Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2017

ოზურგეთის მაზრის ექიმები

1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა  მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები.

1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი, რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა.

1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი. 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი.
1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი. დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი. 1861-62 წლებში ექიმის თანამდ…

შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850

XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ.
1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა.  აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, 1831 წელს სამშობლოში დაბრუნდა…

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა.
ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“. ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო შესული მცირე ავტონომიის უფ…