Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2014

ერთი წელი ამბოხებულ გურიაში

1905 წელს გურიის დამსჯელ ექსპედიციაში იყო გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი, რომლის წერილი „ერთი წელი ამბოხებულ გურიაში“ გადმობეჭდა 1907 წელს თბილისში არსებულმა გერმანულმა გაზეთმა „კაუკაზიშე პოსტმა“, რომელის რედაქტორი იყო არტურ ლაისტი. წერილი გერმანულიდან თარგმნა კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ. გამოქვეყნდა „24 საათში“.

ვცხოვრობდით ჩვენთვის, მშვიდად პატარა საგარნიზონო ქალაქში თურქეთის საზღვართან, როცა ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს ტელეგრაფით გვიბრძანეს: სასწრაფოდ დავძრულიყავით გურიაში დაწყებული მღელვარების ჩასახშობად. მეორე დღის ნაშუადღევს გავუდექით გზას და ხუთი დღის შემდეგ ჩვენი პოლკი უკვე გურიის საზღვარს მიადგა. 1905 წლის თებერვალი იდგა და კონტრასტი აქაურსა და იმ ამინდს შორის, უკან რომ ჩამოვიტოვეთ, ჯადოსნურად მოქმედებდა. თუმცა ჩვენი გარნიზონის ადგილსამყოფელი ბევრად უფრო სამხრეთით მდებარეობდა, იქ სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა (საგარნიზონო ქალაქი არარატის განშტოებაზეა განლაგებული ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე), ხოლო აქ, ნატანების მშვენიერ ველზე, გაზაფხულს მთელი თავისი მომხიბვლელობ…

კასტელის ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Cristoforo De Castelli

დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი გენუადან. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს. 1634 წელს ჩამოვიდა გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით . 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა გურიიდან.
ქადაგება გურიაში / sermon in guria


მამია III გურიელი, ცნობილია როგორც შავი გურიელი. გურიის ყველაზე მრისხანე მმართველი, იმერეთის მეფე. გააფართოა გურიის სამთავროს საზღვრები, მანვე დაკარგა ბათუმის მხარე / Mamia III Gurieli

სიმონ II გურიელი (1606-1672), მამის მკვლელი, შემდგომში ბერი / Simon II Gurieli
მხატვარი ქალი როდია მიქელაძე

ჩონგურზე დამკვრელი გურიიდან / chonguri player in guria
ამავე თემაზე: დიუბუა დე მონპერეს ჩანახატები გურიაზე


გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები / Gurians by Aleksandre Roinashvili

ალექსანდრე როინაშვილი (1849 – 1898) იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოების უმრავლესობა აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული არქივიდან.
პრინცი გურიელი
ოჯახი გურიიდან დაირით
გურული ბავშვი



პოეტი მამია გურიელი
იგივ
ეგნატე ნინოშვილი, მწერალი, პედაგოგი
 თავადი კობალაძე გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
 გურული მამაკაცი გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
გურული მამაკაცი
ნიკოკია თაყაიშვილი (ექვთიმეს ძმა), ოურგეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე
ღარიბი გურული

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ შემორჩენილი ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი. ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ.
ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი
აგუნა, აგუნა გამეიარეო ბახვი, ასკანა მადმეიარეო ჩვენს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო
საკრალიზებული იყო მარანიც. (გურიაში მარანს ეძახიან ღია, ხეებით შემოფარგლულ ადგილს ეზოში, სადაც ჭურებია ჩაყრილი). ქალს, ისე, როგორც საკურთხეველში, ეკრძალებოდა მარანში შესვლა და ჭურიდან ღვინის ამოღება. კაცის არყოფნის დროსაც კი. ამ დროს ქალს მე…