Skip to main content

Posts

Showing posts with the label ბახმარო

ანტონ გოგიაშვილის გურია / Paintings of Guria by Anton Gogiashvili

ანტონ გოგიაშვილი იყო ქართველი მხატვარი. დაიბადა გურიაში, სოფელ ჩოლობარგში. სახლი ოზურგეთში, რომელშიც გოგიაშვილი ცხოვრობდა, ახლაც შემორჩენილია 9 აპრილის ქუჩაზე, დიმიტრი გურიელის სასახლის გვერდით. აქ წარმოდგენილია გოგიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი.  ბახმარო / Bakhmaro, 1902 ვაკიჯვარი, 1903 / Village Vakijvari ტყეში შეფარებული გურულები, 1906 / The Gurians, hiding in the forest საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სახლი ოზურგეთში, სადაც ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა ასევე იხილეთ: ლადო მალაზონიას გურია

ოზურგეთის მაზრის ეკონომიკა

აქ თავმოყრილია რამდენიმე მონაცემი გურიაში XIX საუკუნეში არსებული წარმოების და ვაჭრობის მოცულობის, საქონლისა და მომსახურებების ფასების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ადგილობრივი ეკონომიკას სრულყოფილად ვერ ასახავს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას მაინც იძლევა. მონაცემების უმრავლესობა აღებულია თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობებიდან, ყოველწლიური Кавказский календарь-ის გამოცემებიდან, XIX საუკუნის პრესიდან . სოფლის მეურნეობა რუსეთის მიერ გურიის სამთავროს ანექსიამდე მოსახლეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1820-იან წლებში მამია V გურიელი ჯერ მხოლოდ იწყებდა მცდელობებს გურიაში ვაჭრობისა და მანუფაქტურის განვითარებისთვის. ჟაკ ფრანსუა გამბა , რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გვაწვდის ცნობას, რომ გურიაში იმ დროისთვის მისდევდნენ მევენახეობას , მოჰყავდათ სიმინდი , ფეტვი და თამბაქო, დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ცვილსა და თაფლს. გამბას მიხედვით გურიაში ასევე აწარმოებდნენ ბამბასა და აბრეშუმს , თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ადგ...

ბახმაროს სახლის წარწერები

მე, თედორე ანთაძე ვიყავი ამ სახლში 1915 და დავამტკიცე ბახმარო დიდ დაჩად. 26 ივნისი 1916 წლის ივლისი ვასია თალაკავაძე ამ სახლში იდგა ეთერი ყაჭიეშვილი თავის ძმობილებით 1922 თამარა სიმაშვილი, ანიჩქა ანთიძე, ზინა სამსონიძე, ალიოშა თალაკვაძე წავედით 17 ოტომბერს 1925 კოტე, ნინა თალაკვაძე 1928 სულიკო ხმელიძე 1931 აგვისტო ამირან და სოსო ცინცაძე, 1937 10.VII-14.VIII ეს არის სახლის პატრონი თალაკვაძე შოთა სიმონის ძე ავაშენეთ ეგ სახლი ხელახლა ტიტიკო ინწკირველი დამხმარე მუშები გიორგი ინწკირველი და მანასე ბერაძე კოკო 1958 ვერიკო და თამრიკო თალაკვაძეები და აზიკო კერესელიძე 1961-1962 წწ. ჩამოვედით 1972 წელს 16 ივლისს ქეთინო ღლონტი, ნანი ღლონტი, ვერიკო თალაკვაძე მედიკო, ქეთინო, ლუკა ღლონტები, ვერიკო თალაკვაძე, თემური ვანიძე 1973 8 აგვისტო აქ ისვენებდა ჯუმბერი ჯიჯიეშვილი 1975 ნათია, დოდო 1989 1999 გიგი, თიკო, ვერიკო, კოტე 2015 გიგი, ნათია, კონსტანტინე

ოზურგეთის მაზრის ექიმები

1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა  მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები . 1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი , რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა. 1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი . 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი. 1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი . დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში. 1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი . ...

აჭარა-გურიის გზები

ბახმაროსა და გომისმთის საკურორტო თვისებების აღმოჩენამდე აჭარა-გურიის ქედს მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. აქ სამი ძირითადი საძოვარი ადგილი იყო: ზოტიმერია, თაგინური და ხინო. ზოტიმერია და მის ირგვლივ ადგილები: სომლია, ბაისურა, ფაფარა, საყორნია, ჯვარიუღვთო, კაცისთავიანი, კამბეჩის სარჩობი, ქორისბუდე, ჩდილა, დიდვაკე, ზედწეული - ეკუთვნოდათ ერისთავებს . ერისთავები ღორჯომის ხეობიდან ამოსულ მესაქონლეებს ახდევინებდნენ „ბალახის ბაჟს“, ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა. თაგინაურის საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ხინოს საძოვრები ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს.  XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო. ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებ...