Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2013

გურიის რესპუბლიკის დამცველები

ნასაკირალის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ  ოზურგეთის გარნიზონმა უკანდახევისას მთლიანად გადაწვა სოფელი დვაბზუ. მეფისნაცვლმა ვორონცოვმა გურიაში გაგზავნა ალიხანოვის დამსჯელი რაზმი, რომელსაც დაავალა სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდე და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც სოფლები მოესპოთ, სახლები გადაეწვათ და მოსახლეობა დაეპატიმრებინათ.
ალიხანოვმა სადგურ სამტრედიას შემდეგ წინ წასვლა ვერ შეძლო, რადგან გურულების აჯანყებას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა გურიის გარეთაც.
ინტელექტუალური ელიტა
იმავეს ითხოვდა ქართველ ინტელექტუალთა დეპუტაცია, დეპუტაციაში შედიოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი, გუბერნიის თავად-აზნაურთა  წინამძღოლის მოადგილე ჯამბაკურ-ორბელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. დეპუტაცია 29 ოქტომბერს შეხვდა კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწეებს, გენერალ მალამასა და სულთან კრიმ-გირეის. მოგვიანებით კი თავად ნამესტნიკ ვორონცოვ-დაშკოვს.

ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს:

“შეიქმნა ბაასი, თუ რა ზომა მიგვეღო... რომ გურია დაღუპვას გადაგვერჩინა. სხვა საშუალება არაფერი იყო, ხელმეორედ უნდა გ…

პრესა გურიის რესპუბლიკის შესახებ

მოგზაური, N5, 13 თებერვალი
ხალხი გათვითცნობიერდა, ძალიან ეტანებიან გაზეთებს და ჭკუის სასწავლო წიგნების კითხვას, ვინც კითხვა არ იცის, სხვას ეხვეწება, წამიკითხეო

მკვლელობა და ცარცვა-გლეჯა საშინლათ გახშირდა, ისეთი დღე და ღამე იშვიათი იყო, რომ ვინმე არ გაეცარცვათ, მკვლელობა მართლა ბევრი მოხდა, აქვე ჩამოვთვლით მოკლულთა ვინაობას, თუმცა ყველა არ დაგვამახსოვდა: ს. გურიანთის საზოგადოებაში მოკლეს _ აზნ. ქარცივაძე, გლეხი თ. აროშიძე, მიხ. ჟოჟინაიშვილი, მ. მოქია, მახარაძე; სადგ. ნატანების გზაზე _ გ. მესხია; სადგ. ნოგოითში _ ჩეჩელაშვილი; ლანჩხუთში _ მამასახლისი ირ. მენაღარიშვილი, მ. არაგვენიძე; ხიდისთავში _ სოფლის მწერალი მიხ. ლომაძე, ქართველიშვილი, მამასახლისი თავართქილაძე, გერ. ლომაძე; ს. ჯუმათში _მღ. გაბრიელ დარჩია, სურებში _ დეკანოზი ნიკო რამიშვილი; სად. სუფსაში _ ლუკა ურუშაძე, დ. ჩოხატაურში _ მ. კალანდაძე; ოზურგეთში _ ი. სარიშვილი; ს. შემოქმედში _ აზნ. ალ. ბებურიშვილი და ალექსი კირკელაძე და სხ.
მოგზაური, N7, 27 თებერვალი
გურული ხალხი ამ გზაზე გამოიყვანა გაჭირვებულმა მდგომარეობამ, მარ…