადგილმდებარეობის სახელების დაშლას და თანამედროვე მეგრულ სიტყვებზე წამგვანებას მაშინ (москва-მოი სკუას-მოდი შვილოს(მეგრულად)) უნდა ნიშნავდეს ხოლო ქალაქი დორტმუნდი (დორთის საჯდომს - მეგრულად) და როგორც ხვდებით ეს ყველაფერი დიდი სისულელე და სასაცილოა..... ქვემო გურია სხვათა შორის ბათუმსაც მოიცავდა და მას თავადი თავდგირიძე მართავდა

    ReplyDelete
  3. მე მახარაძეს ვერსიას ვემხრობი იმიტომ რომ თვითონ სიტყვა ,,გურია" მეგრულად შუაგულს ან გულს ნიშნავს ამდენი დამთხვევა არ შეიძლება არსებობდეს მეგრულ სიტყვებთან მიმართებაში და კიდე ყველამ იცის რო ლაზები ჭანები მეგრელები ერთი ფუძის მქონე ხალხები ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია) მე გურულებს არაფელს ვერჩი და არ ვამტკიცებ რომ საიდანაღაც მოვიდნენ მეთქი შეიძლება ესენ ის ხალხები არიან ისევ ოონდ შეცვლილი რაღაც მიმართულებით გრიგოლ მომეწონა შენი ვერსია, საჯაიამ თქვა მე გურული ვარ ძამა იყავი ძმაო ვინ გიშლის მაგრამ ეს თავის მოტყუება უფროა ვიდრე სიმართლე ორ-სამ თაობაში გენელოოგის შეცვლა წარმოუდგენელია ამ პროცეს საუკუნეები ჭირდება.

    ReplyDelete
    Replies
    1. სად გურია და სად მეგრელი.

      Delete
  4. ჯავახეთის მოსახლეობის ქართიზაცია ანუ ქართული ენის გავრცელება მოხდა ქართლიდან ჯავახეთში შემოსული ლტოლვილი მოსახლეობის მიერ ქართლში არაბობის დროს. შემდეგ, ქართულის დიალექტზე მოსაუბრე ჯავახეთელები შემოდიან ეგრისის ცენტრალურ ნაწილში - გურია. ბიზანტია-ირანის 20 წლიანი ომი, რომლის ლელო ეგრისი ანუ ლაზიკა იყო, ის ძალიან დაასუსტა და გაუკაცრიელა. ამიტომ ჯავახების შემოსვლა ადვილად მოხდა. ძირითადი ტოპონიმები ჯავახეთელები ადგილზე დახვდათ: გურია, ლანჩხუთი, ოზურგეთი და სხვ. მოხდა შემდგომ ადგილობრივი კოლხების ანუ ლაზ-მეგრელების და ჯავახეთიდან შემოსული მოსახლეობის შერწყმა და ჩამოყალიბდა ახალი დიალექტი ქართული ენის - გურული და ახალი ეთნოსი - გურულები.

    ReplyDelete
    Replies
    1. Unknown - uechveli somexi istorikosi xar, an misi shvili! :D

      Delete
  5. ახალი ეთნოსი-გურულები. 😄😄. მგონი ეთნოსის მნიშვნელობა არ იცით. ან რა

    ReplyDelete
    Replies
    1. aba, jer espanetidan gadmogvasaxla, am somexma nabichvarma.... da mere axali ETNOSIC shekmna. xom unda gaxio axla eg cemit shuaze, rom xeli agar moubrundes aseti sisuleleebis sacerad!

      Delete
    2. და გურია და გურულს არაფერი საერთო არ აქვს მეგრელთან

      Delete
  6. ზოგადად მეგრელებს, როგორც ასეთი რათქმაუნდა მაგ ტერიტორიაზე არ უცხოვრიათ, მაგრამ ასევე რათქმაუნდა გავრცელებული მოსაზრებით მაგ ტერიტორიაზე ქართული ტომების დასახლებამდე ზანური ტომები სახლობდნენ. რომლებიც თანამედროვე მეგრელებს და ლაზებს ენობრივად უახლოვდებოდნენ და ამაზე დაფუძნებით მავანნი ეტყობა მეგრელებს უწოდებს. თუმცა აქვე მინდა შევახსენო მავანთ, რომ გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით დასავლეთ-ქართველურ ძირძველ ტომთა გენეტიკას დღესდეობით კვლევების თანახმად ე.წ. იმერლები უახლოვდებიან გაცილებით მეტად ვიდრე მეგრელები და გურულები. აქედან გამომდინარე კოლხთა სისხლისმიერი შთამომავლობა დღევანდელი ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე უნდა ვეძებოთ და ენობრივ სიახლოვეზე დაყრდნობილი კვლევა ძიება ნელ-ნელა წარსულის საკუთრება ხდება, რაც გენეტიკური კვლევის შესაძლებლობა გახდა ხელმისაწვდომი

    ReplyDelete
    Replies
    1. G2 ჰაპლოჯგუფი აქვთ ყველაზე ახლოს აფხაზებს ქართველებთან და კოლხებთან არანაირი საერთო არ აქვთ მეგრელებს

      Delete
  7. გურულებს რაც შეეხება, მისასალმებელია მათი იდენტურობის ძიება და განსაკუთრებულობის წარმოჩენა, მაგრამ მგონი ჯობია მეტი ყურადღება დღემდე წართმეულ ქობულეთს და ბათუმს დაუთმოთ და ის გააპიაროთ, რომ ჯერ ბათუმი და შემდეგ ქობულეთი, თურქებმა წაართვა გურულ ხალხს და შემდეგ აბსოლუტურად არასწორი სახელი აჭარა გაავრცელა ამ ტერიტორიაზე. მე პირადად ძალიან ყურს მჭრის ბათუმის და ქობულეთის აჭარად მოხსენიება, რადგან ხელოვნურად, გარეშე ძალის ჩარევით არის შექმნილი, თორე ბუნებრივი ტომობრივი განსახლების შედეგად ჩამოყალიბებულ ტოპონიმების ცვლილებაზე რათქმაუნდა არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო.

    ReplyDelete
    Replies
    1. შენ რა უნდა გელაპრაკოთ სომეხი ხარ უეჭველი

      Delete
  8. გურია რომ ვერ იქნებოდა გამოყოფილი მეგრულ-ჭანური არეალიდან, რამდენადაც მთელი კოლხეთის დაბლობი და შავიზღვისპირეთი იყო მათი განსახლების არეალი, ეს ფაქტია. მესხების შერევით და მერე იმერულ-მეგრული და აჭარული (თურქებისგან გამოქცეული) ნაკადების თავიდან შერევით ჩამოყალიბდნენ გურულები. და დღესაც მიდის ეს პროცესი, რამდენადაც მოსახლეობა კვლავ იცვლება, ძირითადად აჭარლების ხარჯზე. ეს დიდი პროცესია, მაგრამ წარმოიდგინეთ საუკუნეთა განმავლობაში რა სირთულეების წინაშე იდგა ყველა საქართველოში და გაგიადვილდებათ ..
    გურია არის უფრო ლაზური ანუ ჭანური კუთხე, ვიდრე მეგრული და ყველა ნაბიჯზე შეხვდებით ამის დადასტურებას.. ტოპონიმებში მდინარეების, სოფლებსი სახელები, უბნების და ა.შ. ძირითადად მეგრულ-ჭანურია. ჭანიეთი ახსენეთ და ჩოხატაურშია ასევე ჭანჭათი. სადაც ჯუმათი იხსნება, იქ აიხსნება ჯიხეთიც. და ასე შემდეგ

    ReplyDelete
  9. ისეთი კომენტარები წავიკითხე , უნდა გრცხვენოდეთ მაგის დამწერებს , სამეგრელოში იშვიათად თუ მოინახება ვინმე გურულთ მოძულე ხოლო პირიქით კი ძალიან ბევრია , როცა არგუმენტებს დაიდება მერე ზღაპრების მოყოლას იწყებენ და იმდენად არ უნდათ აღიარონ სიმართლე აგერ ბატონო ქართველობაზე უარსა ამბობენ , ხან ბერძნების შთამომავლები არიან ხან ესპანელების , გრცხვენოდეთ !

    ReplyDelete
    Replies
    1. ნუ ტყნავთ მეგრელები ტვინს კოლხობით.არ არიან კოლხების წინაპრები.ვენაცვალე გურულებს

      Delete
    2. კოლხების შთამომავლები ვართ მეგრელები და შენ ნუ ტყნავ ტვინს, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები წაიკითხე.

      Delete
  10. გურულები არის კოლხების(ჭანების) და იბერების შთამომავლები,სამეგრელო და მეგრელები თავის ადგილა იყო ყველა საუკუნეში,ლაზე თავის ადგილას და გურულები თავის ადგილას,ენას რაც შეეხება იყო საერთო კოლხური,მეგრულ- ლაზურ-ჭანურად დაყოფა არ გამოვა, ეს ისეთია ქართულ(იბერიულ) ენას რო ეძახდე ქართლურ-კახურ-იმერულ-რაჭულ-მესხურ-ჯავახურ-აჭარულ--თუშ-ფშავ-ხევსურულ და ა.შ ენას

    ReplyDelete
    Replies
    1. ისტორიას, ტოპონიმიკას და კიდევ სხვა ფაქტორებს თუ გავითვალისწონებთ, გურულების ნაწილი აბორიგენი ჭანების შთამომავალია, თუმცა დიდი ნაწილი სავარაუდოდ ქართულ ენაზე მოსაუბრე მესხებისა, ვინაიდან ზანური ენა მანდ სრულად ქართული ენით ჩანაცვლდა. სამეგრელო და ლაზები კი მიუხედავად ყველაფრისა საუბრობენ ამ ენაზე და ესმით ერთმანეთის. გურულ დიალექტი არის ზანური სიტყვები უამრავი შემორჩენილი, თუმცა ვინაიდან ენა აე იციან შინაარსობრივად ვერ ხსნიან რას ნიშნავს.

      Delete
    2. გეთანხმებით,აფხაზეთშიც იგივე პროცესი მიმდინარეობდა,მეგრული ენა ჩაანაცვლა ადიღურმა ტომებმა და მიისაკუთრეს მეგრული სახელწოდება აფხა.პარალელურად გოდერძის უღელტეხილიდან გადმოსულმა ქართებმა გააქართულენოვნეს დასავლეთ საქართველო,კერძოდ სვანურენოვანი რაჭა და ლეჩხუმი და ზანურენოვანი აჭარა,გ
      ურია და იმერეთი და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს

      Delete
  11. ერთი კოლხების შთამომავლები არიან მეგრელები და მეორე გურიაში იყვნენ დასახლებულები :D :D

    ReplyDelete
    Replies
    1. ბიძია წიგნის წაკითხვა საჭირო, განსაკუთრებით ჯავახიშვილის ნაშრომები. გულზე არ გასკდეთ ისტორია ერთია ნაღდი კოლხები მეგრელები ვართ

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ