Skip to main content

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი

ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“


ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა

ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა

1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე

უილიამ ფადენი, 1785 წ.

ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა

რიგობერტ ბონი, 1787 წ

ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის.

კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რეგენტი ქაიხოსრო მართავს, რადგან მამია V გურიელი ჯერ მცირეწლოვანია. ქვემო გურია, იგივე ჩურუქ-სუ, დღევანდელი ქობულეთის რაიონი ოსმალეთის იმპერიას აქვს მიტაცებული.


ჯონ კერის რუკა, 1801 წ.

იოჰან რაინეცკე, 1804 წ. რუკაზე „გურიელის“ ფარგლებში ნაჩვენებია მდინარეები სუფსა, კინტრიში (შეცდომაა: აქ ნატანები უნდა იყოს) და შეკვეთილი (ჩოლოქი). დაბები: ჯუმათი, კირკულეთი (გრიგოლეთი?), ოზურგეთი, შეკვეთილი
1810 წელი, გურია კვლავ დამოუიდებელი სამთავროა, მაგრამ მის უკანასკნელ მთავარს, მამია V გურიელს რუსეთის იმპერიასთან მფარველობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. რუკაზე აღნიშნულია იმდროინდელი გურიის მნიშვნეოვანი პუნქტები: ოზურგეთი, გურიანთა, ჩოხატაური, ასევე შემოქმედის მონასტერი. ჩანს გურიაში შემომავალი ერთადერთი გზა სამტრედიიან ჩოხატაურის გავლით. ოსმალეთის მიერ მიტაცებულ ნაწილში რუკაზე დატანილია ბათუმი და ლივანი (დაახლოებით ოჩხამურის ახლოს)

უილიამ დარტონის რუკა, 1811 წ

აარონ ეროუსმითის რუკა, 1812 წ.

ჯონ პინკერტონი, 1813 წელი

ლუკას ფილდინგის რუკა, 1823 წ. გურიაში ოზურგეთი, გრიგოლეთი, ალამბარი, გონიო

ლუი ვივიენ დე სან მარტინის რუკა, 1824 წ. აღნიშნულია შეკვეთილი, ჩოლოქი, ბათუმი. საზღვარზე გონიო

დანიელ ლიზარსის რუკა, 1831 წ. ქვემო გურია აქაც გურიის ფარგლებშია

1835 წლის რუკა. აქ ჩანს, რომ გურია ორადაა გაყოფილი. ქვემო გურია ბათუმითურთ ოსმალეთის იმპერიაშია, ნაგომარი და ნიკოლოზი (შეკვეთილი) რუსეთის იმპერიაში

კავკასია ყირიმის ომის (1853-1856) დროს. გურია ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიის ნაწილია. 


ჰაინრიხ ბერგჰაუსის რუკა, 1855 წ. მწვანედ რუსეთის იმპერიის საზღვრებია შემოხაზული. ამ დროს სამეგრელოს სამთავრო ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული, გურიისა კი უკვე გაუქმებული და ანექსირებულია რუსეთის იმპერიის მიერ

ომის შემდეგ, გეორგ დოდის რუკა, 1856 წ.

კოლტონ ვულუორთის რუკა, 1856 წ. რუკაზე გურიაში აღნიშნულია ოზურგეთი, ნიკოლოზი (შეკვეთილი) და ფოთი

Karte des Kaukasischen Isthmus - Entworfen und gezeichnet von J-Grassl - 1856

კავკასია 1856 წელს. რუკაზე დატანილია მაშინდელი გურიის მნიშვნელოვანი პუნქტები: მაზრის ცენტრი ოზურგეთი, ხვარბეთი, მალთაყვა, წმ. ნიკოლოზი (შეკვეთილი), ლანჩხუთი, ლესა, ლიხაური, ნაგომარი, აკეთი, ჩოხატაური

ქუთაისის გუბერნია, 1857 წ.

1861 წ. ალექსანდრ კეით ჯონსტონის რუკა. ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების საზღვარი. ლაზისტანი და ქვემო გურია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია. საზღვარი ჩოლოქზე გადის

ამიერკავკასიის გზების ქსელი, Кавказский календарь1872 წ. გურიაში ჩანს მხოლოდ ერთი -სამაზრო მნიშვნელობის - გზა, სადგურ ორპირიდან ოზურგეთამდე.
რუკაზე დატანილი სხვა პუნქტებია წმ. ნიკოლოზი, აჭი, ასკანა, ნაბეღლავი, ჩაკიტაური, ამაღლება, აკეთი, ჩოჩხათი
ჩურუქ-სუ, გურია და აჭარა. რუკა დიმიტრი ბაქრაძემ მისი მოგზაურობისას შეადგინა

[თურქეთთან არსებული ყოფილი საზღვრის რუკა]
1878 წლამდე თურქეთთან საზღვრის  რუკა. საზღვარი ჩოლოქზე გადიოდა

Кавказский календарь 1878 წ

ქუთაისის გუბერნიის ეთნოგარფიული რუკა. რუკის მიხედვით გუბერნიაში იმ დროს 76055 გურული ცხოვრობდა

ოზურგეთის მაზრის რუკა. მაზრა სამ საპოლიციო უბნად და 25 სასოფლო საზოგადოებად (თემად) არის დაყოფილი

1891 წელი, გურიაში თბილისი-ბათუმის რკინიზგის მონაკვეთი გადის. რუკაზე აღნიშნულია ოზურგეთი, ნიკოლოზია (შეკვეთილი), აჭი, ასევე მწვერვალი მეფისწყარო

ქუთაისის გუბერნია, 1892 წ.


საქართველოს რუკა, 1919 წელი
1919 წ. პარიზის საზავო კონფერენციაზე წარსადგენად საქართველოს მიერ მომზადებული რუკა. გურიაში ჩანს ოზურგეთი და ნატანები


საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკურ-ეკონომიური რუკა
გასაბჭოების პირველი წლები. გურია ჯერ კიდევ ერთიანია ოზურგეთის მაზრის სახით


საქართველოს სსრ შავიზღვისპირეთის რუკა, 1938
საქართველოს სსრ შავიზღვისპირეთის რუკა 1938  წ. გურია უკვე კომუნისტების მიერ სამ რაიონად - ლანჩხუთის, მახარაძისა და ჩოხატაურის - არის დაყოფილი


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა