Skip to main content

Posts

Showing posts with the label ვარლამ ვაშალომიძე

ვარლამ ვაშალომიძე

ვ. ჭანუყვაძე, „ლენინის დროშა“ N41 , 1961 წ გვ. 3 მშრომელი, მომღერალი გურული ხალხური სიმღერების ოსტატები მთისპირელი ვაშალომიძეების ოჯახში ყველა მღეროდა. ბინდი რომ ჩამოწვებოდა და ნაშრომ-ნაჯაფნი ქოხს დაუბრუნდებოდნენ, არტემი ცოლ-შვილს შემოიკრებდა და სიმღერას დასძახებდა. მღეროდნენ მხირულსა და ლირიულს, ნაზსა და მჭექარეს, საყვარელ სიმღერებს, მუსიკალურ ბგერებში ათავსებდნენ დარდსაც და სიხარულსაც.  ვარლამი პატარა იყო. მამა ზოგჯერ მასაც მიუბრუნდებოდა და ეტყოდა - აბა ერთი წამოუწყე! და ბიჭიც თავისებურად წაფავდა ხმას, ცდილობდა დაუფლებოდა ხალხურ კილოს. მას პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მაინც მომღერლის მაგივრად თორმეტი წლისა მჭედელს მიაბარეს შეგირდად. უჭირდა მძიმე უროს გრდემლზე რახუნი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ღარიბ ოჯახს შემხიდე სჭირდებოდა.  სამჭედლო თემის დუქანთან ახლოს იდგა და ვარლამს ხშირად ესმოდა, როგორ ავარჯიშებდა გურული სიმღერების ცნობილი მთქმელი სამუელ ჩავლეშვილი თავის მოწაფეებს. ვარლამს განსაკუთრებით უყვარდა ის დღეები. ოსტატიდან ნებართვას აიღებდა და დუქნ...